თუ ლარი არ დასტაბილურდა, მედიკამენტებზე ფასები მოიმატებს - ასოციაცია

თუ ლარი არ დასტაბილურდა, მედიკამენტებზე ფასები მოიმატებს - ასოციაცია

access_time2020-09-28 11:00:00

არის ბოლო დროინდელმა გაუფასურებამ პრობლემები არაერთ სექტორს შეუქმნა. მათ შორისაა, ფარმაცევტული ინდუსტრიაც. განიხილება თუ არა შექმნილ სიტუაციაში ფასების გადახედვა და რა მოლოდინები არსებობს ამ კუთხით, „ბიზნესპარტნიორს“ “ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი ესაუბრა.

მისი განცხადებით, მედიკამენტების სარეალიზაციო ფასი ლარის კურსზეა დამოკიდებულა, რადგან ქვეყანაში ძირითადად იმპორტირებული მედიკამენტებია. შესაბამისად, ფასების გადახედვაზე საუბარი ბუნებრივია.

როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად ამისა, დისტრიბუტორების უმეტესი ნაწილი ცდილობს, არ გაძირდეს მედიკამენტები და ამის დაბალანსებას მოგების მარჟის შემცირებით ახდენს.

“ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, მოგების შემცირებასაც თავისი რესურსი აქვს და ეს უსასრულოდ ვერ მოხდება.

„რაც შეეხება მედიკამენტების მომწოდებლების მხრიდან ფასების ცვლილებას, ეს პროცესები სულ მიმდინარეობს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ წელს ზოგიერთი მომწოდებლის ფასი შემცირდა კიდეც, რადგან მოსახლეობის მხრიდან მსყიდველობითუნარიანობა დევალვაციის გამო შემცირდა. მყისიერი პასუხი მედიკამენტების ფასზე მწარმოებლების მხრიდან ვერ მოხდება. ეს მარტივი პროცესი არ არის. ბევრი ქვეყნისთვის მედიკამენტები მზადდება გარკვეული მარაგებით, გარკვეული ფასის გათვალისწინებით,“ - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

რაც შეეხება მოლოდინებს, ირაკლი მარგველაშვილი აცხადებს, რომ თუ ლარის კურსმა სტაბილიზაცია არ განიცადა, ფასები შედარებით მოიმატებს. თუმცა, დადებითია ის, რომ ფასების მომატება მკვეთრად ჩამორჩება დევალვაციას.


„ზოგიერთი მედიკამენტი შემოტანილია 5-7 თვის, ზოგიერთი 3-4 თვის მარაგით. ზოგ შემთხვევაში გადახდა ხდება წინასწარ, ხოლო რიგ შემთხვევაში რეალიზაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, განსხვავებული კურსით. აქედან გამომდინარე, რაიმე პიკური კურსი, რომლის დასახელებაც შესაძლებელი იქნება, რთულია“ - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

მისი ინფორმაციით, მედიკამენტებზე ფასების გადახედვა უკვე დღის წესრიგშია. უბრალოდ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ამის ასახვა ზოგიერთ კომპანიაში უფრო მალე ხდება, ზოგიერთში შედარებით მოგვიანებით.

„2008 წლიდან დღემდე დევალვაცია თითქმის 100%-იანია, თუმცა, წამლებზე ფასების ზრდა ამ დოზით არ ყოფილა. მწარმოებლები და მომწოდებლები მუშაობენ ერთმანეთთან, რომ პაციენტი წამლის გარეშე არ დარჩეს,“ - აცხადებს მარგველაშვილი.

მისი ინფორმაციით, მედიკამენტის ფასში შედის სხვადასხვა ხარჯი, მათ შორის ტრანსპორტის, რომელიც კარანტინის და შეზღუდული მიმოსვლის დროს, გაიზარდა. ეს კი თავისთავად, მედიკამენტების ღირებულებაზე აისახა.

„ლოგისტიკური პრობლემები კომპანიებს არ აქვთ, თუმცა ევროპაშიც ძალიან შეზღუდულია საქართველოში გამოგზავნის საშუალებები. შეზღუდულია კი ნიშნავს იმას, რომ ძვირდება,“ - აცხადებს მარგველაშვილი.

მისივე განცხადებით, წლის დასაწყისიდან დღემდე მედიკამენტებზე ფასები თითქმის არ შეცვლილა.

„ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებული 16 მსხვილი კომპანიააა და მათი პროდუქციის ფასების მომატება წლის დასაწყისიდან დღემდე 5-12%-მდე შეიძლება მერყეობდეს,“ - აცხადებს მარგველაშვილი. მისი ინფორმაციით, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.

business-partner.ge

თეგები:
ლარი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up