თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!

თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!

access_time2020-10-20 15:00:08

სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება - ქორწილი, იუბილე, ქელეხი - კორონავირუსის მეორე ტალღის გამწვავებისას,  10 სექტემბრიდან ღია სივრცეშიც აიკრძალა.


ღონისძიებები ესაა სფერო, რითაც  შემოსავალს 20-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იღებდა.  თითქოს ჩავარდნილი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონების შემდეგ, სოციალური ივენთების მიმართულება გამოცოცხლებას იწყებდა და წყვილებმა ქორწილებისა და დაბადების დღეების აღნიშვნაც კი  შემოდგომაზე გადაწყვიტეს, მორიგი აკრძალვის შემდეგ ამ ღონისძიებებზე დამოკიდებული თვითდასაქმებულები - ფოტო და ვიდეოგრაფები კვლავ შემოსავლის გარეშე და გადაუხდელი იპოთეკური სესხების პირისპირ დარჩნენ.


ციცი ჩხეიძე ფოტოგრაფების სფეროში და სოციალურ ქსელში ცნობილია, როგორც Indigo Fleur-ი. გარდა მისი ფოტოების განხვავებული სტილისა, ფოტოხელოვანის საარსებო წყარო გაზაფხულიდან მოყოლებული ფაქტობრივად აღარ არსებობს და მისი და კოლეგების არაერთი პროტესტისა, გამოხმაურება არავისგან მიუღია. ციცი ჩხეიძე ქორწილების აკრძალვას კომიკურს უწოდებს მაშინ, როდესაც კულტურული ღონისძიებები თავისუფლად ტარდება.


„ფოტოგრაფებისთვის ძირითადი შემოსავალი ქორწილებია,  აქ დასაქმებულია 20-დან 30-ამდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი. ყველა სფერო გავერთიანდით და რამდენიმე აქცია-პერფორმანსი მოვაწყვეთ, თუმცა ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. არც ვიცოდით როდემდე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ეს რეგულაციები.



ჩვენთვის ალოგიკურია ეს აკრძალვები. თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება, თუ რეგულაციების დაცვით ჩატარდება. რა მნიშვნელობა აქვს Covid 19-ისთვის ეს 200 კაცი რა დანიშნულებით შეიკრიბება. ვიღაც სახალხო არტისტის საქველმოქმედო კონცერტი, დაბადების დღე და ასე შემდეგ  პრობლემა არ არის, ქორწილი კი, რითაც შემოსავალს ვიღებთ და სესხებს ვიხდით - არის? მთელი სექტემბერი, ოქტომბერი და  ნოემბერი გაწერილი გვქონდა, თუმცა ისევ აკრძალეს.


ჩვენ ადამიანები ვართ, დასაქმებული ვართ ჩვენი სპეციალობით - ყველაფერი გათვლილი გვქონდა - იპოთეკა , სესხები. არ მაქვს სტაბილური შემოსავალი და ყველაფერი დაკავშირებულია ჩემს პროფესიასთან. ცუდია, რომ ამ სფეროს ასე უყურადღებოდ ექცევიან. ბევრი ფიქრობს, რომ საერთოდ წავიდეს ქვეყნიდან,“ – ამბობს ციცი ჩხეიძე.


ვიდეოგრაფი და ფოტოგრაფი გიო ჯობავას ბიზნესი The Wedding Guy ამჟამად აღარ მუშაობს, შესაბამისად ფოტოგრაფი რეკლამებსა ბლოგების კეთებას შეუდგა, რითაც შემოსავალს რაც ღონისძიებებით უნდა მიეღო, მცირედით ანაზღაურებს.

 

„ძალიან ნაყოფიერი წელი უნდა ყოფილიყო პროფესიული ზრდისა და ამ სფეროს განვითარების კუთხით,  ველოდებოდი  ჩვეულებრივად გაზაფხულის დადგომას, რომ დაგვეწყო სიახლეები. როგორც კი პანდემია დაიწყო, ყველაფერი გაიყინა. ყველანაირი შემოსავალი, რაც კი იყო დაგეგმილი რომ უნდა მქონოდა,  გაქრა. სექტემბრისთვის გადაიტანეს ივენთების ჯავშნები - დაახლოებით 50-დან 60 ქორწილამდე უნდა გადამეღო სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში, მაგრამ ჯამში 10-ს თუ გადავიღებთ წელს, ისიც ძალიან ვიწრო წრეში. არც ვიცი ღირს თუ არა ახლა რამის გაკეთება, ან დაგეგმვა,  ვერ ვფიქრობ ამ სფეროს განვითარებაზე.


მე და ჩემმა მეუღლემ ალტერნატივად ის ვაქციეთ, რომ ბლოგი გვაქვს და რეკლამას ვაკეთებთ. ესაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი. ძირითადი სამსახური - კომპანია Wedding Guy აღარ მუშაობს. ვერ წარმოვიდგენდი საქართველოში თუ ქორწილები არ იქნებოდა, ამიტომ საუკეთესო ბიზნესი იყო. საქართველოში ისედაც არ უყურებდნენ სერიოზულად ამ სფეროს და ეგონათ, რომ გააჩხაკუნებდნენ აპარატს და ამით მთავრდებოდა ყველაფერი.  მაგრამ ძალიან დიდი ხარჯებია, ერთი ნორმალური კამერა, რომელიც ღონისძიებას გადაგაღებინებს 4000 დოლარი გიჯდება.  - ამბობს ვიდეოგრაფი და ფოტოგრაფი გიორგი ჯობავა.

 






საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

Forbes: ჯეფ ბეზოსის ეკოლოგიური ინიციატივა მწვავე კრიტიკის საგანი გახდა
access_time2020-11-28 20:00:00
Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბუნებაზე ზრუნვა გადაწყვიტა და საქველმოქმედო ეკოლოგიური ფონდი Bezos Earth Fund შექმნა. ნოემბერში ფონდმა 16 ეკოლოგიური ორგანიზაცია უკვე შეარჩია, ისინი მისგან ჯამურად 1 მლრდ. დოლარს მიიღებენ. თუმცა, ამ ინიციატივას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ძირითადად ეკოლოგიური ორგანიზაციები, რომლებსაც ბეზოსისგან არაფერი მიუღიათ. მილიარდერს 3 მიმართულებით აკრიტიკებენ: ...


მსგავსი სიახლეები

up