„8000 მოსავლის“ ქსელში პანდემიამ ბიუჯეტურ ღვინოზე გაზარდა მოთხოვნა

„8000 მოსავლის“ ქსელში პანდემიამ ბიუჯეტურ ღვინოზე გაზარდა მოთხოვნა

access_time2021-06-17 11:00:04

ღვინის დაყენების საქართველოს უწყვეტმა 8000-წლიანმა ისტორიამ, 5 წლის წინ თავი ერთ სივრცეში მოიყარა, სახელიც შესაბამისი შეარჩიეს – „8000 მოსავალი“. კომპანიამ დაარღვია სტერეოტიპი და ღვინის პირველი მაღაზია ტურისტული ქუჩის ნაცვლად, ქალაქის ცენტრში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე გახსნა. სწორედ, აქედან იწყება „8000 მოსავლის“ წარმატების ისტორიაც. მიზანი თავიდანვე ამბიციური დაისახეს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაესინჯა და შეყვარებოდა ქართული ღვინო, გამოუვიდათ კიდეც. ღვინის მაღაზია-ბარს მალევე ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავდა, თუ ადგილს წინასწარ არ დაჯავშნიდი ბარში ვერ მოხვდებოდი. ნელ-ნელა „8000 მოსავლი“ ხარისხის გარანტად იქცა. ყველამ იცოდა, რომ მათ მიერ შერჩეული ღვინო იმედებს არ გაუცრუებდა. შემდეგ იყო „8000 მოსავალი“ აბაშიძეზე. ადამიანების ინტერესი ბარის მიმართ არ იკლებდა, ქვეყანაში კი ღვინის სმის კულტურის განვითარება დაიწყო. ამას კომპანიის მესამე ფილიალი მოჰყვა, უკვე თბილისის ტურისტულ ნაწილში, თაბუკაშვილის ქუჩაზე.

 

„ჩვენ არ ვარჩევთ ღვინოებს მწარმოებლების მიხედვით, ვარჩევთ მხოლოდ ხარისხით“, - ამბობს „8000 მოსავლის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი ირაკლი ჩხაიძე. იგი გვიყვება, რომ ყველა ღვინო, რომელიც მაღაზიაში იყიდება, ფილტრს გადის. ეს ფილტრი კი ფარული დეგუსტაციაა - პროფესიონალი დეგუსტატორები ღვინოს ფარული გასინჯვის წესით არჩევენ. შესაბამისად, მაღაზიაში შეხვდებით როგორც საოჯახო, ასევე დიდ ინდუსტრიულ მეღვინეობებს.

 

„თუ ღვინო ბოთლში კარგია, მას ვერაფერი გააჩერებს. ჩვენი გამოცდილებით გვინახავს ღვინის ცუდი შეფუთვა, ვგულისხმობ ეტიკეს, ბოთლს, სახელს. მაგრამ ღვინო იმდენად კარგი ყოფილა, რომ მისი გაყიდვა არ გაჩერებულია. მთავარია ღვინის ხარისხი, შემდეგ არის სხვა დანარჩენი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავალს, შეიძლება მეღვინეობას მოსავლის ერთი წელი ძალიან კარგი გამოუვიდეს, ხოლო შემდეგი წელი არ იყოს ისეთი კარგი. ყველაზე მეტად გვიხარია, როდესაც კარგი ღვინო საოჯახო, მცირე მარნებს აღმოაჩნდებათ ხოლმე. ეს სხვა ადამიანებისთვისაც სტიმულია, რომ ღვინის დაყენება დაიწყონ. ათობით სტუმარი გვყოლია, რომელიც „8000 მოსავალში“ დადიოდა, როგორც მომხმარებელი, შემდეგ ღვინის წარმოება დაუწყია, ჩვენთან მოუტანია და შემდეგ პარტნიორი გამხდარა“, - ამბობს ირაკლი ჩხაიძე.  

 

ქართული საცალო ვაჭრობის ბრენდი მუდმივ რეჟიმში ვითარდებოდა და წინ მიიწევდა, თუმცა, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ „8000 მოსავლის“ დღის წესრიგი შეცვალა. სხვა ბევრი კომპანიის მსგავსად, ღვინის მაღაზია-ბარიც „ონლაინ“ სივრცეში გადავიდა. „8000 მოსავლის“ დირექტორი გვიყვება, რომ კომპანიას რთული პერიოდი ჰქონდა, მომხმარებელი ღვინოში პანდემიამდე უფრო მეტ თანხას იხდიდა. ირაკლი ჩხაიძის თქმით, ღვინის საშუალო ფასი პანდემიამდე თუ 32 ლარი იყო, ახლა ეს თანხა 24 ლარს შეადგენს.

 

„პანდემიის პერიოდში საიტი მოვაწესრიგეთ და ონლაინ გაყიდვებზე გადავერთეთ. პარალელურად, ყველა მიტანის აპლიკაციაზე გამოვჩნდით. ამასთან, მენიუ მიტანის სერვისს მოვარგეთ. ადამიანებს შეეძლოთ, რომ ღვინოსთან ერთად ჩვენი დაფები გამოეძახათ და „8000 მოსავლი“ სახლში მოეწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ტურისტულ ზონებში, გაყიდვების ნაწილი ტურისტებზე მოდიოდა. დღეს ტურისტები გამოჩნდნენ, მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება და რა სიტუაცია იქნება. ვფიქრობდით, ღვინის მაღაზია-ბარი ბათუმში გაგვეხსნა, მაგრამ წელს, ალბათ, თავს შევიკავებთ, რადგან სიტუაცია სტაბილური არ არის. კომენდანტის საათის გამო არ ვიცი სექტემბრიდან სიტუაცია როგორ შეიცვლება“, - თქვა ირაკლი ჩხაიძემ.

 


„8000 მოსავლის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი გვეუბნება, რომ რაც დახურული სივრცეები გაიხსნა, ხალხმა ბარებში სიარული მეტ-ნაკლებად დაიწყო. ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად, ირაკლი ჩხაიძეს დადებითი მოლოდინები აქვს. კომპანიაში ახალი ფორმატის დანერგვას ცდილობენ, სადაც მხოლოდ მაღაზია იქნება. ჩხაიძე ფიქრობს, რომ ქართულ ღვინოს კარგი პოტენციალი აქვს და შესაძლებელია ის საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდეს, თუმცა ამისთვის, მისი განმარტებით, მუშაობაა საჭირო. „კომერსანტის“ კითხვაზე, რა არის დღეს ღვინის სექტორის მთავარი გამოწვევა, „8000 მოსავლის“ თანადამფუძნებლის პასუხი შემდეგია:

 

„სტუდენტები, რომლებიც მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტს ამთავრებენ, უმეტესობას მეღვინეობა უნდა, მევენახეობაზე ნაკლებად ფიქრობენ. რეალურად, კი ყველაფერი ვენახიდან იწყება. ყურძენი თუ არ არის კარგი, ხარისხიან ღვინოს ვერ მიიღებ. ჩვენ თუ ვენახებს მივაქცევთ ყურადღებას, ხარისხი მნიშველოვნად აიწევს“, - განაცხადა ირაკლი ჩხაიძემ.

 

დღეს 8000 მოსავალში 320 მევენახის 900-ზე მეტი დასახელების ღვინო იყიდება, და თუ თქვენ საღმოს კარგი ღვინის დალევა გინდათ, ადგილს წინასწარ დაჯავშნა არ დაგვაიწყდეთ. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ღვინის ექსპორტმა მაქსიმუმს - $223 მლნ-ს 2019 წელს მიაღწია, 2020 წელს კი 6%-ით – $210 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა მისი წილი ჯამურ ექსპორტში 0.4%-ით 6.3%-მდე გაიზარდა.

 

 

2001-2020 წლებში საქართველომ ჯამში $1.856 მლრდ-ის ღვინო გაყიდა, რაც საფრანგეთის წლიური ექსპორტის 17%-ზე ნაკლებია. საქართველოს წილი ღვინის გლობალურ ბაზარზე 0.6%-ს შეადგენს, ცოტაა მაგრამ ჯამური ექსპორტის წილს 3-ჯერ აღემატება.

 


2019 წელს შეერთებულმა შტატებმა $6.5 მლრდ-ის ღვინის იმპორტი განახორციელა, 5.4-ჯერ მეტი, ვიდრე რუსეთმა, ბრიტანეთმა 3.7-ჯერ მეტი - $4.4 მლრდ, გერმანიამ $2.9 მლრდ, ხოლო ჩინეთმა რუსეთთან შედარებით ზუსტად 2-ჯერ მეტი - $2.4 მლრდ. შესაძლებლობის უდიდეს ნაწილს საქართველო ჯერ კიდევ ვერ იყენებს.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up