თუ დამატებით შეზღუდვებს დავაწესებთ, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება- ზვიად ხორგუაშვილი

თუ დამატებით შეზღუდვებს დავაწესებთ, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება- ზვიად ხორგუაშვილი

access_time2020-11-23 10:00:52

თუ დამატებით შეზღუდვებს დავაწესებთ, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ყველას ესმის,რომ სამედიცინო თვალსაზრისით, შეიძლება გამართლებული იყოს შეზღუდვები, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტ ადამიანს შევუზღუდავთ მუშაობას და სამსახურში სიარულს, მით უფრო უარყოფითად აისახება ეს ყველაფერი ეკონომიკაზე,” - რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად
  ეკონომისტი და ფინანსისტი, ზვიად ხორგუაშვილი  ეროვნული ვალუტის ვარდნის შესახებ საუბრობს.

 

„შეზღუდვების შედეგები  უკვე ვნახეთ გაზაფხულზე, როდესაც ეკონომიკის ორნიშნა ვარდნა გვქონდა. ბოლო 6-7 თვის სტატისტიკას რომ ჩავხედოთ, მათ შორის ლარის კურსს, ვნახავთ რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს. მიუხედავად იმისა,რომ ბევრი ფული დაიხარჯა ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად, ჩვენი ვალუტა უფასურდება უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქვეყნის ვალუტები. მათ შორის, ისეთების,რომლებიც ჩვენზე უარეს დღეში არიან. ამ დროს არასწორია იმის თქმა, რომ ჩვენ რაღაცას სწორად ვაკეთებთ,“- ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.  მისი თქმით, მთავრობის მიერ აღებულ საგარეო ვალის ხარჯვის ეფექტიანობასთან  დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი კითხვაა გაჩენილი.

 

„ვისესხეთ 8 მილიარდ ლარამდე. ერთი მხრივ, ეს თანხა დაიხარჯა დაგვიანებით, მეორე მხრივ, ისმის კითხვა, თუ რამდენად სამართლიანად დაიხარჯა ? ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ან თვითდასაქმებული იყო,  თავისი შემოსავლების 50% რომ  აგვენაზღაურებინა,  ან პირდაპირ ფულადი დახმარება მიგვეცა, სრულად საკმარისი იქნებოდა 4 მილიარდი ლარი, ანუ იმის ნახევარი, რა სესხიც ავიღეთ. ხოლო, საშემოსავლო გადასახადი რომ განახევრებულიყო, 1.5 მილიარდი ლარი იყო საჭირო. შესაბამისად, ის რომ ფული არ გვქონდა, არ არის სიმართლე. კოლოსარული თანხა ავიღეთ ვალად, რომლის გარკვეული ნაწილი ჯერაც არ დახარჯულა,“- აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი. მისი თქმით, კითხვებს ასევე აჩენს ის კრიტერიუმებიც, რის მიხედვითაც აირჩა სექტორები,რომლებსაც უნდა დახმარებოდა ხელისუფლება.


 

„არ არის სწორი,რომელიმე სექტორის ამორჩევა და მისი დახმარება. ყველაზე მეტად,რომელმაც იზარალა და მკვეთრად,ვისაც გაუჭირდათ, მათ უნდა დავეხმაროთ.  საფინანსო, სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკის დრაივს წარმოადგენენ. მათ პანდემიამდეც გაუჭირდათ. იყო რეგულაციები,,როგორც სამშენებლო სექტორისთვის, ისე საბანკო და უძრავი ქონების სექტორისთვის. რის შედეგადაც, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები ამ სექტორებში მკვეთრად შემცირდა.  დღეს სწორი იქნება,რომ დედოლარიზაციის რეგულაციებზე დროებით მაინც ვთქვათ უარი,“- ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

 

ნათია კეკენაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up