„თუ კარანტინი დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ბიუჯეტს რამდენიმე მილიარდი ლარი მოაკლდეს“

„თუ კარანტინი დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ბიუჯეტს რამდენიმე მილიარდი ლარი მოაკლდეს“

access_time2020-04-17 10:00:10

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის კრიზისის შედეგად ეკონომიკური ზიანის შესარბილებლად პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 1.2 მილიარდი ლარი გამოყო. აღნიშნულ  მასტიმულირებელ პაკეტში საუბარი იყო გაზრდილ ინფრასტრუქტურულ ხარჯებზე, გადასახადების გადავადებაზე და ტურიზმის სექტორისთვის შეღავათების დაწესებაზე. პირველ აპრილს კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებით 2 მილიარდი ლარი გამოიყო.


არსებულ ვითარებაში, როდესაც ბიუჯეტიდან ხარჯვითი ნაწილის კიდევ უფრო მეტად გაზრდა არის მოსალოდნელი, სპეციალისტების აზრით, მართალია 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პირველ კვარტალში წარმატებით შესრულდა, თუმცა მეორე კვარტალში ამ მხრივ პრობლემები გარდაუვალია. ყველაზე სერიოზული დანაკლისი საშემოსავლო გადასახადის და დღგ-ს კუთხით არის მოსალოდნელი.


„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ირინა გურული „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა სახელმწიფო ვერ ასცდეს იმას, რომ კრიზისის შედეგების ლიკვიდაციის პერიოდში ბიუჯეტი კიდევ უფრო ,,სოციალურად ორიენტირებული“ გახდეს. ეს კი დამატებით საგადასახადო წნეხს ქმნის, თუმცა, კრიზისის სიმწვავე და სიდიდე სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთხით მანევრირების საშუალებას თითქმის არ უტოვებს, ამიტომ თუ საკარანტინო მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა,ბიუჯეტს რამდენიმე მილიარდი ლარიც კი მოაკლდეს.


„წლის დასაწყისიდან ბიუჯეტის შემოსულობები წარმატებით შესრულდა, თუმცა, მეორე კვარტალში მოსალოდნელია პრობლემები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშემოსავლოს და დღგ-ს კუთხით. ბევრი ადამიანი,რომელიც დასაქმებული იყო მომსახურების სფეროში, ისინი გადასახადებს ბიუჯეტში ვეღარ შეიტანენ, ასევე შემცირდა აქციზიც, იქედან გამომდინარე, რომ ნავთობზე ფასი და მოხმარება კლებულობს, ამიტომ შემოსულობების მიმართულებით შემცირებას უნდა ველოდოთ. თუ საკარანტინო მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ბიუჯეტს რამდენიმე მილიარდი ლარიც კი მოაკლდეს. გარდა ამისა, მოსალოდნელია სოციალური ხარჯების გაზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის 30%-ზე მეტი ისედაც სოციალური მიმართულებით იხარჯება. ამ თვალსაზრისით, ბიუჯეტის დახმარების პაკეტი და მისი დაფინანსება უცხოური წყაროებიდან უნდა მოხდეს და ალბათ ფონს გასვლა ვერ მოხერხდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისაგან ახალი დახმარების ან შეღავათის მიღების გარეშე. გამორიცხული არაა საგარეო დავალიანების ზრდაც, რაც გლობალურ მძიმე პირობებში ვალის მკვეთრი მატების პერსპექტივას აჩენს. როგორ განაწილდება მოძიებული თანხა, ამასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს და კარგი იქნება თუ მათი ხარჯვის ნაწილი გამჭვირვალედ წარიმართება. შემოსული თანხების გამოყენება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ დავიჭიროთ ბალანსი, მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაც შევძლოთ და ასევე გამოვიყენოთ კრიზისის შემდგომი შედეგების აღმოსაფხვრელად“, -აღნიშნავს ირინა გურული.



პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კუთხით, აპრილში უკვე დაწყებულია პრობლემები და რეალურად ის მაისში უფრო გამწვავდება.


„ბუნებრივია, რომ ჩვენ პრობლემები გვეწყება სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს უკვე მოჩანს აპრილის თვეში და რეალურად, პრობლემა ჩამოყალიბდება მაისში, როგორც საგადასახადო შემოსავლების, ასევე საერთო შემოსავლების ნაწილში, ჩვენ გაგვეზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს 2.5%-ზე და ეს წლის განმავლობაში ალბათ ჯერადად გაიზრდება,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


აღსანისნავია, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის I კვარტლის შემოსულობების ოდენობამ 3 736,5 მლნ ლარამდე შეადგინა, რაც კვარტლის გეგმაზე (3 465,3 მლნ ლარი) 271,2 მლნ ლარით მეტია. შესრულდა გადასახადების ნაწილიც. თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების პაკეტს პარლამენტში მაისში ელოდებიან.

 

ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up