„ბიძინა ივანიშვილმა ამით საკუთარი პოლიტიკური კარიერის აღსასრულს მოაწერა ხელი“

„ბიძინა ივანიშვილმა ამით საკუთარი პოლიტიკური კარიერის აღსასრულს მოაწერა ხელი“

access_time2019-11-14 16:55:42

„თუ ამ ტყუილის შემდეგ,  ხალხი ივანიშვილს კიდევ მისცემს ხმას, ესე იგი ეს ხალხი მას იმსახურებს და რა პრეტენზიები გვაქვს მაშინ. თუ ხალხს ასეთი გაშიფრული ტყუილის ატანა შეუძლია და ამას პატიობს ივანიშვილს, მაშინ უნდა ამ ხალხს ასეთი ხელისუფლება და რა უნდა ქნა. შიში ისეთი რამეა, რომ შეიძლება ძალიანაც არ გსიამოვნებდეს, მაგრამ ორი უბედურებიდან ნაკლებ უბედურებას არჩევ.  აფექტშია და ჩიხშია ახლა ოცნების ლიდერი და თვლის, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.  ჩემი აზრით, ირჩევს უარესს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო, ყველა ადამიანი თვითონ აგებს საკუთარ ქმედებაზე პასუხს.“ - ექსპერტი გია ხუხაშვილი პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩაგდებას ეხმაურება.


შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.


გია გუხაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვის შიშმა აიძულა ცუდსა და უარესს შორის არჩევანი უარესზე გაეკეთებინა და ამით საკუთარი პოლიტიკური კარიერის აღსასრულს მოაწერა ხელი.


„კიდევ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე, ვიდრე ჩვენ გვეგონა. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას, როდესაც ასეთ დრამატულ მომენტში მიცემულ პირობას არღვევს. ამ ხელისუფლების ხელში ყველაფერი მოსულა, გადაგდება მოსულა. ერთი ვარიანტია, რომ ბიძინა ივანიშვილს იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რომ ხალხის პირდაპირ უხეშ გადაგდებაზე წავიდა,  რომელსაც სიტყვა მისცა. მეორე ვარიანტია, რომ მისივე გუნდმა გადააგდო ბიძინა ივანიშვილი, ფეხებზე დაიკიდა. ივანიშვილისთვის ორივე ვარიანტი სავალალო უნდა იყოს ნორმალურ ჯანსაღ ქვეყანაში.



საზოგადოების აღშფოთება გასაგებია და სამართლიანია. ერთია, როდესაც პოლიტიკური დღის წერიგით მოქმედებ და მეორეა, როცა ტყუილ დაპირებებს იძლევი და მერე ამ დაპირებას არ ასრულებ. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ასეთი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა ამთავრებს თავს პოლიტიკურ კარიერას. დანარჩენი უნდა გამოჩნდეს საარჩევნო გზით, მე არ ვეთანხმები საპროტესტო აქციებს, არ არის ეს საჭირო. ანუ ფაქტობრივად ამით საკუთარი დისკრედიტაცია მოხდინა ივანიშვილმა. საპროტესტო აქციებსა და ქუჩის უბედურებას გავანებოთ თავი.  მოვა არჩევნები და ამ ტყუილისთვის ხალხმა ივანიშვილი  დასაჯოს .“ - ამბობს ხუხაშვილი


სხდომის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიაშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.აღნიშნული განცხადება ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

 

„ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


მარიამ მორგოშია




დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება

BBC: ევროკავშირი კრიზისამდელ დონეს მხოლოდ 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდება
access_time2020-07-08 20:00:35
ევროპამ კორონავირუსის პანდემია დაძლია, კარანტინი მოხსნა და საზღვრების გახსნისთვის ემზადება.მიზანია ნორმალური ცხოვრების აღდგენა და გაჩერებული ეკონომიკის ამოქმედება. ჩამოშლის სტადია შეჩერებულია, ეკონომიკური აქტიურობა აღდგენას იწყებს, თუმცა ეკონომისტები ფულის თვლას იწყებენ იმაზე, თუ ასწლეულის უმსხვილესი კრიზისიდან გამოსვლისთვის  რა თანხები იქნება საჭირო. ოპტიმისტები  რამდენიმე მიზეზის გამო უმცირესობაში...

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება

საცურაო აუზები გასახსნელად ემზადებიან - შეზღუდვები ღირებულებაზე აისახება
access_time2020-07-08 15:00:41
„საცურაო აუზებში 6 კვ/მ-ზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ადამიანი, აუზებში/ აბაზანებში აუცილებელია წყლის ცვლა, ლაბორატორიული კონტროლი 10 დღეში ერთხელ, დისტანცია შეზლონგებს შორის“ - ამ და სხვა რეკომენდაციებით აუზები შემოწმების შემდეგ უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას ეტაპობრივად იწყებენ.  ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ COVID-19-თან დაკავშირებით...

მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...


მსგავსი სიახლეები

up