„თუ ანაკლიის პორტის ინვესტორი არ გამოჩნდება, მიუხედავად წამგებიანობისა, შეიძლება მთავრობამ ჩაწეროს ახალი პირობები, რომ შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები“ - გიორგი ქობულია

„თუ ანაკლიის პორტის ინვესტორი არ გამოჩნდება, მიუხედავად წამგებიანობისა, შეიძლება მთავრობამ ჩაწეროს ახალი პირობები, რომ შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები“ - გიორგი ქობულია

access_time2020-12-22 10:00:05

„ანაკლიის პორტი კვლავაც არის ჩვენი პრიორიტეტი. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროექტი დაგვიანდა, 2020 წელს ჩვენ უკვე ოპერირებადი პორტი უნდა გვქონოდა. ჩვენ მთავრობის დავალებით ამ პროექტზე მუშაობას ვაგრძელებთ. მომავალ წელს განვაახლებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და ამის საფუძველზე დავიწყებთ ინვესტორებთან მუშაობას“, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ანაკლიის პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.


ანაკლიის პორტი ყოველთვის უპერსპექტივოდ მიაჩნდა საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულია. მისი აზრით, ამ პროექტის საინვესტიციო თანხის გასამართლებელი ტვირთების რაოდენობა არ დასტურდებოდა.


„არა ერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ ამ პროექტის საინვესტიციო თანხის გასამართლებელი ტვირთების რაოდენობა არ დასტურდებოდა. თუ ინვესტორებს დაუსაბუთებენ ტვირთების პოტენციალს, მგონია არანაირი პრობლემა არ იქნება კერძო ინვესტორების მოზიდვის, ასეთი ტიპის პროექტში. სამწუხაროდ, ინვესტორებმა ეს ტვირთები ვერ დაინახეს, ახლა სახელმწიფომ აიღოს და ამ პროექტში, ჩვენი მოქალაქეების ფული ჩავანთხიოთ, დამეთანხმებით რომ არ იქნება სწორი“,- აცხადებს გიორგი ქობულია.



„კომერსანტთან“ საუბრისას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ თუ ანაკლიის პორტის ინვესტორი არც მომავალ წელს გამოჩნდება და მთავრობა მაინც მოინდომებს მის გაკეთებას, რა თქმა უნდა, მიუხედავად ყოველგვარი წამგებიანობის, შეუძლია აიღოს და ჩაწეროს ისეთი პირობები და გასცეს გარანტიები, რომ შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები და მოაგებინონ ტენდერი.


„ალბათ მართლაც ასე იქნება და ტენდერი ისევ გამოცხადდება, მაგრამ ამ პროექტში, როგორც ის დღეს გამოიყურება, ინვესტორი მომსვლელი რომ იყოს, აქამდე მოვიდოდა. ამ პროექტს სჭირდება კონცეპტუალური და სტრატეგიული ოპტიმიზაცია და ბევრად უფრო ღრმა დასაბუთება, შესაძლებელია ამ შემთხვევაში უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. თუ ინვესტორი არ გამოჩნდება, თუ მთავრობა მაინც მოინდომებს მის გაკეთებას, რა თქმა უნდა, მიუხედავად ყოველგვარი წამგებიანობის, შეუძლია აიღოს და ჩაწეროს ისეთი პირობები და გასცეს გარანტიები, რომ შეიყვანონ მათთან აფილირებული ბიზნესმენები და მოაგებინონ ტენდერი და გააკეთონ სახელმწიფო დაფინანსებით, ანუ ჩვენი მოქალაქეების ფულით. ეს არ იქნება სწორი და კარგი საქართველოსთვის“, - განმარტავს ქობულია.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ პორტის ინვესტორად შერჩეულ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2020 წლის იანვარში ხელშეკრულება გაუწყვიტა. 2016 წელს კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. ხელშეკრულების გაწყვეტამდე ერთი წლით ადრე, 2019 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე. წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე „თიბისი ბანკთან“ და მის დამფუძნებელ აქციონერებთა დაკავშირებით დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ შეფასებით პროექტის განხორციელების ხელისშეშლისთვის მოხდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა, ხოლო მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში. 29 ივლისს შეტანილი სარჩელებით მოსარჩლეები საქართველოს მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. კონსორციუმის მხრიდან ზარალის სახით დაანგარიშებული თანხა 1 მილიარდ დოლარს აღემატება. ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევას მთავრობა უკვე მომავალ წელს გეგმავს.


ნინო თამაზაშვილი




„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში“ - ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი
access_time2021-04-16 18:30:56
„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. „ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის...

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს

რუსეთი დსთ - დან ჩასულ არალეგალ მიგრანტებს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
access_time2021-04-16 19:00:31
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო დსთ-ს ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ მათ რუსეთში არალეგალურად მყოფი თავისი მოქალაქეები 15 ივნისამდე დაუყოვნებლივ გაიყვანონ. ამის შესახებ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ გორავოიმ განაცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, დღეს რუსეთში 332 ათასი არალეგალი მიგრანტი იმყოფება უზბეკეთიდან, 247 ათასი  - ტაჯიკეთიდან, 152 ათასი - უკრაინიდან, 120 ათასი...

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა

16 აპრილი - რეგიონში მხოლოდ თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-04-16 18:00:21
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 16 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 16 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 19 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-16 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„ახალი ობლიგაციების დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს“ „ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება. საპროცენტო განაკვეთმა (coupon rate) შეადგინა 2,75%. ახალი ობლიგაციებით მოხდა 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების...

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს - არჩილ თალაკვაძე
access_time2021-04-16 17:15:15
„ქართული ოცნება“ მედიატორის მიერ შექმნილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა. ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის...


მსგავსი სიახლეები

up