თუ არ აწყობდა „ევექსს“ ინგოროყვას კლინიკა, მაშინ თავის დროზე რატომ იყიდა? - გოჩა ინგოროყვა

თუ არ აწყობდა „ევექსს“ ინგოროყვას კლინიკა, მაშინ თავის დროზე რატომ იყიდა? - გოჩა ინგოროყვა

access_time2020-09-01 15:30:06

„თუ არ აწყობდა „ევექსს“ ინგოროყვას კლინიკა, მაშინ თავის დროზე რატომ იყიდა?“ - ინგოროყვას კლინიკის 50%  წილის მფლობელი გოჩა ინგოროყვა „ევექსის“ მიერ 40% იანი წილის გასხვისებაზე საუბრობს, რომელსაც „ევექსმა“ ნაკლებშემოსავლიანი აქტივი უწდა.


21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ ინგოროყვას კლინიკის 40%-იანი წილი 12 მლნ დოლარად გაყიდა. მყიდველი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია.  ჯანდაცვის ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკის 50 პროცენტი 2015 წელს 17 მილიონ დოლარად შეიძინა, ამასთან 5 წლის მანძილზე დარგის განვითარებაში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.


რატომ გადაწყვიტა „ევექსმა“ მის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივის გაყიდვა? „კომერსანტი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გარიგების დეტალებით დაინტერესდა და ინგოროყვას კლინიკის 50 პროცენტიანი წილის მფლობელს გოჩა ინგოროყვას გაესაუბრა.


ქირურგი განმარტავს, რომ ერთობლივი მუშაობით კლინიკის არაერთი დარგის განვითარება მოხდა და 5 წლის წინ,  კლინიკის აქტივების შეძენით „ევექსს“ არაფერი წაუგია.

 


„ევექსს არაფერი არ წაუგია ჩვენი კლინიკის შეძენით,მაგრამ თავისთავად ცხადია შემოსავალი შემცირდა იმიტომ, რომ ფასები შემცირდა სახელმწიფოს მიერ. თორემ, ავადმყოფი იმაზე მეტია, რაც გარიგება გვქონდა და ახალი დარგები უფრო მეტი დაინერგა, ვიდრე მაშინდელი შეთანხმება ითვალისწინებდა. ზარალიანი არ ყოფილა კლინიკა, ნაკლეშემოსავლიანი - შეიძლება, რადგანაც მედიცინა დიდ ფულს ვერ იგებს. საავადმყოფოდან რაც ჩემი წილი მოგებული მაქვს, სულ რეფინანსირებაში მაქვს გაშვებული და ერთი თეთრი არ მიმიღია და არც ვიღებ. მოგება რაც  იყო დარგების განვითარებაში და ახალი აპარატურის შესყიდვაში დაიხარჯა. ამდენი აპარატურა და ამადენი დარგი არცერთ საავადმყოფოს არ აქვს მთელ ამიერკავკასიაში.


რაც შეეხება ევექსის გადაწყვეტილებას, ვერ გეტყვით, კომერციულად რომ შევხედოთ, თუ არ აწყობდა ინგოროყვას კლინიკა, მაშინ რატომ იყიდა? თავდაპირველად ევექსთან შეთანხმების მიზანი იყო ის, რომ მინდოდა კლინიკის ფინანსურად გაძლიერება, „ევექსი“ კი ფინანსურად ძლიერი იყო.  თუ ეს საავადმყოფო არ ვარგოდა, რატომ იყიდა, ან რატომ ჰყიდის?  „ევექსი“ ჩემი ოჯახის წევრია და არ მინდა ასეთ თემებზე საუბარი. ვერ გეტყვით, გაყიდემეთქი, არ მითხოვია და არც ერთს მოგება არ წაგვიღია სახლში,“- განმარტავს გოჩა ინგოროყვა.


ნასყიდობის ხელშეკრულება GHG-სა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 19 აგვისტოს გაფორმდა. ჯანდაცვის ჯგუფის ინფორმაციით, უნივერსიტეტი აღნიშნულ აქტივს როგორც სასწავლო პლატფორმას ისე გამოიყენებს. გარიგების მოცულობა კი 12 მლნ დოლარია.


გარიგების შედეგად, ინგოროყვას კლინიკაში GHG-ის წილი 10%-მდე შემცირდა, რომლის გასხვისებასაც ჯგუფი უახლოეს მომავალში გეგმავს.

 

შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ 8 ივლისს მიიღო, თუმცა ძალაში 2020 წლის 5 აგვისტოს შევიდა. GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up