„თუ ჯანდაცვის სამინისტროს შემდგომშიც ვერ გადავარწმუნებთ, სხვა გზა აღარ გვაქვს დაველოდებით სამინისტროს გუნდი როდის შეიცვლება“

„თუ ჯანდაცვის სამინისტროს შემდგომშიც ვერ გადავარწმუნებთ, სხვა გზა აღარ გვაქვს დაველოდებით სამინისტროს გუნდი როდის შეიცვლება“

access_time2020-03-20 15:00:13

24 დღე გავიდა მას შემდეგ რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. მას შემდეგ მთელი ქვეყანა ვირუსთან ბრძოლაში ჩაება. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი საზრუნავი ახლა სწორედ ეს პრობლემაა. დღეს აღარავის ახსოვს 520-ე დადგენილება, რომელსაც სრულიად ჰოსპიტალური სექტორი აპროტესტებდა, ყველა ექიმი აცხადებდა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ტარიფები რეალურ დანახარჯებს არ შეესაბამებოდა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ როცა 520-ე დადგენილება ჯანდაცვის სამინისტოში ახსოვდათ, უწყება პრობლემის მოგვარებით არც მაშინ იყო დაკავებული.

 

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ბახუტაშვილი აცხადებს, რომ დღეს სამედიცინო სექტორი გადარჩენისთვის იბრძვის. ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, კარდიოქირურგს 520-ე დადგენილებაზე საუბარი უჭირს. ექიმი ამბობს, რომ კორონავირუსმა ყველაფერში კორექტივა შეიტანა. მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი რეფორმის შედეგს ერთი წლის შემდეგ მიიღებს, როდესაც ყველაფერი დალაგდება, საავადმყოფოების პერსონალი ნელ-ნელა უარს იტყვის სამსახურზე და ახალი კადრები აღარ წამოვა. ქირურგი გვიყვება, რომ დღეს საავადმყოფოში ხალხის ნაკადმა იკლო, ვინც მიდის იმათ დახმარებაზე უარს არ ეუბნება, თუმცა, არ იცის როდემდე შეიძლებს პაციენტების მიღებას რადგან 520-ე დადგენილებამ ექიმებს და მთლიანად სექტორს სერიოზული პრობლემა შეუქმნა.

 

„ყველაფერი არის ისე, როგორც აქამდე იყო, არაფერი შეცვლილა გადაუდებელ ოპერაციებს შეძლებისდაგვარად ვაკეთებთ. ნაკადი ახლა ნაკლებია, ვისაც უჭირს ის მოდის, მათ უარს არ ვეუბნებით და ვეხმარებით. თუმცა ეჭვი მეპარება რომ შემდგომშიც შეიძლება გავაგრძელოთ დახმარება, შეიძლება გეგმიური ოპერაციები საერთოდ შეწყდეს . 520-ე დადგენილების გამო ხელფასებიც გადაიხედა და 20%-ით შემცირდა. თანადაფინანსების ამოქმედებამ მდგომარეობა შეამსუბუქა, თუმცა, აქ არის ერთი საკითხი -მიდგომა არის არასწორი,  თუ არ შეუძლიათ არ იმუშაონო, რა გავაკეთოთ მაშინ? დავუშვათ ექთანს ჰქონდა 100ლარი გაუხდა 500 ლარი რა უნდა გააკეთოს? ხალხს ვალდებულებები აქვს კრედიტები აქვს , პირდაპირ ასე  ხომ ვერ დაანებებენ მუშაობას თავს, სხვა საქმეს ხომ არ დაიწყებენ? მით უმეტეს გამოცდილმა ექთანმა რაზე უნდა იმუშაოს? ექიმზე აღარ მაქვს საუბარი. გაფიცვას ხომ არ დავიწყებთ, ჯერ ერთი წარმოუდგენელია საავადმყოფოს გაფიცვა“,- აცხადებს ზვიად ბახუტაშვილი.

 

საქართველოსა და ევროპაში ცნობილი კარდიოქირურგი, პირველად ნანობს, რომ წლების წინ ქვეყანა არ დატოვა, მიზეზი ხელისუფლების გულგრილი დამოკიდებულებაა. ამბობს, რომ საზღვარგარეთ ექიმები მხოლოდ თავიანთ საქმიანობაზე და თვითგანვითარებაზე ფიქრობენ საქართველოში კი იმის მტკიცება უწევთ, რომ კონკრეტული დადგენილება დარგისთვის დამღუპველია. ზვიად ბახუტაშვილი აცხადებს, რომ 520-ე დადგენილებით ჰოსპიტალურმა სექტორმა განვითარება შეწყვიტა. ექიმი გვიყვება, რომ  გარკვეული გეგმები ჰქონდა, თუმცა ადმინისტრაციასთან ამ საკითხზე ვერ საუბრობს, სცხვენია დამატებით ინვესტიციაზე საუბარი მაშინ, როდესაც საავადმყოფო გადარჩენისთვის იბრძვის.

 

„ამ ერთ წლის განმავლობაში, რომ არ დაადგა ჩვენს ქვეყანას საშველი, ცხოვრებაში პირველად ვინანე ჩემი გადაწყვეტილება. 1997-98 წლებში გერმანიაში ყველაფერი მოგვარებული მქონდა, მაგრამ ქალბატონმა გულიკო ჩაფიძემ მუშაობა შემომთავაზა და იმათ უარი ვუთხარი. ახლა დაწყნარებული მშვიდი ცხოვრება მექნებოდა და ბევრად მეტი წარმატებაც შეიძლება მქონოდა, რადგან იქ მარტო ექიმობაზე ფიქრობ და მეტი არაფერზე. ჩემი ასაკის ხალხისთვის ცოტა ძნელია ახლა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ ქვეყანა დავტოვო, 60 წელთან შორს აღარ ვარ და რთულია ასეთი დიდი რევოლუციის მოხდენა. რაღაც გული დამწყდა იმიტომ, რომ შეიძლებოდა თვითრეალიზაცია მეტი ყოფილიყო, თუმცა, ვთვლი რომ შეიძლება ქვეყნისთვის მეტი საქმე გავაკეთე, მაგრამ დასანანია სახელმწიფოს დამოკიდებულება. ავადსახსენებელი კომუნისტების დროს დარგის წამყვანი სპეციალისტები როდესაც გამოდიოდნენ და ერთად რაღაცას საუბრობდნენ, გამორიცხული იყო რომ იმათ რეაგირება არ გაკეთებინათ. შეიძლება ეს ექიმები დაეჭირათ, მაგრამ რაღაცას მაინც გააკეთებდნენ და პასუხს მაინც გასცემდნენ.  გამოდიხარ სიმართლეს ლაპარაკობ და რჩება ხმა მღაღადებლისა  უდაბნოსა შინა. ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხი არ არის. მაშინ კეთილი ინებონ და გადაგვარწმუნონ, ვიღაცამ შეიწუხოს თავი. რაღაც გეგმები მქონდა გათვლილი, მაგრამ ვერ ხერხდება. იცით, რა ამ სიტუაციაში არც მიმაჩნია მორალურად სწორი მივიდე და ვუთხრა, კიდევ მოდი რაღაც ახალი ინვესტიცია ჩავდოთ“, - განაცხადა ზვიად ბახუტაშვილმა.


 

 

საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი, კლინიკა „ღია გულის“ კარდიორეანიმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ 520-ე  დადგენილება ახლა არავის  არ ახსოვს, მაგრამ დარგი ფაქტობრივად დაღუპულია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ კლინიკა „ღია გული“ ზარალზე მუშაობს. ექიმის თქმით, ყველაზე გავრცელებულ ოპერაციაზე კორონარულ შუნტირებაზე გადახარჯვა დაახლოებით 1500 ლარიდან 2500 ლარამდეა.

 

„პრემიერ-მინისტრის მიერ დაშვებული თანაგადახდის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს ექიმის არჩევას და უფრო კარგ პირობებს, მდგომარეობა შედარებით გამოასწორა. მაგრამ ისევ და ისევ პაციენტის ჯიბის ხარჯზე. ვინც ამ პირობებს თანხმდება და იხდის იმ განსხვავებას რა განსხვავებაც დაგვაკლეს, გეგმიური ოპერაცია მხოლოდ მათ უტარდებათ, სხვებს არა. ფაქტობრივად გეგმიური ოპერაციების რაოდენობა ჩვენს კლინიკაში განახევრებულია, ხოლო გადაუდებელ ოპერაციებს ზარალის ხარჯზე ვაკეთებთ. რა თქმა უნდა ვაკეთებთ, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არის, ამას კლინიკები ჯერჯერობით იტანენ მაგრამ უკვე ალბათ ბოლო ხაზამდე მივდივართ“,- განმარტავს გიორგი გრიგოლია.

 

გიორგი გრიგოლია გვიყვება, რომ კლინიკა მაქსიმალურად შეეცადა საშუალო სამედიცინო პერსონალისთვის ხელფასები არ შეემცირებინა, მაგრამ 10 პროცენტით მაინც შეუმცირდათ. ექიმების ხელფასს კი 30 პროცენტი მოაკლდა. თუმცა, სულ ეს არ არის, როგორც  ექიმი ანესთეზიოლოგი ამბობს, იქედან გამომდინარე, რომ ექიმები გამომუშავებაზეც არიან დამოკიდებულები, ხოლო ოპერაციების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ეს ავტომატურად აისახა მათ ანაზღაურებაზე.  

 

გამოცდილი რეანიმატოლოგი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ამოქმედდა, პაციენტებს მომსახურება დაახლოებით 25%-ით გაუძვირდათ. საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი გვეუბნება, რომ მას შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია გადაივლის, ექიმები ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. თუ ტიკარაძის უწყებას შემდგომშიც ვერ გადაარწმუნებენ, სხვა გზა აღარ დარჩებათ დაელოდებიან ჯანდაცვის სამინისტროს გუნდი როდის შეიცვლება.

 

„დღეს დარგის განვითარებაზე აღარ არის საუბარი, ახლა ყველაფერ ვაკეთებ იმისთვის, რომ დარგი შევინარჩუნოთ. ველოდებით, გადიაროს კორონავირუსის გავრცელების საფრთხემ, ახლა 520-ე დადგენილებისთვის არავის არ სცხელა, რადგან შეიძლება სხვა განსაცდელი მოვიდეს, მაგრამ შემდგომში, ბრძოლას ვაპირებთ, ყოველთვის ხომ არ იქნება ეს მთავრობა და ეს ჯანდაცვის სამინისტრო თავის შემადგენლობით. ბრძოლის შეჩერება არ შეიძლება იმიტომ, რომ სხვა ხალხი როდესაც მოვა მთავრობაში უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ასე ვერ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას. ახლა სხვა გზა არ გვაქვს, ველოდებით როცა მიიღებენ შედეგებს და ნახავენ, რომ შემცირებულია ოპერაციები და ძალიან ბევრი პაციენტი უკმაყოფილოა. იქნება მიხვდნენ და გაანალიზონ ეს ყველაფერი და წამოვიდნენ დათმობებზე. თუ არადა მეტი რა დაგვრჩენია ჩვენ რევოლუციას  და გადატრიალებას ვერ მოვახდენთ. ჩვენი გაფიცვა შეუძლებელია ამიტომ დაველოდებით სხვა მთავრობას აბა რა ვქნათ“,- განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up