„თუ გადასახადების ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროება გაუქმდება, საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე ბევრი ინვესტორი იტყვის უარს"

„თუ გადასახადების ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროება გაუქმდება, საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე ბევრი ინვესტორი იტყვის უარს"

access_time2017-01-31 17:00:04

კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის შესაძლო ამოღებას, რის მიხედვითაც გადასახადების განაკვეთის ზედა ზღვრის ზრდისთვის და ახალი ტიპის გადასახადების შემოღებისათვის რეფერენდუმის ჩატარება არის საჭირო, დარგის სპეციალისტები „უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ". მათი განცხადებით, თუ ეს მოხდება ქვეყანაში ინვესტიციებს არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი ბიზნესმენებიც აღარ განახორციელებენ.

 

 

გადასახადის გადამხდელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციიდან ამოიღებენ ჩანაწერს, რომელიც გადასახადების ზედა ზღვრის ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროებას ითვალისწინებს, ეს ბიზნესზე საგადასახადო წნეხს გაზრდის. მისი თქმით, ეს გამოიწვევს იმას,რომ მთავრობა გაზრდის გადასახადებს და გადასახადების გაზრდა გავრცელდება უკვე საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებზე, რაც დღევანდელი კონსტიტუციით შეზღუდულია.

 

„მთავრობამ, იმის მაგივრად,რომ იფიქროს ხარჯების შემცირებაზე, მეტ აქცენტს გააკეთებს შემოსავლების გაზრდაზე, რაც ძალიან არასწორი იქნება. ეს სტაბილურობის განცდას შეარყევს და ინვესტორებს შესაძლოა, კიდევ ერთი კითხვა გაუჩინოს - ჩადოს თუ არა ფული ამ ქვეყანაში", - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

მისივე განცხადებით, ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში ერთი მხრივ კარგია, რადგან მთავრობას ზღუდავს ხარჯების გაზრდაში, მაგრამ მეორე მხრივ, უცხოელი ინვესტორებისთვის არის გარკვეული გარანტია, რომ ნებისმიერი მთავრობის პირობებში გადასახადები არ გაიზრდება, ისე რომ მათი ინვესტიციები წამგებიანი გახდეს. „ამიტომ ასეთი ტიპის ჩანაწერი ჩვენ ტიპის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ ინვესტორებს ვერ ვაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას. ეს კი არის გარანტია მათი ბიზნესისთვის. ამიტომ ამ ჩანაწერით საქართველო მისაბაძი მაგალითი შეიძლება გახდეს. მსგავსი მუხლი შვეიცარიაშიც მოქმედებს და რატომ უნდა გავაუქმოთ ჩვენ, არ მესმის.


 

ამიტომ ეს ჩანაწერი არის მართლაც უნიკალური. მე ვიყავი მსოფლიოს გადამხდელთა ფორუმზე, სადაც საქართველო ამ კუთხით გამორჩეული იყო და ყველა აღნიშნავდა, თუ რამდენად თამამი ნაბიჯი გადადგა საქართველომ. ფაქტობრივად, სახელმწიფომ შეიზღუდა საკუთარი თავი ამ მიმართულებით და ძალაუფლება გადასცა ხალხს. ამის შეცვლა იქნება დაბრუნება წარსულში", - განუცხადა „კომერსანტს" მიქაუტაძემ.

 


ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგეიშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღება პირდაპირი ხელის შეშლა იქნება, როგორც ბიზნესისათვის, ასევე ეკონომიკური აქტიურობისთვის.
„მიჩნეული იყო ის, რომ ინვესტორებს სრული საინვესტიციო-საკანონმდებლო, თავისუფალი ბაზა და საინვესტიციო გარემო ჰქონდათ საქართველოში, ვგულისხმობ, როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ინვესტორს. ბიზნესმენებს ჰქონდათ გარანტია იმისა, რომ ბიზნესის წარმოების შემთხვევაში არაფერი შეიცვლებოდა. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ღერძია.

 

კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღება პირდაპირი ხელის შეშლა იქნება ბიზნესისათვის და მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის. შემდგომი საფრთეხეები პირდაპირ გადასახადის გადამხდელს და ბიზნესს შეეხება. ეს მუხლი ინვესტორისთვის გარანტია და დაცვაა. თუ გადასახადების ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროება გაუქმდება, საქართველოში ბიზნესის დაწყებაზე ბევრი ინვესტორი უარს იტყვის", - აცხადებს ბიზნეს სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი.

 

დღეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ კონსტიტუციაში არსებული ის ჩანაწერი, რომელიც გადასახადების ზედა ზღვრის ზრდაზე რეფერენდუმის საჭიროებას გულისხმობს, უნდა გაუქმდეს. მისი განცხადებით, ის არსებითაც ზღუდავს პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებას, განსაზღვროს ქვეყნის განვითარება და ინსტიტუციურ დემოკრატიას აზიანებს.

 


ავტორი: "კომერსანტი"



ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...

რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო

რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო
access_time2021-07-27 12:00:43
უსახელოური - ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა, მისი 1 ბოთლის (0,7 ლ.) საწყისი ფასი ადგილობრივ ბაზარზე 750 ლარია,  მაგრამ „უსახელოურის“  საექსპორტო ფასი გაცილებით მაღალია.  როგორც ,,კომერსანტთან“  მეწარმე თამაზ ომანაძე ამბობს, ყველაზე ძვირად, 3000 ლარად,  ქართულ ბაზარზე 2012 წელს  ჩამოსხმული ,,უსახელოური“ გაიყიდა.   სულ რამდენიმე  მაღაზიაა თბილისში, სადაც ეს ღვინო იყიდება და მისი მყიდველების ვინაობას, ხშირ შემთხვევაში, არ...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა
access_time2021-07-26 18:00:22
26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.72 თეთრით 3.0828-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს ლარი 3.0887-იანი კურსით ივაჭრებოდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა. კერძოდ: ევროსთან 1.10 თეთრით 3.6371-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.70 თეთრით 4.2521-მდე, თურქულ ლირასთან 0.21 თეთრით 0.3602-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.10 თეთრით 1.8107-მდე, 100 რუსულ რუბლთან 5.17 თეთრით 4.1621-მდე, 1000 სომხურ...


მსგავსი სიახლეები

up