თსუ-სა და გრანთ თორნთონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თსუ-სა და გრანთ თორნთონს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

access_time2018-12-05 16:52:26

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა/დირექტორმა ვახტანგ ცაბაძემ და დირექტორმა ქეთევან ღამბაშიძემ.

 

მემორანდუმის ფარგლებში, სამომავლოდ გრანთ თორნთონი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, უზრუნველყოფს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკის ობიექტით და შემდგომში ხელს შეუწყობს წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას.

 

ასევე, მემორანდუმის ფარგლებში დაწესდება „გრანთ თორნთონის“ სახელობის სტიპენდია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებული სტუდენტებისათვის.

 

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას გრანთ თორნთონის მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერისტეტებში, მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას.

 

„გრანთ თორნთონი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პირველი ვისთანაც მემორანდუმი გაფორმდა და 6  წარმატებულ სტუდენტს დაენიშნება სტიპენდია. ჩვენ ველით  აქტიურ თანამშრომლობას უნივერსიტეტთან, რაც გულისხმობს სხვადასხვა ლექცების ჩატარებას და მასტერკალსებს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. წარჩინებულ სტუდენტებს მივცემთ როგორც სტაჟირების, ისე დასაქმების შესაძლებლობას.

 

ვფიქრობ კომერციული სექტორის ჩართულობა სახელმწიფო უნივერისტეტებში, სტიპენდიების დაწესება და დასაქმების რეალური პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაზრდის სტუდენტების მოტივაციას. ჩვენ ორგანიზაციაში, საწყის პოზიციებზე არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას, ჩვენთვის მთავარია სხარტი გონების, ასაკისთვის შესაფერისი პროფესიული განათლების, მოტივირებული ახალგაზრდა ადამიანების მოზიდვა, რომლებსაც უნდა და შეუძლია სწრაფი ზრდა და განვითარება და, რაც მთავარია, დაინიტერესებული არიან ჩვენ სფეროში საქმიანობით და ხანგრძლივი კარიერით. ჩვენი აზრით ასეთი მიდგომა ახალგაზრდებისთვისაც ამარტივებს დასაქმებას.

ჩვენთან დასაქმებულ კადრს აქვს შესაძლებლობა რომ განვითარდეს, ჩამოყალიბდეს მაღალი დონის პროფესიონალად და წარმატებას მიაღწიოს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ვინაიდან ჩვენი კომპანია მსოფლიოს  135 ქვეყანაშია წარმოდგენილი  50 000-ზე მეტი თანამშრომლით,“ - განაცხადა გრანთ თორნთონის მმართველმა პარტნიორმა და დირექტორმა ვახტანგ ცაბაძემ.

 

რაც შეეხება გრანთ თორნთონის სამომავლო გეგმებს, ვახტანგ ცაბაძე აცხადებს, რომ მათი თანაშრომლობა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისთვის და რაც მთავარია სტუდენტებისთვის.

 

„მათ მიეცემათ შესაძლებლობა პრაქტიკა გაიარონ და დასაქმდნენ ერთ-ერთ წარმატებულ საერთაშორისო კომპანიაში. შესაბამისად, მომავალშიც გავაგრძელებთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას.“ -აღნიშნა ცაბაძემ.

 

გრანთ თორნთონის დირექტორის ქეთევან ღამბაშიძის განცხადებით, მემორანდუმი სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის და მისი სტუდენტებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონეა.

 

„მსგავასი ინიციატივა მნიშვნელოვანია, როგოც უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რომ მათი სტუდენტები იყვნენ მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, ისე სტუდენტებისთვის, ვისთვისაც მიღებული განათლების პრაქტიკაში გამოყენება კვლავ გამოწვევად რჩება.

ვთვლი, რომ სტუდენტების აყვანა სამსახურში გარკვეულწილად მომგებიანია კომპანიისთვის, რადგან დამსაქმებელს საშუალება  ეძლევა გაზარდოს ძალიან კარგი, პერსპექტიული და ლოიალური კადრი.

გრანთ თორნთონი სწორედ ამაზე არის ორიენტირებული. პრაქტიკით უზრუნველყოფა და სტაჟიორების  აყვანის  ერთ-ერთი  მიზეზია  ახალი და პერსპექტიული კადრების   მომზადება, კომპანიაში სამუშაოდ აუცილებელი უნარ-ჩვევების სწავლება. “- აღნიშნა ქეთევან ღამბაშიძემ.


გრანთ თორნთონი წარმოადგენს მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, საგადასახადო და საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვან ქსელს. ეს კომპანიები პროფესიონალური და პერსპექტიული რჩევებით ეხმარებიან დინამიურ ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი ზრდის პოტენციალი. გრანთ თორნთონის 50 000-ზე მეტი თანამშრომელი, 135 ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული  კლიენტებისათვის, კოლეგებისთვის და საზოგადოებისთვის, რომელშიც მას უწევს ცხოვრება და მუშაობა.

 

 

„კომერსანტი“

 





გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...


მსგავსი სიახლეები

up