თუ დროულად არ შემოიღებენ შესაბამის საბირჟო პრინციპებს, ერთ დღეს შეიძლება სავალუტო კატასტროფა მივიღოთ - ფინანსისტი

თუ დროულად არ შემოიღებენ შესაბამის საბირჟო პრინციპებს, ერთ დღეს შეიძლება სავალუტო კატასტროფა მივიღოთ - ფინანსისტი

access_time2021-11-01 14:00:15

საქართველოში ფულის საბაზრო ღირებულების დადგენა უკვე წლებია ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ხდება. ეროვნული ბანკი თვლის, რომ ამ პლატფორმაში გადატანით პროცესი უფრო პროგრესული და გამჭვირვალე გახდა, რადგან სწორედ ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. თუმცა ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ბლუმბერგის სისტემა ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის არამართებულია.



თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და ფინანსისტმა ვახტანგ ხომიზურაშვილმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ როდესაც ჩვენ ვეხებით საერთაშორისო პრაქტიკას, არ შეიძლება განვითარებული ბაზრების საფინანსო მოდელის პირდაპირ გადმოღება.



„საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც კაპიტალის ბაზრები განვითარებულია, არის მილიარდობით ბრუნვა, ტრანზაქციები და უამრავი მონაწილე. საქართველოში არის შეზღუდული მონაწილეების რაოდენობა და ძალიან მცირე სავალუტო ტრანზაქციები. ბანკების აქტივების 70% ორ ბანკს შორის არის განაწილებული და ნებისმიერ ბანკს შეუძლია გავლენა მოახდინოს სავალუტო კურსზე, ასევე არ კონტროლდება გარიგების შემდგომი ტრანზაქციები. აქ საქმე ტექნოლოგიებში არ არის, არამედ პრინციპებშია, ეს ბლუმბერგი იქნება თუ როიტერსი, არ აქვს მნიშვნელობა, თავის დროზე ეროვნულმა ბანკმა საბირჟო პრინციპების გამოყენებაზე თქვა უარი. მაგალითად, ადრე სავალუტო ბირჟაზე ბანკები ასრულებდნენ ფინანსური აგენტების, ანუ დილერების როლს. ეს ნიშნავდა იმას, რომ ყველამ იცოდა რა პრინციპით ყალიბდება ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე სავალუტო კურსი. ამიტომ მაქსიმალური მოთხოვნა-მიწოდების კონცენტრაციის პირობებში ხდებოდა კურსის დაფიქსირება, ამიტომ აბსოლუტურად ყველა კლიენტმა იცოდა, რა იყო საბირჟო კურსი. ამ შემთხვევაში ბანკების კლიენტურა დავალებებს აძლევდნენ კომერციულ ბანკებს, რომ შეეძინათ საბირჟო კურსით, იმიტომ რომ ყველაზე ობიექტური კურსი ბირჟაზე ყალიბდებოდა და ბანკები ასრულებდნენ ამას. დღესდღეობით არცერთმა კლიენტმა არ იცის, ბანკმა რა კურსით დადო გარიგება“, ¬ ამბობს ვახტანგ ხომიზურაშვილი.




მისივე თქმით, „დღესდღეობით აბსოლუტურად ქაოტურია სავალუტო კურსი, ეროვნული ბანკი რაც არ უნდა ინტერვენციებს ახორციელებდეს, არ არის ეფექტიანი, ეს არის პირდაპირი გაგებით რეზერვების არაეფექტიანად გახარჯვა. თუ დროულად არ იქნება შემოღებული ზუსტად ის საბირჟო პრინციპები, რომელიც უზრუნველჰყოფს სამართლიანი და საბაზრო კურსის ჩამოყალიბებას, ერთ დღეს შეიძლება სავალუტო ბაზარზე კატასტროფა მივიღოთ. ასევე უნდა ვთქვათ, რომ ლარის ასეთი გადამეტებული გაუფასურება დამსახურებაა იმ გაუმჭვირვალე პრინციპების, რა პრინციპებითაც ფორმირდება სავალუტო კურსი. გაუმჭვირვალობაში ვგულისხმობ იმას, რომ თვითონ ბიზნეს წრეები, ბიზნეს სუბიექტები, მოსახლეობა არ არის გათვითცნობიერებული, თუ რა პროცესები მიმდინარეობს“, -აცხადებს ხომიზურაშვილი.



აღსანიშნავია, რომ ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემის Bmatch პლატფორმაზე ხდება მის მონაწილებს შორის უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვაზე გარიგებების დადება. Bmatch პლატფორმაზე მონაწილეობის უფლება აქვთ ბლუმბერგის სისტემით მოსარგებლე ადგილობრივ კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე ეროვნული ბანკის თანხმობით სხვა ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up