„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი“

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების ტრენდი“

access_time2019-10-19 10:00:32

„თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას  გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი აქვს, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი ჩვენი ფინანსური სექტორის, რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ,“ - განაცხადა  რადიო კომერსანტზე გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა.

„ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა უყურებს დოლარს. არის ხოლმე, როცა დოლართან კურსი უფასურდება, მაგრამ ნომინალური შეწონილი კურსი მყარდება. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაც არ არის ერთჯერადი. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი ნაბიჯი, არამედ ის თუ რას აპირებ მომავალში.

ჩვენ თუ გვექნება მაღალი ინფლაცია, მაშინ მომავალში აუცილებლად დადგება შედეგად კურსის მაღალი გაუფასურება. ინფლაცია ზომიერი უნდა იყოს და სტაბილური გრძელვადიან პერსპექტივაში. ზომიერი ინფლაციის დროს ჩვენი შემოსავლები უნდა იზრდებოდეს და უმუშევრობა არ უნდა იყოს მაღალი. ჩვენ თუ გვექნება ფიქსირებული კურსი, მაშინ უარი უნდა ვთქვათ შემოსავლებზე.

ბოლო 10 წელია ლარს აქვს გამყარების ტრენდი, თუმცა დოლართან მიმართებაში ლარი 2014 წლიდან გაუფასურებულია. ამას თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის ისიც, რომ დოლარი გამყარებულია. მეორე მხრივ, ჩვენ იმ რეგიონში ვართ, სადაც არსებული პრობლემები ჩვენზე აისახება. 2013 წელს ქართული ლარი და ლირა ერთ დონეზე იყო დოლართან. ეს ყოველივე გავლენას ახდენს ვალუტაზე. თუმცა, თუ ეკონომიკური შინაარსით შევხედავთ ლარის კურსს, მას აქვს გრძელვადიანად გამყარების  ტრენდი, მაგრამ დოლართან არის გაუფასურებული. ეს კი ნიშნავს იმას,რომ ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის დოლარიზაცია არის პრობლემა. დოლარიზაცია არის სენი შვენი ფინანსური სექტორის,რომლიდანაც ნელ-ნელა გამოვდივართ, - ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.


 „კომერსანტი“


თეგები:
ლარი



ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“

ივანე მაჭავარიანი: „წელს, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“
access_time2020-02-26 15:55:01
„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ დამაჯერებელ ნაბიჯებს გადავდგამთ დღგ-ის რეფორმის კუთხით. თქვენ იცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი დაბრუნება გვაქვს, დაახლოებით, 500-600 მილიონი ლარი. წელს, ჩვენ 800 მლნ ლარიდან 1...

საბანკო რეგულაციების შერბილება 1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს

საბანკო რეგულაციების შერბილება  1 მარტიდან შესაძლოა ვერ მოხერხდეს
access_time2020-02-26 16:30:38
2020 წლის 1 მარტიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში დაგეგმილი ცვლილებები, შესაძლოა ვერ ამოქმედდეს. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა. „შერბილებული საბანკო რეგულაციები 1 მარტიდან, შესაძლოა, ვერ ამოქმედდეს, რადგან კომერციულ ბანკებს გარკვეული პერიოდი სჭირდება რომ ცვლილებების...

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა

კომპანიები, რომელთაც 2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება გადაუვადდა
access_time2020-02-26 15:30:18
2019 წელს საპრივატიზებო ვალდებულება 12 კომპანიას გადაუვადდა. „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ჯამში, 63 584 136 ლარის სანივესტიციო ვალდებულება გადავადდა.დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის საპრივატიზაციო ვალდებულება შპს „იტონგკავკასუსს“ აქვს. მას საწარმოს შექმნა, წარმოების დაწყება და ინვესტიციის განხორციელება ევალება. საუბარია, ჯამში, 30 000 000 ლარის ინვესტიციაზე. რაც შეეხება სხვა...

HUB Georgia გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“

HUB Georgia  გიორგი გახარიას პასუხობს-„სატრანსპორტო მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში კატასტროფული სტაგნაცია გვაქვს“
access_time2020-02-26 14:30:44
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა, რომ „დღეს საქართველო სატრანზიტო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, რომლის ძირითადი მისწრაფება პოლიტიკური თვალსაზრისით არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეკონომიკური თვალსაზრისით - ღია, კონკურენტული ბაზარი“. გიორგი გახარიას HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე  „კომერსანტთან“ პასუხობს. „პრემიერი სატრანზიტო პოტენციალის...

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება

2022 წელს ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება
access_time2020-02-26 13:30:55
2019 წლის ბოლოს „Marriott International“–სა და საქართველოს კერძო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა,რომლის თანახმადაც,2022 წელს ქალაქ ბაკურიანში სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება. პროექტის ინვესტორი კომპანია „საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლი“-ა, ხოლო სასტუმროს დეველოპმენტს ჯგუფის შვილობილი კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up