თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი

თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი

access_time2020-07-03 10:00:19

საქართველოს მთავრობა 2020 წლის რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ „კომერსანტს“ განუცხადა, სუბსიდიის სტრუქტურა დამუშავების პროცესშია. მისი თქმით, სუბსიდია მხოლოდ რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება.


„სამწუხაროდ 2 უსუბსიდირო წლის შემდეგ, მსოფლიოში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ობიექტური რეალობაა, საჭიროდ ჩავთვალეთ 2020 წლის რთველში სუბსიდიის სახით ჩავერიოთ, რაც გულისხმობს შემდეგს: როდესაც რომელიმე ღვინის კომპანია ან მარანი, გარკვეული რაოდენობა რქაწითელს და კახურ მწვანეს შეიძენს ფასის ნაწილი დაუსუბსიდირდება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.


კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ ღვინის ხარისხის პრობლემა მოგვარდება და ის მხოლოდ ყურძნისგან გაკეთდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ გახდება.



„ღვინის ინდუსტრიაში ყველაზე მეტად პრობლემა ისაა, რომ იქმნება ხარისხის პრობლემები, რომელსაც სახელმწიფო ყურადღებას არ აქცევს. რთველის სუბსიდირებას აპირებენ და ხარისხს რომ მიექცეს სერიოზული ყურადღება, მაშინ სუბსიდირება შესაძლოა საერთოდ აღარ გახდეს საჭირო, რადგან ყურძენზე მოთხოვნა გაიზრდება. როდესაც ღვინო ყურძნისგან გაკეთდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება. ეს ჩემი მყარი, ჩამოყალიბებული პოზიციაა, ემპირიულ გამოცდილებაზე დამყარებული“, - განმარტა ირაკლი იაშვილმა.


ბიზნესმენმა პანდემიის პირობებში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ უახლოეს თვეებში სიტუაცია არ გაუმჯობესდა, ღვინის სექტორი ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.


„წლის ბოლომდე მძიმე წელი იქნება, უკვე ეტყობა რომ პანდემიამ ივნისში კბილების გამოჩენა დაიწყო, რაც მოსალოდნელიც იყო. 3-4  თვეში, შემოდგომისთვის სიტუაცია თუ არ გაუმჯობესდა, შემდეგ უკვე კიდევ უფრო მძიმე ვითარება იქნება. გაყიდვები შემცირებულია ყველა მიმართულებით, მათ შორის რა თქმა უნდა ექსპორტის კუთხითაც. რაც შეეხება ონლაინ გაყიდვებს, ღვინის სექტორში პანდემიამდეც ვითარდებოდა ელექტრონული კომერცია, ის კომპანიები რომლებიც პროდუქციას აწარმოებდნენ, გაყიდვის ელექტრონულ ფორმას ვერ აცდებიან, ჩვენც ამას მეტ-ნაკლებად ვიყენებთ და ვანვითარებთ“, - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up