„თუ დღეს საქართველოში  მინიმალური ხელფასი 1500 ლარს შეადგენდა, ეს იქნებოდა კარგი მაჩვენებელი“, -  ნიკა შენგელია

„თუ დღეს საქართველოში მინიმალური ხელფასი 1500 ლარს შეადგენდა, ეს იქნებოდა კარგი მაჩვენებელი“, - ნიკა შენგელია

access_time2022-09-25 15:00:09

საქსტატის მონაცემებით საქართველოში საშუალო ხელფასი მაჩვენებელი 1500 ლარს შეადგენს. რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ აღნიშნული საკითხის შეფასებისას განმარტა, რომ 1500 ლარი საშუალო ხელფასი ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს  ჰქონდეს 100 000 და ვიღაცას 500 ლარი და მათი საშუალო გამოვიდეს 1500 ლარი, მისივე თქმით იმ შემთხვევაში თუ დღეს საქართველოში მინიმალური ხელფასი 1500 ლარი იქნება, ამ თანხით 2-3 კაციანი ოჯახი თავს ნორმალურად გაიტანს.

 

„მაჩვენებლებს, რომ შევხედოთ, თუ დღეს საქართველოში  მინიმალური ხელფასი 1500 ლარს შეადგენდა, ეს იქნებოდა კარგი მაჩვენებელი, სამწუხაროდ პარლამენტმა დღემდე ვერ განსაზღვრა მინიმალური ხელფასის ოდენობა, 1000 ლარი მაინც რომ დააწესოს და მაგის ქვემოთ არც კომერციულ და არც კერძო  სტრუქტურას არ ჰქონდეს კარგი იქნებოდა, ეს მაჩვენებელი კი რასაც ხელისუფლება აქვეყნებს მოსახლეობას ცუდად ხვდება, ყველამ იცის, რომ 1500 ლარით  2-3 სულიანი ოჯახი თვიდან თვემდე თავს გაიტანს, თავი გადასახადებიანად და გაძვირებული პროდუქტიანად. აქედან მოდის ამ ციფრის გაპიარება და შელამაზებული ფორმით გადმოცემა“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ


ნიკა შენგელიამ ასევე აღნიშნა, რომ საშუალო ხელფასის მიმართულებით თბილისი ლიდერობს და თბილისში  საშუალო ხელფასი 1802 ლარს შეადგენს, მისივე თქმით რეგიონები თბილისს იქნება  ეს საშუალო ხელფასის,  ინვესტიციების თუ  სხვა  მიმართულების მაჩვენებელი  საგრძნობად ჩამორჩება.

 

„თბილისი  უკვე ათწლეულია  თავკომბალად  ჩამოყალიბდა და ყველაფერი, თუ სადმე რამე დიდი ბიზნესები და საწყობებია დედაქალაქში გადმოდის, შესაბამისად ადამიანები ჩამოდიან და საქმდებიან აქ. შესაბამისად საქართველოში ორი დიდი ცენტრი არის  თბილისი და ბათუმი.


 

მთავრობამ უნდა შექმნას ისეთი გარემო , რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას რეგიონებში და ზოგადად მთლიან საქართველოში, რომ ადამიანს არ უხდებოდეს თბილისში ჩამოსვლა. იყო პერიოდი, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე ჩამოდიოდა ადამიანი, ისიც გასართობად, დღეს მოსახლეობის  80% - ს შემოსავალი არ აქვს, თუ თბილისში არ ჩამოვიდა, პოლიტიკა უნდა ისეთ, რომ რეგიონებში დასაქმებას შეეწყოს ხელი. გარდა ამისა, უნდა  მოხდეს ბიუჯეტის  დეცენტრალიზაცია ,  დღეს ადგილობრივ  რეგიონებში,  ადგილობრივ ბიუჯეტებს უტოვებენ  მხოლოდ  მიწის  და  ქონების  გადასახადს. უნდა მოხდეს ბიუჯეტის  დეცენტრალიზაცია და ისე უნდა წარიმართოს ეს ბიუჯეტი, რომ დასაქმებას შეეწყოს ხელი“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ.


შენგელიას თქმით დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკური ნება რომ არ არსებობს , იმიტომ ცხოვრობს ხალხი გაჭირვებულად.

 

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ კეთილდღეობაზე,  არც მშპ- ის საშუალო ხელფასის ეს მაჩვენებლები მოსახლეობის  =კეთილდღეობის მდგომარეობას  არ ასახავს.მოსახლეობის  კეთილდღეობას ასახავს წარმოებულების ინდექსი, რაც  იმას ნიშნავს, რომ დროის გარკვეულ ერთეულში,. წარმოებული პროდუქციისა და მომსახურეობის რაოდენობის ზრდას

 

ბიუჯეტის ნახევარი ან 40% თუ მიდის შესყიდვებზე, ზუსტად  აქ გვჭირდება სწორი გათვლა, რომ მაგალითად  როდესაც ჯარისთვის ყიდულობენ კარტოფილს, კომბოსტოს დ ა ა.შ. ეს კი არ იყოს იმპორტირებული და ამ პროდუქტების შესაძენად  ქვეყნიდან კი არ უნდა გაედინებოდეს  ფული, პირიქით ეს მოთხოვნა ფერმერებამდე მივიდეს და მათგან შეიძინონ. დააკონტრაქტონ წინასწარ  თანხა, მისცენ რომ ამდენი დათესონ და ისე მოამარაგონ საკვებით ჯარი იქნება ეს თუ ბაგა-ბაღები თუ სხვა, სადაც ფული იხარჯება. ამას  ჰქვია  ხელშეწყობა. როცა  ადგილზე იქნება  ეს  ბიუჯეტები. ქვეყანაში  მშპ- ის  ინკლუზიურ  ზრდას უნდა შეეწყოს  ხელი და არა  ისეთ  ზრდას, როგორც  დღეს  გვაქვს  ჩვენ“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ. 

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up