„მიგრანტების ფონზე, ძალიან გაზრდილია იმ კლიენტების მაჩვენებელი, ვინც უძრავ ქონებას საინვესტიციოდ ყიდულობს“ - როგორ აფასებს სამშენებლო კომპანია „არსი“ 2022 წელს

„მიგრანტების ფონზე, ძალიან გაზრდილია იმ კლიენტების მაჩვენებელი, ვინც უძრავ ქონებას საინვესტიციოდ ყიდულობს“ - როგორ აფასებს სამშენებლო კომპანია „არსი“ 2022 წელს

access_time2022-12-06 13:00:24

სამშენებლო კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე მიმდინარე წელს პოზიტიურად აფასებს.  მისი თქმით, დადებითი  ტენდენცია რამდენიმე  ფაქტორით იყო გამოწვეული. 



„ჩვენი კომპანიის  შემთხვევაში რამდენიმე პროექტი დავასრულეთ და ახალი პროექტები დავიწყეთ. შეიძლება ითქვას, რომ კოვიდის პერიოდი  უმტკივნეულოდ გავიარეთ. ახალი პროექტების  დაწყებას დაემთხვა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და მოთხოვნის ზრდაც. მართალია, ფასის ზრდაც იყო,  თუმცა აქ  უფრო მნიშვნელოვანი, მოთხოვნის  ზრდაა.  ფასის  ზრდა თვითღირებულების ზრდის პარალელურად მოხდა.  ქვეყანაში მაღალი ინფლაცია გვქონდა, ამას დაემთხვა  რუსეთის  უკრაინაში  შეჭრაც, რამაც  სამშენებლო მასალები გააძვირა. ამის ფონზე  გაიზარდა უძრავი  ქონების ფასიც. 




მთლიანი წლის  ჭრილში  თუ  შევხედავთ, მოთხოვნა თვიდან თვემდე იზრდებოდა,  რამაც  განაპირობა ის, რომ „არსისთვის“  გაყიდული  უძრავი ქონების  რაოდენობის მხრივ მიმდინარე წელი გამორჩეული იყო.




წინა წელთან  შედარებით საკმაოდ  მაღალი ზრდა  გვქონდა, თუმცა ეს  ცოტა  ინდივიდუალურია, რადგან თუ  ბაზარს  შევხედავთ,  სხვა  სიტუაცია  იყო ბაზარზე და  ჩვენ  შემთხვევაში  სხვა, რადგან  დაემთხვა  ის ფაქტიც, რომ მარტო წელს  ორი  ახალი პროექტი დავიწყეთ,  შესაბამისად,  ზრდა  არა ბაზრის  სიტუაციამ, არამედ ჩვენმა  ახალმა  პროექტებმა განაპირობა“,  - აღნიშნა ბესო ორთოიძემ.




„არსმა“  მიმდინარე  წელს  ორი  ახალი პროექტი  დაიწყო, ესენია : „შენი სახლი ლისზე“ და „შენი  სახლი უნივერსიტეტის  ქუჩაზე“.  ორთოიძის თქმით, აღნიშნული კომპლექსები საკმაოდ  დიდი მოცულობისაა და უნივერსიტეტის  ქუჩაზე  ჯამში 20 კორპუსი,  ხოლო ლისზე 14 კორპუსი აშენდება.





კითხვაზე, თუ როგორ  აისახა არსის საცხოვრებელი ბინების გაყიდვაზე უცხოელების შემოდინება, ბესო  ორთოიძე აცხადებს, რომ მიმდინარე  წელს, არარეზიდენტების მიერ „არსის“ კომპლექსენში ბინების შეძენის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.




„მაგალითად,  დაახლოებით 1 თვის წინ, ეს  ინფორმაცია  გადავამოწმეთ და  წელს მხოლოდ  რუსეთის   ერთ მოქალაქეს  ჰქონდა ბინა ჩვენთან ნაყიდი და დაახლოებით 10-15 ბინა იყო, რომელიც  არარეზიდენტებმა შეიძინეს,  რაც  ძალიან   დაბალი მაჩვენებელია. თუმცა მიგრანტების ფონზე ძალიან არის გაზრდილი  პროცენტული მაჩვენებელი იმ კლიენტებისა, ვინც უძრავ ქონებას საინვესტიციოდ ყიდულობს.




თუ ადრე 10-დან 8 ადამიანი  უძრავ ქონებას  საცხოვრებლად და 2 საინვესტიციოდ  ყიდულობდა,  დღეს ეს  მაჩვენებელი პირიქითაა და აღსანიშნავია, რომ ჩვენი მყიდველები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან.“ -  აღნიშნა ბესო ორთოიძემ.




რაც  შეეხება მომავალი წლის  პროგნოზს,  ბესო  ორთოიძე ფასები დასტაბილურებას იმ შემთხვევაში პროგნოზირებს,  თუ გარე  ფაქტორებმა  ზემოქმედება  არ მოახდინა.




„წელს  ინფლაციამ  უძრავი ქონების  ფასის  ზრდაზე  საკმაოდ  დიდი  როლი  ითამაშა, თუ ინფლაციის  დონე  სტაბილური  გვექნება და კვლავ ორნიშნა არ იქნება, მე მგონია, რომ უძრავი  ქონების  ფასების  ზრდა ბუნებრივ პირობებში ჩადგება და როგორც  კოვიდამდე იყო, წლიურად 5-7%-ით გაიზრდება.  რაც ნორმალურია,  იმიტომ  რომ ჩვენ  განვითარებადი  ქვეყანა ვართ, ქონების  ფასი  ჯერ  კიდევ  დაბალია და ბუნებრივ  პირობებში ნელ-ნელ მიაღწევს  თავის საზომს,  თუმცა წლიურ  20-25%-იან ზრდას აღარ ველოდები“,  -  აღნიშნა ბესო  ორთოიძემ. 




რაც ეხება  ერთ-ერთ მთავარ  გამოწვევას კადრების დეფიციტს, ბესო ორთოიძის თქმით, ეს  პრობლემა  სამშენებლო სექტორსაც  ძალიან დაეტყო.




„ეს  მთავარი გამოწვევაა, არა მხოლოდ  ჩვენ სექტორში, არამედ  ზოგადად  ქვეყანაში და  ყველა  სექტორში, აქამდეც  იყო პროფესიული კადრების  პრობლემა  და აღვნიშნავდით, რომ  პროფესიული სასწავლებლების  ნაკლებობა  იწვევს  იმას, რომ დღეს მშენებლობის მიმართულებით არ არსებობენ  პროფესიული კადრები, ვისაც  თეორიის  დონეზე  ნასწავლი აქვს,  ესა თუ  ის  საქმიანობა. ყველა ვინც დღეს  აქაა  დასაქმებული სხვა  პროფესიის იყო და შემდეგ შეისწავლეს აღნიშნული პროფესია.  ეს  პრობლემა ყოველთვის  იდგა,  თუმცა დღეს  კადრების მოძიება  ჭირს და იმის  რესურსი,  რაც  გუშინ ბაზარზე  იყო,  შემცირდა  გადინების  ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას,  მშენებლობაზე დასაქმებულ  ადამიანებს  ყველანაირი  სტატისტიკით  დღეს  ყველაზე მაღალი ანაზღაურება  აქვთ,  გადინება ძალიან მაღალია  და იქმნება  კადრების  დეფიციტი“ – აცხადებს  ბესო  ორთოიძე.



თაკო კვაჭანტირაძე








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up