თუ კარანტინი 21 აპრილს არ დასრულდა, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი მოკვდება - ჭიჭინაძე

თუ კარანტინი 21 აპრილს არ დასრულდა, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი მოკვდება - ჭიჭინაძე

access_time2020-04-07 14:48:14

„არ ვიცი, მოიხსნება თუ არა საყოველთაო კარანტინი 21 აპრილს, რადგან ექიმები, რომელებიც ჩართული არიან კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, ამბობენ, რომ ჯერ პიკი არ დამდგარა. მათი ვარაუდით ეს სიტუაცია დაახლოებით 15 მაისამდე მაინც გასტანს. თუ გაგრძელდა, ჩათვალეთ, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი აღარ იქნება. ეს ხალხი ამ პერსპექტივას ხედავს და არსებობისთვის ბრძოლას თუ დაიწყებენ, მათი მოთოკვა ძნელი იქნება", - ასე ეხმაურება „ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მოარულ ხმებს იმის თაობაზე, რომ საკარანტინო ვადის გაგრძელების შემთხვევაში მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის შეიძლება ბზარი გაჩნდეს.


„მცირე და საშუალო ბიზნესი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ. აღებული აქვთ ბანკიდან კრედიტები, რომელსაც ყოველდღიური შემოსავლიდან ფარავდნენ. ახლა გაჩერებული არიან, არ აქვთ საბრუნავი ფული, ხელფასებსაც ვეღარ გადაუხდიან დასაქმებულებს. ერთიანად ყველა ბიზნესის გაჩერება არ იყო საჭირო. ტანსაცმლის მაღაზიებში თავის დროზეც არ შედიოდა ბევრი ხალხი, ამ პანდემიის დროს თითოოროლა კაცი თუ შევიდოდა.


„ახლა ნახეთ რა ხდება - მთავრობა და მსხვილი ბიზნესი ძალიან შეხმატკბილებულები არიან, ყველა დიდი ქსელის მაღაზია მუშაობს, არ გაჩერებულა. გაჩერდა მცირე და საშუალო ბიზნესი, სასტუმროები, რესტორნები და ა.შ. ახლა აგრარული ბაზრებიც დაკეტეს, სადაც ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყიდება. იმპორტიორებს კი ხელს უწყობენ, მათი შემოტანილი საქონელი ხომ ამ მსხვილ ქსელებში უნდა გაიყიდოს.



„მცირე და საშუალო ბიზენესი თავის პერსპექტივას ძალიან კარგად ხედავს. თუ საკარანტიონ ვადა გაგრძელდა, და ალბათ გაგრძელდება, რადგან ექიმები ამბობენ, რომ ეპიდემიის პიკი ჯერ არც დამდგარა, მაშინ ჩათვალეთ, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი აღარ იარსებებს.


„ეკონომიკას მთავრობა ვერასდროს ააყვავებს. მცირე და საშუალო ბიზენესია, რომელიც სტაბილურობას ქმნის. თუ ეს ხალხი არსებობისთვის ბრძოლას დაიწყებს, მათი მოთოკვა ძნელი იქნება. ამიტომ ხელისუფლებამ ამ ხალხის დასახმარებლად ეკონომიკური პროგრამა უნდა შეიმუშავოს, რომელიც ჯერ არ ჩანს. ან იმის საშუალება მაინც მისცეს, რომ საქმიანობა დაიწყონ, თუ რაიმე დარღვევა იქნება და არ შეასრულებენ ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ნორმებს, შემდეგ დააჯარიმოს. ეს ხალხი თვითონ არის დაინტერესებული რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდეთ და სამუდამოდ არ გაჩერდნენ", - განაცხადა „რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.


გაზეთი „რეზონანსი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up