“თუ გვინდა ე.წ. საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, სიცოცხლის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს”

“თუ გვინდა ე.წ. საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, სიცოცხლის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს”

access_time2021-11-24 15:35:02

“თუ გვინდა ე.წ. საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, სიცოცხლის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს”, – ამის შესახებ ფინანსისტი ირაკლი ერაძე სოციალურ ქსელში წერს.



“ბანკები და ფინანსები” ერაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:



“რომ ვიცოდეთ, საბანკო სესხის პროცენტული განაკვეთი სხვა არაფერია თუ არა რისკების შეფასების შედეგად მიღებული კონკრეტული რიცხვი (ან ციფრი, I wish…). ბანკის მიერ მოგების მარჟის განსაზღვრაც სრულად ამ რისკების შეფასებაზეა დამოკიდებული ფაქტობრივად.



ერთ-ერთი რისკი მსესხებლის ასაკია, რაც მეტად მოხუცები ვართ უფრო მეტი შანსია გარდაცვალების. ამ რისკს ბანკთან სადაზღვევო კომპანიები აზღვევენ და მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში ისინი არიან ვალდებულნი ბანკს სესხის დარჩენილი ნაწილი აუნაზღაურონ. ანუ ბანკი სესხის გაცემისას სიცოცხლის რისკის ასახვას საპროცენტო განაკვეთში აღარ ახდენს და მსესხებლისთვის ეს შედარებით იაფ განაკვეთს ნიშნავს.


რა ხდება პენსიონერების შემთხვევაში? 65 წელს გადაცილებული ადამიანების სიცოცხლის რისკის დაზღვევას სადაზღვევო კომპანიები არ ახორციელებენ. იმიტომ კი არა რომ ცუდები არიან, არა, უბრალოდ ამ ასაკობრივი ჯგუფის მსგავსი სადაზღვევო პაკეტი იმდენად ძვირი ღირს (რისკი დიდია გარდაცვალების და ამიტომ) რომ ყველანაირ აზრსმოკლებულია თავად მსესხებლისთვის ფინანსურად. შესაბამისად სესხის გამცემი ბანკი უბრალოდ იძულებულია რომ დაუზღვეველი რისკი მის საპროცენტო განაკვეთში ასახოს, რაც საპროცენტო განაკვეთს ზრდის და შესაბამისად პენსიონერებისთვის არაუზრუნველყოფილი და დაუზღვეველი სესხი 30.6%-ია. ესაა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ასეთი განაკვეთის და არა ის რასაც პოპულისტი პოლიტიკოსები გვაჯერებენ, რომ ბანკები არაადამიანები არიან და ამიტომ არ აქვთ “ადამიანური პროცენტი” სესხებზე…


არ ვიცი რამდენად ესადაგება ის იდეა ჩემს მემარჯვენე შეხედულებებს მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ამ კომპონენტის მოგვარებას სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს კიდევ შესაძლებელია რამდენიმე პროცენტული პუნქტით განაკვეთის ბუნებრივად შემცირება. რეალურად ეს ხომ პენსია არაა, ის სოციალური დახმარებაა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა მათი უზრუნველყოფა. რატომ იქნება ცუდი, ან არამემარჯვენე იდეა თუ ვიტყვი რომ სახელმწიფო პენსიის მიმღები მოქალაქეების სიცოცხლის დაზღვევა სახელმწიფომ მოახდინოს?”, – წერს ერაძე.


bfm.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up