„თუ ჯანსაღი ეკონომიკა გვინდა, გზავნილები არ უნდა აჭარბებდეს ინვესტიციებს“

„თუ ჯანსაღი ეკონომიკა გვინდა, გზავნილები არ უნდა აჭარბებდეს ინვესტიციებს“

access_time2021-01-18 23:00:00

საქართველოში ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოცულობას უკვე ზედიზედ მესამე წელიწადია აჭარბებს. შესაბამისად, 2018 წლიდან მოყოლებული უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება ქვეყანაში უფრო სტაბილური პროცესია, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა.



უფრო კონკრეტულად, 2018 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,306 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც ფულადი გზავნილები 1,579 მლრდ დოლარი იყო. 2019 წელს კი ფულადი გზავნილების მოცულობამ ინვესტიციებს 423 მლნ დოლარით გადააჭარბა. იმ წელს ქვეყანაში განხორციელდა 1,310 მლრდ დოლარის პირდაპირი უხოური ინვესტიცია, ფულადი გზავნილების სახით კი 1,733 მლრდ დოლარი გადმოირიცხა.



რაც შეეხება 2020 წელს, შარშან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნა და 1,885 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა იმის გამო, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საბოლოო მაჩვენებელი გამოქვეყნებული არ არის და ცნობილია მხოლოდ 2020 წლის 3 კვარტლის მონაცემი, მას გზავნილების 9-თვიან მაჩვენებელს შევადარებთ.



საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის 3 კვარტალში საქართველოში განხორციელდა 718,9 მლნ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 9 თვის ფულადი გზავნილების მოცულობამ კი 1,334 მლრდ დოლარი შეადგინა. გამოდის, რომ მხოლოდ 9 თვეში გზავნილებმა ინვესტიციებს 615 მლნ დოლარით გადააჭარბა. ადვილი საპროგნოზოა, რომ მეოთხე კვარტალში განხორციელებული ინვესტიციები არ იქნება იმ მოცულობის, რომ მან გზავნილებს გადააჭარბოს. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ 2020 წელს გზავნილებისა და ინვესტიციების შორის სხვაობამ ყველა დროის რეკორდი მოხსნას.




„თუ ჯანსაღი ეკონომიკა გვინდა, გზავნილები არ უნდა აჭარბებდეს ინვესტიციებს“, - ასე აფასებს 3 წლიან ტენდენციას „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი რამაზ გერლიანი. როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, როდესაც ქვეყანას სამუშაო ძალა აკლდება, ცუდია, თუმცა, უცხოური ვალუტის შემოდინება ფულადი გზავნილების სახით - კარგი. ამასთან, ქვეყანაში ინვესტიციების კლება, ცალსახად უაყოფითი მოვლენაა.



„პირველი, რის გამოც ეს ბალანსი დაირღვა, არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიები კლების ტენდენციით ხასიათდება, ამის პარალელირად კი, იზრდება ქვეყნიდან გასულთა რაოდენობა. სამწუხაროდ, ისინი ძრითადად მიდიან სამუშაოდ, მათ აქ ჰყავთ ოჯახები, ახლო ნათესავები, შესაბამისად, ეს რეალურად ამ ტიპის გზავნილებია. ის, რომ მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ და ჩვენთან სამუშაო ძალის პოტენციალი იკლებს, ცალსახად ძალიან ცუდია, თუმცა, გზავნილების მოცულობის ზრდა, კარგია. იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი წყარო, რითაც უცხოური ვალუტა შეიძლება შემოვიდეს. ამასთან, ძალიან ცუდია, როდესაც ინვესტიციების კლების ტრენდი ნარჩუნდება და ლოგიკურია, რომ თუ ჯანსაღი ეკონომიკა გვინდა, გზავნილები არ უნდა აჭარბებდეს ინვესტიციებს. ნორმალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ინვესტიციების მოცულობა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ამ ტიპის გზავნილები.



შესაბამისად, ეს ფაქტორი შეიძლება შევაფასოთ, როგორც უარყოფითი მდგომარეობა ეკონომიკისთვის. რაც ყველაზე სამწუხაროა, თუ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო მკვეთრად არ შეიცვალა და შესაბამისი პოლიტიკა არ განხორციელდა, ეს ტენდენცია ისევ გაგრძელდება. მიუხედავად პანდემიისა, ემიგრაციაში მყოფიადამიანების რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ შემცირდება. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტიპის გზავნილების მოცულობა ისევ გაიზრდება და თუ ინვესტიციები არ გაიზარდა, ეს ბალანსი იქნება დარღვეული“,- ამბობს რამაზ გერლიანი.




BPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up