თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

access_time2020-07-16 15:45:09

„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას დაუსვა.

 

„გთავაზობთ, რომ აქვე განვიხილოთ ჩარჩო სანებართვო პირობების დაბრუნების, დაიყოს ტექნიკური რეგლამენტით ჯგუფებად კლინიკები და ა.შ. თუ ეს არ იქნება შეტანილი კანონპროექტებში, ალბათ ჩაჯდებით იმ ბოლო პერიოდში მიმდინარე ტენდენციაში, რომლითაც რეგულატორებს უნდათ, რომ ბიზნესები მაქსიმალურად აკონტროლონ“, - მიმართა ლევან კობერიძემ გაბუნიას.

 

კობერიძემ  ასევე  აღნიშნა, რომ პაციენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის მთლიანი სისტემის ზრუნვის საგანი და რეალურად სამინისტრომ არ უნდა  დაკარგოს თავის რეალური ფუნქცია და არ  გადაიქცეს სადამსჯელო რაზმად კლინიკების  წინაღმდეგ.


„ვინც  დასახურია თქვენ  ჩემზე  კარგად  იცით,  სამინისტროშიც  იციან და ის  კლინიკები  წესით აქამდეც დახურული უნდა ყოფილიყო და  საკანონმდებლო ბაზაც  აბსოლუტური  სრულყოფილი გაგაჩნიათ,  აგერ  თქვენ თვითონ  ბრძანეთ რომ შეგიძლიათ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ლიცენზიის  ჩამორთმევა და  სანებართვო პირობების  გაუქმებაც, ნუ წავიყვანთ  სხვა  მიმართულებით  აქცენტებს, აქ  არის  ძალიან მნიშვნელოვანი, ერთი  ის  რომ  სასამართლო  როგორც არბიტრი და ის  ინსტიტუცია, რომელიც  ასეთი  ნებისმიერი   სახის  დავის დროს  არის  მნიშნელოვანი,  ჩვენ  ხომ  არ ვამბობთ  რომ ის  არ იყოს და საერთოდ  არ  მონაწილეობდეს, მონაწილეობდეს  შესვლა  შეგეძლოთ ოღონდ მოულოდნელობის  ეფექტის  გათვალისწინებით, მაგრამ  შემდეგ უკვე  პროცესებმა  უნდა გადაინაცვლოს სასამართლოში, იმიტომ რომ   შეჩერება  პრაქტიკულად  გაუქმების  ტოლფასია“ , - განაცხადა ლევან კობერიძემ.



შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დარჩქარებული წესით განიხილავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილ ცვლილებებს რამდენიმე კანონში: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.



ცვლილებების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისთვის სანქციების გამკაცრებას გეგმავს, ამას უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს.


„რეალურად, მარეგულირებელს ეძლევა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ, ცუდი განზრახვების პირობებში შეაჩეროს კლინიკის საქმიანობა, პლიუს, ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარე, შეჩერების შემდგომ დაბრუნების მექანიზმი თურმე მერე უნდა მოიფიქროს მთავრობამ. გთავაზობთ, რომ აქვე განვიხილოთ ჩარჩო სანებართვო პირობების დაბრუნების, დაიყოს ტექნიკური რეგლამენტით ჯგუფებად კლინიკები და ა.შ. თუ ეს არ იქნება შეტანილი კანონპროექტებში, ალბათ ჩაჯდებით იმ ბოლო პერიოდში მიმდინარე ტენდენციაში, რომლითაც რეგულატორებს უნდათ, რომ ბიზნესები მაქსიმალურად აკონტროლონ“, - მიმართა ლევან კობერიძემ თამარ გაბუნიას.


მინისტრის მოადგილის თქმით, დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელს, ანუ ლიცენზიის და ნებართვის გამცემ ორგანოს აქვს უფლებამოსილება მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება ლიცენზიის და ნებართვის გაუქმების თაობაზე.



კომერსანტი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up