თუ ჩვენ ძვირად ვყიდით წამლებს, სხვა კომპანიები რატომ არ ყიდიან იაფად? - კახა ოქრიაშვილი

თუ ჩვენ ძვირად ვყიდით წამლებს, სხვა კომპანიები რატომ არ ყიდიან იაფად? - კახა ოქრიაშვილი

access_time2020-08-31 13:00:33

თუ ჩვენ ძვირად ვყიდით წამლებს, სხვა კომპანიები რატომ არ ყიდიან იაფად? - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, PSP-ს მფლობელმა, პარტია პროგრესი და თავისუფლება დამფუძნებელმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

„დღეს ფარმაცევტულ სექტორში ხუთი დიდი კომპანიაა და ჩვენ ერთ-ერთი ვართ. თუ ჩვენ ძვირად ვყიდით წამლებს, სხვა კომპანიები რატომ არ ყიდიან იაფად? საქართველოში წამლები ძალიან ძვირია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რადგან მათი წარმოება მაღალტექნოლოგიური, ძვირად ღირებული პროცესია. თუ მედიკამენტი ხარისხიანია და დამზადებულია ევროპული სტანდარტებით, ის ვერ იქნება იაფი. არის მედიკამენტები, რომლებიც 10 ლარი ღირს, და არის პატენტით დაცული მედიკამენტები, რომელთა ფასი 1.000-2.000 ლარია. რა თქმა უნდა, ასეთი წამლები არ არის ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. უცხოეთში მედიკამენტები კიდევ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ იქაური პაციენტი ამას ვერ გრძნობს, რადგან მას შეძენაში დაზღვევა ეხმარება. ეს არის მთავარი გზა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

 

ჩვენს პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, რომელიც ახლა მოქმედებს, უნდა გადაკეთდეს საყოველთაო სავალდებულო-სამედიცინო დაზღვევად ფარმაცევტული კომპონენტით. დაახლოებით 60-70 ლარი ჯდება ერთი ოჯახის კარგი სადაზღვევო პაკეტი ფარმაცევტული კომპონენტით. იმ ოჯახებმა, ვისი შემოსავალიც 1.200 ლარი და მეტია, თავად უნდა შეიძინონ ეს სადაზღვევო პაკეტი. იმ ოჯახებისთვის, ვისი შემოსავალიც 1.200 ლარზე ნაკლებია, უნდა დაწესდეს თანაგადახდა, სადაც სადაზღვევო პაკეტის ნაწილს სახელმწიფო გადაიხდის, ნაწილს კი თავად დაზღვეული.მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად სოციალურ ფენას სახელმწიფომ სრულად უნდა დაუფაროს სადაზღვევო პაკეტის ღირებულება, თანაც მედიკამენტების 90-95%-იანი თანაგადახდის კომპონენტით და მოსახლეობა სიმბოლურ ფასად შეიძენს წამლებს. საყოველთაო-სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა მოსახლეობისთვის სახელმწიფო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს და იმისთვის, რომ არც სახელმწიფო დაზარალდეს და არც კერძო სექტორი, წამლების შეძენა უნდა მოხდეს ონლაინ აუქციონზე წლიური კონტრაქტებით, ყველაზე დაბალი ფასით.

 


გარდა ამისა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც თურქეთმა ბოლო 30 წელიწადში: სტრატეგიულ ამოცანად უნდა დავსახოთ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების განვითარება. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება მედიკამენტები იმ სადაზღვევო სისტემისთვის, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ. ყველამ იცის, რომ თურქეთში დაახლოებით 150 დასახელების მედიკამენტი ორჯერ იაფია, ვიდრე საქართველოში. ეს იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში ევროპაში წარმოებული მედიკამენტები შემოდის. მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება და მყისვე გაბათილდება ის ტყუილი, თითქოს ადგილობრივი კომპანიები მედიკამენტებს კოლოსალურ მოგებას არიცხავენ. ევროპის ქვეყნების მსგავსად, თურქეთთან არა გვაქვს მედიკამენტების რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია არაერთხელ ითხოვდა გამარტივებული აღიარებითი რეჟიმის შემოღებას თურქეთისთვის. ამ შემთხვევაში, გარწმუნებთ, ორ კვირაში 150 დასახელების მედიკამენტზე საქართველოში ისეთივე ან კიდევ უფრო დაბალი ფასი იქნება, ვიდრე თურქეთშია. შესაძლოა, საქართველოში ეს მედიკამენტები კიდევ უფრო იაფი ღირდეს, რადგან თურქეთში სააფთიაქო დარიცხვა უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ამ საკითხზე ბევრი წერილი მივწერეთ ჯანდაცვის სამინისტროს და რეაგირება არ მოჰყოლია, მაგრამ აქვე გეტყვით, რომნებისმიერ პაციენტს ფორმა #100-ით შეუძლია მივიდეს ნებისმიერ კომპანიაში და მედიკამენტებს, მათ შორის ძვირად ღირებულ ონკოლოგიურ პრეპარატებს, ორ კვირაში თურქეთში არსებულ ფასად ჩამოუტანენ. ასეა წლებია.

 

ასე რომ, რაზეც გესაუბრეთ, ყველაფერი სახელმწიფოს გასაკეთებელია. მედიკამენტი ყოველთვის ძვირი იქნება, მაგრამ მოსახლეობამდე ხელმისაწვდომ ფასად უნდა მივიდეს.

 

იცით, რატომ ძვირდება ბოლო წლებში მედიკამენტები? იმიტომ, რომ ლარი ბოლო რვა წლის განმავლობაში თითქმის 100%-ით გაუფასურდა, ხოლო საქართველოში მედიკამენტების 95% იმპორტირებულია. ხშირად სოციალურ ქსელებში წერენ, თითქოს ფარმაცევტული კომპანიები 100%-იან მოგებაზე მუშაობენ. 2017 წლიდან ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ყველა კომპანიის ბალანსს, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების. შეგიძლიათ ნახოთ, რომ მათი მოგება 10%-ზე ქვემოთ არის.“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.


bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up