„პირველი შემთხვევაა, როდესაც  სახელმწიფოს პროგრამამ  მოლოდინს გადააჭარბა“-„ფერმერთა ასოციაცია“

„პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს პროგრამამ მოლოდინს გადააჭარბა“-„ფერმერთა ასოციაცია“

access_time2020-05-15 10:15:32

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც მცირე, საშუალოდ და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა და ის საწვავის, ქიმიკატების, მელიორაციის, ლიზინგის, ხვნის, აგროწარმოებისა და სესხების სუბსიდირება-თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროექტი, ასევე ითვალისწინებს რამდენიმე უკვე არსებული პროგრამის, იაფი აგროკრედიტის, „დანერგე მომავალის“ და სხვების დაფინანსებების გაფართოებას.


საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილმა პროგრამამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მასში ფერმერთა თითქმის ყველა სურვილია გათვალისწინებული. მისივე თქმით, მთელი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზეა გადასული და ქვეყნები კვოტას აწესებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის იმპორტი შემცირდება და თუ ახლა არ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს, ქვეყანა სასურსათო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება.


„ჩვენ გავაკეთეთ კვლევა COVID 19-ის გავლენა სოფლის მეურნეობაზე და ფერმერულ მეურნეობებზე, ჩამოვაყალიბეთ ფერმერთა მოთხოვნები, გარდა ამისა, მოკლევადიანი, შუალედური და გრძელვადიანი გეგმა გავაკეთეთ, რაც მთავრობას წარვუდგინეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი რაც ჩვენ კვლევაში ეწერა სტრატეგიაშიც გათვალისწინებულია, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენს მოლოდინს გადააჭარბეს. მაგალითად, საწვავზე ფერმერებს თუ ფასდაკლება ექნებოდათ ამის მოლოდინი არ გვქონდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საწვავი სუბსიდირებული არ არის, კერძო კომპანიის ნებაა ფერმერებს ფასი დაუკლონ და გარანტირებული ბაზარი მიიღონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზეა გადასული, ქვეყნები კვოტას აწესებენ ან საერთოდ ექსპორტს ზღუდავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნისთვის იმპორტი შემცირდება. საქართველო 60-70% იმპორტზეა დამოკიდებული და თუ ჩვენ ახლა არ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს, ქვეყანა სასურსათო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. ანტიკრიზისული გეგმა არის მოკლევადიანი, რომ ფერმერი ნაკლები ზიანით გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, რადგან მათ ყველაზე დიდი გამოწვევა ჰქონდათ ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე ასახელებდნენ, რომ საწვავია ძვირი და ა.შ. შუალედური და გრძელვადიანი გეგმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს, რომ ხელი შეუწყოს შემნახველი მეურნეობების მოწყობას, სასათბურე მეურნეობებს, იაფ აგროკრედიტს, ლიზინგს და ა.შ.“ - აცხადებს ნინო ზამბახიძე.


მისი თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში მხოლოდ ორი საკითხი არ იყო გათვალისწინებული, ეს ეხება საგადასახადო შეღავათებს და ასევე ერთწლიან კულტურებზე საუბრისას ხაზგასმული უნდა იყოს ხორბლის წარმოება, მისი შენახვა და შემდგომ გარდამავალი ნაშთების არსებობა.



„ეს პირველი პრეცედენტია ჩემს ცხოვრებაში როცა მთავრობას საჯარო მადლობა გადავუხადე, არადა სულ ვაკრიტიკებ. ყველაზე მეტად რაც დამაკლდა ეს არის საგადასახადო შეღავათი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენი გამოსავალი არის გაერთიანებაში და გამსხვილებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უფრო მეტ მოტივაციაში. საგადასახადოში გვქონდა ისეთი ჩანაწერი, როდესაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები თავისუფლდებოდნენ საშემოსავლო გადასახადისგან თუ მათი ბრუნვა არ აღემატებოდა 200 ათას ლარს, ახლა საგადასახადოში შევიდა ცვლილება და პირი ჩანაცვლდა, ფიზიკური პირით, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრმა ფერმერმა, რომელმაც ამის შესახებ არ იცის, შეექმნება საგადასახადო პრობლემა, რითაც ხელს ვუწყობთ არათუ გამხსვილებას, არამედ დანაწევრებას.


იმის ნაცვლად, რომ მოვხსნათ საშემოსავლო გადასახადი, ჩვენ ვცდილობთ ზღვარი დავაწესოთ. გარდა ამისა, ერთწლიან კულტურებშია ხორბლის წარმოების თემა და მთავრობის გეგმაში ხასგასმა ხორბალზე არ იყო. ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად სრულად არის დამოკიდებული იმპორტზე და რუსეთიდან ვიღებთ მას, იმ ქვეყანასთან კი ჩვენი დამოკიდებულება ყველასთვის ნათელია. მათ ამ კრიზისის დროს დააწესეს კვოტები, შეამცირეს ექსპორტი და რომ არ ყოფილიყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა, ძალიან გაგვიჭირდებდა. ამიტომ ერთწლიან კულტურებზე საუბრისას მნიშვნელოვანია, რომ ხაზგასმული იყოს ხორბლის წარმოება, მისი შენახვა და შემდგომ გარდამავალი ნაშთების არსებობა, ამავდროულად მნიშვნელოვანია ხორბლის იმპორტი იყოს არა ქაოტური და დანაწევრებული, არამედ გემებით და როგორც სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ხდება. საბოლოოდ, ჩვენ იმისკენ მივდივართ, რომ ფემერული მეურნეობები გამსხვილდეს და სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში შემცირდეს“, - განმარტავს ნინო ზამბახიძე.


დახმარებებისა და შეღავათების ძირითადი ნაწილი, რომელსაც ფერმერები სახელმწიფოსგან მიიღებენ შემდეგია:


  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება 50%;
  • ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობის ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციის თანადაფინანსება 50%;
  • ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება 50%.
  • 0.25 ჰა-დან 100 ჰა-ს ჩათვლით რეგისტრირებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელები, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელს ბაზარზე არსებულ ფასზე 1 ლარით იაფად მიიღებენ. ლიმიტი 1 ჰა-ზე 150 ლიტრი. პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი.
  • 200-ლარიანი დახმარება ფერმერებსა და მცირე მიწიან მეურნეობებს ( 0.25 ჰა – 10 ჰა).
  • ყველა ფერმერი რეგისტრირებულ მიწის თითო ჰექტარზე მიიღებს 200-ლარიან დახმარებას. მაგალითად, ფერმერი რომელსაც 10 ჰექტარი აქვს დახმარების სახით 2000 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხის ეკვივალეტი ქულა ფერმერს სპეციალურ აგრობარათზე დაერიცხება, რომელსაც საჭიროებისამებრ გამოიყენებს. პროგრამის ბიუჯეტია 37 მილიონი ლარი. დახმარებას 200 ათასი ფერმერი მიიღებს.
  • 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სრულად ჩამოეწერება მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების დავალიანება 8 მლნ. ლარამდე; 42 000 ფიზიკური და იურიდიული პირი 2020 წელს სრულად გათავისუფლდება 10 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ფერმერებს ჩამოეწერებათ 5 მლნ. ლარის გადასახადი.
  • 42 000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ჯამურად ჩამოეწერება 13 მლნ. ლარამდე გადასახადი. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება მრავალწლოვანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება. 1 ჰა-ზე არაუმეტეს 2 500 ლარი – თანადაფინანსება 50%.
  • სესხის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება ერთწლიანი კულტურებისთვის.
  • 8%-ის ნაცვლად სესხის თანადაფინანსების კომპონენტი ხდება 11%.ლიზინგის თანადაფინანსება 9%-ის ნაცვლად, ხდება 12%.
  • ხელმისაწვდომია მთელი რიგი სადაზღვეო პაკეტები. სადაზღვეო რისკები გულისხმობს სეტყვას, წყალდიდობას, ქარიშხალს, საშემოდგომო ყინვას. მთავრობა მზადაა, ფერმერს, რომლებიც, სადაზღვევო პროგრამით საგებლობას გადაწყვეტს, სადაზღვეო პაკეტი 50-70 პროცენტით დაუფინანსოს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up