„თუ ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან იმპორტის აკრძალვა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ჩვენთან ფასები გაძვირდეს“

„თუ ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან იმპორტის აკრძალვა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ჩვენთან ფასები გაძვირდეს“

access_time2020-04-14 16:00:43

COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრი ქვეყნებიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) სასურსათო პროდუქტის ექსპორტირება აიკრძალა. აკრძალულ პროდუქციას შორისაა მზა საკვები პროდუქტები წიწიბური, ჭვავი, უხეშად დაფქული ბურღული  და მარცვლეულის გრანულები, ბრინჯი, სოიო, მზესუმზირის მარცვლები, ხახვი და ნიორი.


2019 წლის განმავლობაში საქსტატის მონაცემების მიხედვით, წიწიბურის მთლიანი იმპორტის 68%, მზესუმზირის თესლის მთლიანი იმპორტის 83%, ხოლო ბურღულის - 81% სწორედ ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან ხორციელდება. დანარჩენი პროდუქციის შემოტანა აღნიშნული ქვეყნებიდან შედარებით მცირე რაოდენობით ხდება და მთლიანი იმპორტის 20%-ს არ აჭარბებს.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ 2 კვირით ადრე იცოდნენ და საქართველოს მთავრობა ამას მომზადებული შეხვდა. მათივე ინფორმაციით, არსებობს სხვა ქვეყნებიც, რომელთანაც მთავრობას აქვს მოლაპარაკებები, როგორც წიწიბურას ასე სხვა პროდუქტების ქვეყანაში შემოტანაზე.



გაეროს FAO-ს მიერ გაკეთებული სტატისტიკის მიხედვით, ეს სასაქონლო პროდუქტები ფორსმაჟრულ სიტუაციაში მეტად აქტუალური ხდება. როგორ აისახება ევრაზიული კავშირის ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვები საქართველოზე და შესაბამისად პროდუქციის ფასზე, ამასთან დაკავშირებით „კომერსანტი“„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ევრაზიული კავშირის ქვეყნების გარკვეული აკრძალვები კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფზე გრძელვადიან პერიოდში პირდაპირ გავლენას იქონიებს როგორც - საქართველოში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში.


„წიწიბურა ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან შემოდის, მაგრამ მაგალითად ბრინჯის დიდი ნაწილი ინდოეთიდან და პაკისტანიდან შემოგვაქვს, შესაბამისად ამ მიმართულებით პრობლემა ნაკლებად შეგვექმნება. ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აკრძალვა. თუ ევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან იმპორტის აკრძალვა დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, შესაძლოა ჩვენთან ფასების გაძვირება მოხდეს ან თუ არ გაძვირდება და მთავრობა ფასს ხელოვნურად დაიჭერს, ესეც ჩვენთვის საბოლოოდ დამატებითი ტვირთია, რადგან კარგად ვიცით, რომ ხელოვნურად გაჩერებული ფასი, რაღაცით უნდა დაიფაროს და ეს საბოლოოდ მაინც ჩვენი გადასახდელია. აქედან გამომდინარე, მთავრობამ  დროულად უნდა იზრუნოს გარკვეული ალტერნატიული გზების და ქვეყნების მოძიებაზე, თუმცა ფასის ზრდა შესაძლოა ამ შემთხვევაშიც გარდაუვალი იყოს“, - განმარტავს სოსო ბერიკაშვილი.


აღსანიშნავია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება „ევრაზიის ეკონომიკურმა კომისიამ“ მიიღო და ის ძალაში 12 აპრილს შევიდა, ექსპორტის აკრძალვა კი ამ ეტაპზე 30 ივნისამდე იმოქმედებს.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up