თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი საჭმლის გარეშე დარჩება, ამიტომ ის, რაც გამოცხადებული მონობის ქრონიკაა, არის ძალიან მძიმე -  ხატია დეკანოიძე

თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი საჭმლის გარეშე დარჩება, ამიტომ ის, რაც გამოცხადებული მონობის ქრონიკაა, არის ძალიან მძიმე - ხატია დეკანოიძე

access_time2021-01-24 16:30:29

თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე, „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისიც ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე მხარს უჭერს შეზღუდვების მოხსნას, რადგან მასობრივი ტესტირებით და სლოვაკეთის მოდელის გადმოტანით, პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია.

დეკანოიძე საქართველოში მოქმედ რეგულაციებს „გამოცხადებულ მონობის ქრონიკას“ უწოდებს.

„წარმოუდგენელია, როცა საქართველოს ეკონომიკას ადარებენ ხოლმე საფრაგნეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნებს, რადგან თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ამ პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია ტესტირებით და სხვადასხვა საშუალებებით. ამიტომ ის, რაც გამოცხადებული მონობის ქრონიკაა, არის ძალიან მძიმე, მათ შორის, ასეთ ქვეყანაში, სადაც მიტაცებულია სახელმწიფო და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ აუცილებლად მოეთხოვება პასუხი, მათ შორის, იმაზე, თუ სად წაიღო 10 მილიარდი, რატომ არ ხსნიან სკოლებს, რატომ არის ჩაკეტილი ზამთრის კურორტები, როცა ძალიან ჩვეულებრივად ეკიპირებით შეიძლება ჩავიდეს და სპორტული აქტივობით დაკავდეს ადამიანი. ამიტომ მე ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ იმაში, რაც ახლა ხდება, ამიტომ მოვედი და მხარს ვუჭერ ამ აქციას. ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ელემენტარულად შემოსავლის მიღების საშუალება“, - განაცხადა დეკანოიძემ.


ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიტიკური პარტიების წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.


Ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up