„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

access_time2020-01-23 14:30:56

ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას აჩვენებს.


ამერიკელი კონგრესმენების წერილს ეხმაურება „კომერსანტთან“ საუბრისას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, მსგავსი შეფასებები არა მარტო ამერიკასთან ურთიერთობას ურთულებს ქვეყანას, არამედ ზოგადად სახელს უფუჭებს საერთაშორისო ასპარზეზე.


„საქართველოში არ გვაქვს ეკონომიკის რელური სექტორი, არ გვაქვს საექსპორტო პროდუქცია, რომელიც კონკურენტული იქნება ამერიკულ ბაზარზე, შესაბამისად მათთან ვაჭრობა აქტიური არ არის. თუმცა, მარტო ამაში არ არის საქმე, XXI საუკუნეში ეკონომიკა და პოლიტიკა გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, ამიტომ შესაძლოა ამერიკა-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები დიდად აქტიური არ იყოს, მაგრამ თუ აშშ-ში ნეგატიური დამოკიდებული ჩამოყალიბდა, ჩათვალეთ რომ, ამ ტიპის გადაწყვეტილებები ტრანსნაციონალურ ხასიათს ატარებს და დომინოს პრინციპით სხვა ქვეყნებსაც გადაეცემა.  დღეს უკვე არის საკმაოდ შემაშფოთებელი ვითარება და ისეთი ტენდენციაა, რომ ხვალ ალბათ უფრო დამძიმდება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.


გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად აშშ-სთან საქართველოს რაიმე განსაკუთრებული ვაჭრობა არ აქვს, თუმცა მათი ნეგატიური დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობაზეც  იმოქმედებს.



„ამერიკული კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება ადრეც არ იყო დიდი, მაგრამ ბოლო მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო გაუარესდა სავაჭრო ურთიერთობები.  ამერიკული პოლიტიკა ძალიან აქტიურად იცავს მათი კომპანიების ინტერესებს ნებისმიერ ქვეყანაში და მტკივნეულად აღიქვამს ამ საკითხს, ბოლო მაგალითია „ფრონტერა“, არ ვიცი ამ შემთხვევაში ვინ არის მტყუანი და ვინ მართალია, მაგრამ თვითონ ფაქტია არასახარბიელო. არსებობს მეორე ინდიკატორიც - „ანაკლიის პორტი“, რომელიც აგრეთვე საერთაშორისო უსაფრთხოების თემა გახდა და ამ დროს როდესაც ამერიკაში უყურებენ რომ საქართველოში ხელოვნური პროცესები მიდის, მინიმუმ პროექტის ოპერატორის დისკრედიტაციის კუთხით, შესაბამისად ცუდი დამოკიდებულება ყალიბდება. საბოლოოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა, რადგან მათ შეხედულებებს მთელი მსოფლიო იზიარებს“, - განმარტავს გია ხუხაშვილი.


წერილში ნათქვამია, რომ გასული სამი ათწლეულის განმავლობაში წარმოდგენილი დაპირების მიუხედავად, ბოლო დროინდელი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად აისახება საქართველოს იმიჯზე აშშ-ში. გია ხუხაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები საქართველოს მიმართებაში ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად კეთდება.


„თვეების განმავლობაში ჩვენ უკვე გამოხმაურების მთელი კასკადი ვიხილეთ, როგორც აშშ-დან, ისე ევროპიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. უკუსვლა გვაქვს საერთაშორისო დემოკრატიის ინდექსში, ასევე კორუფციაში ანუ მთელ სურათს, რომ შევხედოთ - სამწუხაროდ ძალიან სავალალო და დრამატულია. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მთლიანად დასავლეთში და არა მარტო 4 კონგრესმენისთვის,  საქართველოში ჩრდილოვანი ავტორიტარიზმია. ამ წერილის ადრესატი ფორმალურად გახარიაა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მისამართით არის დაწერილი. სერიოზული პრობლემები გვაქვს, დასავლეთში იმაზე აპელირებენ რაც ჩვენ ისედაც ვიცით, უბრალოდ ისე მოხდა რომ რაც მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, სხვებმაც გაიგეს“, - ამბობს გია ხუხაშვილი.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up