„თუ ანაკლიის პორტის ინვესტორი ისევ არ გამოჩნდება, მთავრობამ შეიძლება გასცეს გარანტიები, რომ შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები და ტენდერი მოაგებინონ“ - გიორგი ქობულია

„თუ ანაკლიის პორტის ინვესტორი ისევ არ გამოჩნდება, მთავრობამ შეიძლება გასცეს გარანტიები, რომ შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები და ტენდერი მოაგებინონ“ - გიორგი ქობულია

access_time2020-11-13 14:00:05

საქართველოს მთავრობამ პორტის ინვესტორად შერჩეულ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2020 წლის იანვარში ხელშეკრულება გაუწყვიტა. 2016 წელს კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. ხელშეკრულების გაწყვეტამდე ერთი წლით ადრე, 2019 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე. წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე „თიბისი ბანკთან“ და მის დამფუძნებელ აქციონერებთა დაკავშირებით დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შეფასებით პროექტის განხორციელების ხელისშეშლისთვის მოხდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში. 29 ივლისს შეტანილი სარჩელებით მოსარჩლეები საქართველოს მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. კონსორციუმის მხრიდან ზარალის სახით დაანგარიშებული თანხა 1 მილიარდ დოლარს აღემატება. ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევას მთავრობა უკვე მომავალ წელს გეგმავს.


ანაკლიის პორტი ყოველთვის უპერსპექტივოდ მიაჩნდა საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულია. მისი აზრით, ამ პროექტის საინვესტიციო თანხის გასამართლებელი ტვირთების რაოდენობა არ დასტურდებოდა.


„არა ერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ ამ პროექტის საინვესტიციო თანხის გასამართლებელი ტვირთების რაოდენობა არ დასტურდებოდა. თუ ინვესტორებს დაუსაბუთებენ ტვირთების პოტენციალს, მგონია არანაირი პრობლემა არ იქნება კერძო ინვესტორების მოზიდვის, ასეთი ტიპის პროექტში. სამწუხაროდ, ინვესტორებმა ეს ტვირთები ვერ დაინახეს, ახლა ჩვენ ავიღოთ, სახელმწიფომ და ამ პროექტში, ჩვენი მოქალაქეების ფული ჩავანთხიოთ, დამეთანხმებით რომ არ იქნება სწორი“,- აცხადებს გიორგი ქობულია.



„კომერსანტთან“ საუბრისას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ თუ ანაკლიის პორტის ინვესტორი არც მომავალ წელს გამოჩნდება და მთავრობა მაინც მოინდომებს მის გაკეთებას, რა თქმა უნდა, მიუხედავად ყოველგვარი წამგებიანობის, შეუძლია აიღოს და ჩაწეროს ისეთი პირობები და გასცეს გარანტიები, რომ შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები და მოაგებინონ ტენდერი.


„ალბათ მართლაც ასე იქნება და ტენდერი ისევ გამოცხადდება, მაგრამ ამ პროექტში, როგორც ის დღეს გამოიყურება, ინვესტორი მომსვლელი რომ იყოს, აქამდე მოვიდოდა. ამ პროექტს სჭირდება კონცეპტუალური და სტრატეგიული ოპტიმიზაცია და ბევრად უფრო ღრმა დასაბუთება, შესაძლებელია ამ შემთხვევაში უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. თუ ინვესტორი არ გამოჩნდება, თუ მთავრობა მაინც მოინდომებს მის გაკეთებას, რა თქმა უნდა, მიუხედავად ყოველგვარი წამგებიანობის, შეუძლია აიღოს და ჩაწეროს ისეთი პირობები და გასცეს გარანტიები, რომ შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები და მოაგებინონ ტენდერი და გააკეთონ სახელმწიფო დაფინანსებით, ანუ ჩვენი მოქალაქეების ფულით. ეს არ იქნება სწორი და კარგი საქართველოსთვის“, - განმარტავს ქობულია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up