„თუ ბახტაძემ ენმ-ს სხვისი თანხა შესწირა, 40 ათასით უნდა დაჯარიმდეს“

„თუ ბახტაძემ ენმ-ს სხვისი თანხა შესწირა, 40 ათასით უნდა დაჯარიმდეს“

access_time2018-06-20 11:53:28

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) უფროსი იურისტი გიგი ჩიხლაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 2012 წელს მართლაც სხვისი თანხა შესწირა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ამით მან კანონი დაარღვია და შესაბამისი ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

 

იურისტის თქმით, ქართული კანონმდებლობით მესამე პირის მეშვეობით შემოწირულობის განხორციელება იკრძალება. შესაბამისად, თუ მსგავსი დარღვევა დადგინდა, დაჯარიმდება რეალური შემომწირველი (ამ შემთხვევაში, ვინც სავარაუდოდ გადასცა ბახტაძეს ეს თანხა) და შემოწირულობის განმახორციელებელი (თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი) შემოწირულობის ორმაგი ოდენობით. ხოლო პარტიამ, რომელმაც შემოწირულობა მიიღო, მიღებული თანხა ბიუჯეტში უნდა დააბრუნოს:

 

„ეს, ჩვენი შეფასებით, არის კანონდარღვევა იმიტომ, რომ მესამე პირის მეშვეობით შემოწირულობის გნახორციელება ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით იკრძალება და გულისხმობს პირველ რიგში დაჯარიმებას რეალური შემომწირველისაც და შემოწირულობის რეალური განმახორციელებლისაც. ეს ჯარიმა გულისხმობს შემოწირულობის ორმაგ ოდენობას, ამ შემთხვევაში, 40 000 ლარისა და ასევე, თითონ არსებული შემოწირულობის ბიუჯეტში გადარიცხვას“, - უთხრა ჩიხლაძემ „ნეტგაზეთს“.


TI-ს უფროსი იურისტის განმარტებით, ამ შემთხვევაში დარღვევის ხანდაზმულობის ვადა 6 წელია. ვინაიდან მამუკა ბახტაძემ ენმ-ს სავარაუდოდ სხივის თანხა 2012 წლის 2 აგვისტოს შესწირა, ხანდაზმულობის ვადა 2018 წლის 2 აგვისტოს გადის.

 

TI-ში გეგმავენ, რომ ამ საკითხის შესწავლის მოთხოვნით აუდიტის სამსახურს დღეს, 20 ივნისს, მიმართონ.

 

პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ 19 ივნისს ენმ-ის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საკუთრი თანხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის არასოდეს შეუწირავს. რაც შეეხება 2012 წლის აგვისტოში ენმ-სთვის მისი სახელით შეწირულ 20 000 ლარს, ბახტაძე ამბობს, რომ მისი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იქნა გამოყენებული:

 

თქვენ თუ გაინტერესებთ ის, რამდენად გადავრიცხე ჩემი თანხა ენმ-ის მხარდასაჭერად, მე ამაზე მაქვს მარტივი პასუხი - არა, მე ჩემი თანხა არასოდეს არ გადამირიცხავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის. თქვენ 2012 წელს იმიტომ, რომ არ ჰქონოდა საშუალება ქართულ ოცნებას დაეფინანსებინა პარტია ადეკვატურად,შეცვალეთ კანონი და იურიდიულ პირებს აუკრძალეთ პარტიების დაფინანსება. ამას მოჰყვა შემდეგ უკვე ცვლილება კანონში საბანკო საქმიანობის შესახებ.


 

აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი ფიზიკური ანგარიში იქნა გამოყენებული მხოლოდ ტექნიკურად. მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი, 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით ქართულ ოცნებაში და 2012 წლის 1 ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან - თქვა პრემიერობის კანდიდატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრაზე.

 

ბახტაძის თქმით, მასზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.

 

მამუკა ბახტაძემ 2012 წლის 2 აგვისტოს, ანუ ორი თვით ადრე, სანამ თავისივე სიტყვებით, ნაცმოძრაობის წაგებას იზეიმებდა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 20 000 ლარი შესწირა.

 

რეესტრის მიხედვით, ამ პერიოდში ბახტაძე საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის დირექტორი იყო, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს ინდუსტიული ჯგუფია. ინდუსტრიული ჯგუფი კორპორაციას იმ პერიოდშიც ფლობდა, როდესაც მამუკა ბახტაძე მისი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

 

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ის კომპანიაა, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის შახტს მართავს. ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია.

 

დავით ბეჟუაშვილი მერვე მოწვევის პარლამენტში (2012 წელს) თეთრიწყაროს მაჟორიტარი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან. ბეჟუაშვილი საქართველოს მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო.

 

2013 წლის ნოემბერში დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა და უპარტიო დამოუკიდებელ მაჟორიტართა ფრაქციას შეუერთდა.

 

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელიდირექტორია- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში.), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში - ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი - ჯამბულ ჯაყელი.

 

„ნეტგაზეთი“

 

 




რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up