„თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, რასაც „ტვ პირველზე“ საღამოს მოვისმენთ, მაშინ სუსი-დან თავისივე თანაგუნდელებმა ერთმანეთი ჩაიწერეს და გამოაქვეყნეს. აბა, ახლა, ბერა ივანიშვილს ოპოზიცია ხომ ვერ მოუსმენდა?!”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გადაცემა დღეს საღამოს არის, მოდით, დეტალურად მოვისმინოთ. რა თქმა უნდა, შინაარსი შემაძწუნებელი და შოკისმომგვრელია, მაგრამ ისევე, როგორც სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებით უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ ყველაფერი უნდა დაადგინოს, ჩანაწერის ავთენტურობა. ამ შემთხვევაში, რადგან საქართველოში ნდობა არაფერს აქვს, უნდა გაკეთდეს საერთაშორისო ექსპერტიზა, იმიტომ, რომ მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულები. თუ ეს ეს ფაქტი დადასტურდა უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მე, როგორც ვუყურებ, აქ, ძალიან სერიოზულ შინაარსზეა საუბარი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.
ptn.ge