რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს არაფერი აქვს საერთო ევროპის ენერგეტიკულ კრიზისთან. მისი თქმით, თუ ევროკავშირს მეტი გაზი სურს, უნდა მოხსნას სანქციები, რომელიც ხელს უშლის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გახსნას.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებთან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი უზბეკეთში განაცხადა.
„დასკვნა ისაა, რომ თუ თქვენ გაქვთ სურვილი, თუ ასეთი მძიმეა ეს თქვენთვის, მოხსენით სანქციები „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე, რაც არის 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ყოველწლიურად. უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი წავა“,- განაცხადა პუტინმა.
წყარო: interpressnews.ge