„ამ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესი შენარჩუნდება“-ფიტნეს დარბაზები  რეგულაციების მოლოდინში

„ამ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესი შენარჩუნდება“-ფიტნეს დარბაზები რეგულაციების მოლოდინში

access_time2020-06-24 10:50:22

„სამწუხაროა ის, რომ  ასე გაჭიანურდა პროცესები - რესტორნებთან და სასტუმროებთან ერთად მოიაზრებოდა ფიტნეს-ცენტრების გახსნაც, მაგრამ მოხდა ისე, რომ კარგა ხნის წინ ამუშავდა რესტორნებიც და სასტუმროებიც, ხოლო ფიტნესები  -  არა. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რომ რადგან შედარებით პატარა სფეროა, მაგიტომაც არ მიაქციეს დიდი ყურადღება, ალბათ ეს სფეროს სპეციფიკურობიდან გამომდინარეა. ამასთან, თუ გავიხსნებით, ისე უნდა გავიხსნათ, რომ ამას აზრი ჰქონდეს და შევძლოთ მინიმუმ ბიზნესის შენახვა, მოგებაზე საუბარი ზედმეტია,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ფიტნეს ცენტრ Snap Fitness-ის ქსელის დირექტორმა  სოფო სოლოღაშვილმა განუცხადა.


როგორც ცნობილია, ფიტნეს-ცენტრებისთვის რეგულაციების შემუშავების პროცესი დასკვნით ეტაპს უახლოვდება და რამდენიმე დღეში დაზუსტებით გახდება ცნობილი, თუ რა პრინციპით იმუშავებენ სავარჯიშო დარბაზები. მთავრობის კანცელარიაში ეპიდემიოლოგების, მთავრობის წარმომადგენლებისა და ფიტნეს სფეროს წარმომადგენლების რამდენიმე სამუშაო შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა ის ძირითადი მონახაზი, თუ რა დირექტივების დაცვა მოუწევთ დარბაზებსა და მათ მომხმარებლებს. მაგ. როგორებიცაა 8 კვ.მ-ზე ერთი ადამიანის დაშვება, ჯგუფური ვარჯიშები მხოლოდ 10-კაციანი შემადგენლობით, ბუნებრივი სავინტილაციო სისტემის აუცლებლობა, დისტანცია ტრენაჟორებს შორის და ა.შ.  


როგორც Snap Fitness-ში განმარტავენ, რამდენიმე პუნქტი, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულზე ბევრად მკაცრ პირობებს უქმნის დარბაზებს - საზღვარგარეთ მაქსიმუმ 6 კვ.მ.-ზე შეიძლება ერთი ადამიანის დაშვება, სავენტილაციო სისტემის შეზღუდვა კი  ბევრ მცირე დარბაზს მთავარ პრობლემად შეიძლება ექცეს.


„გახსნის თარიღზე საუბარი არ ყოფილა, ველოდებით სახეშეცვლილ რეგულაციებს და დამტკიცების მერე არაფერი დარჩება თუ არა გახსნა.რეგულაციებში არის საკითხები, რაც კარგად გასავლელია. მაგალითად, ვენტილაციის სისტემა, რომელიც  ძალიან ბევრი ფიტნეს-დარბაზისთვის პრობლემა გახდება.  დიდ ქსელებს საერთაშორისო სტანდარტების ვენტილაციის სისტემა გვაქვს, რომელსაც 10 წუთში ერთხელ შემოაქვს გარედან ჟანგბადი და ნაკლებად ცირკულირებს ჰაერი სავარჯიშო სივრცეში, თუმცა პატარა დარბაზებისთვის ეს პრობლმა იქნება.  


ასევე საუბარი იყო, რომ 8 კვადრატულ მეტრზე უნდა მოხდეს ერთი ადამიანის განთავსება, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკაში მაქსიმუმი არის 6 კვ.მ., 8 ძალიან ბევრია და ეს საკითხი გასავლელია,  რაზეც აზრი დავაფიქსირეთ სამუშაო შეხვედრაზე კანცელარიაში.



ასევე, ფიტნეს დარბაზებში მუშაობს ბარი, სადაც იყიდება წყალი, პროტეინები და ა.შ. ამაზეც პრობლემაა, რომ ბართან არ მოხდეს ხალხის მოგროვება.  ამ სიტუაციაში, როცა ხალხი რესურსების ოპტიმიზაციას ცდილობს, გამოდის რომ ჩვენ მიმტანი უნდა დავამატოთ, რომელიც ტრენაჟორებს შორის ივლის და მოძებნის კლიენტს. ბევრი კომიკური სიტუაციაა ფიტნეს დარბაზების მუშაობის სპეციფიკაში, რომელსაც ვერ ვხვდებით, როგორ დაარეგულირებენ,“ - განმარტავს Snap Fitness-ის ქსელის დირექტორი სოფო სოლოღაშვილი.


საბოლოოდ რეგულაციების გასაჯაროვებამდე უკვე დაზუსტებულია, რომ დარბაზში პირბადის გარეშე ვარჯიში დაშვებულია, ტრენაჟორებს შორის დაშორება   აუცილებელი, ხოლო საშხაპეები და გასახდელები -ხელმისაწვდომი. ოქტოპუს ფიტნეს კლუბის დირექტორი გიორგი ასათიანი გამარტავს, რომ სამუშაო შეხვედრაზე გამოკვეთილი საკითხები, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ივნისის ბოლოს საბოლოო სახით გახდება ცნობილი.  


„ჩვენ გვქონდა შეხვედრა  ბიზნესომბუდსმენთან და შრომითი  ინსპექციის ხელმძღვანელთან კანცელარიაში, სადაც გავაჟღერეთ შეხედულებების ჩვენი ნაწილი. სტანდარტული რეგულაცია, რაზეც შეთანხმებულები ვართ, ეს არის ის, რომ ვარჯიშის დროს სავარჯიშო ზონაში მოხდება პირბადის მოხსნა, მანამდე კი დაცულია როგორც თერმოსკრინინგის, ასევე დეზობარიერის გავლის პროცედურები. ანალოგიურად, საშხაპეები და გასახდელები იქნება ხელმისაწვდომი, უბრალოდ,  კარადების რაღაც ნაწილი იქნება დალუქული. შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ ტრენაჟორებს შორის აუცილებელია დაშორება. 


გახსნის თარიღი ამ რეგულაციების საკითხზეა მიბმული - როგორც კი ეს პროტოკოლი დადგინდება, შემდეგ მოხდება კონკრეტულად სხვადასხვა ფიტნეს-კლუბების მიერ შრომითი ინპექტორის  გამოძახება, რომელიც  შეამოწმებს, რამდენად აკმაყოფილებს სავარჯიშო დარბაზი ამა თუ იმ დადგენილ წესს,“- განმარტავს გიორგი ასათიანი.


როგორც „ოქტოპუსში“ განმარტავენ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა, გაუმკლავდება თუ არა გაზრდილ მოთხოვნას დარბაზები არსებული რეგულაციის პირობებში? გიორგი ასათიანი განმარტავს, რომ რეგულაციის ზომიერება და ამასთან უსაფრთხოება სფეროს ამუშავების მთავარი პრინციპი უნდა იყოს.


„მოთხოვნა იმაზე დიდია,  ვიდრე წარმომედგინა. ყოველდღიურად მოდის ასობით შეტყობინება გახსნის თარიღთან დაკავშირებით. გაზრდილია დაინტერესება იმ ადამიანებისგან, ვისაც ცხოვრებაში არ უვარჯიშია და ამ კარანტინის პერიოდში გადაწყვიტეს, რომ ჯანსაღი ცხოვრება პრიორიტეტულია. მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად  შესრულდეს ყველა რეგულაცია,  ეს სტანდარტები  მომხმარებლისთვის იყოს კომფორტული ვარჯიშის საშუალება.  არ უნდა გვქონდეს ისეთი შეზღუდვები, რომელიც ვარჯიშის პროცესს და მომხმარებლის ჯანმრთელობას პრობლემებს შეუქმნის.  ამასთან, გრანტირებული უნდა იყოს ყველა, რომ ფიტნეს-ცენტრი  ერთ-ერთი ყველაზე დაცული სივრცეა,“-განმარტავს გიორგი ასათიანი.


რეგულაციების საბოლოო ვარიანტი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up