თსუ-ს სტუდენტებმა, ჭიათურაში თხილისწყალის მაღაროში საველე პრაქტიკა გაიარეს

თსუ-ს სტუდენტებმა, ჭიათურაში თხილისწყალის მაღაროში საველე პრაქტიკა გაიარეს

access_time2020-07-29 16:26:41

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური დეპარტამენტის სტუდენტები ესტუმრნენ- ინფორმაციას "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.


სტუდენტებმა საველე პრაქტიკა შპს „GM-პერევისის“ კუთვნილ ობიექტზე, თხილისწყალის მაღაროში გაიარეს.


ახალგაზრდები შედარებით ახალგახსნილ გვირაბს ესტუმრნენ, მანგანუმის მოპოვების პროცესს დაესწრნენ, დაათვალიერეს გვირაბის გამაგრების ტიპები, ასევე, იმყოფებოდნენ სანგრევებზე და დასამუშავებელი ველის ქანის აგებულებასაც გაეცნენ.


„ორმაგად სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა თაობა ასეთ რთულ პროფესიას ეუფლება. სტუდენტები არ უშინდებიან ამ სირთულეებს და ეუფლებიან სპეციალობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს მათ პრაქტიკულად ხელში გამოსცადეს ის მძიმე იარაღი, რომლითაც სამთოელები ყოველდღიურად თავის სამუშაოს აწარმოებენ. დღევანდელი დღე მათთვის პრაქტიკულ ნაწილში პირველი ნაბიჯებია“,- აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის“ შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების ინჟინერმა ალექსანდრე დოღაძემ.



„გეოლოგია ისეთი დარგია, რომლის პრაქტიკული ცოდნა და ნახვა, თეორიულ კურსზე არანაკლებ მნიშნელოვანია. ეს ბავშვები ჭიათურის ამ მაღაროს შემადგენელ ერთ-ერთ ძირითად მინერალს, ასევე, ამ საბადოს გენეზისს, მადნის ტიპებს და დამუშავების პროცესებს თეორიულად უკვე სწავლობენ, სწორედ ახლა კი ამ თეორიულ ცოდნას, ისინი აქ, მაღაროში პრაქტიკული ნახვით იმტკიცებენ.


მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას, ისინი ძალიან გვეხმარებიან. მაღალკვალიფიციური გეოლოგიური კადრების ჩამოყალიბება ასეთი პრაქტიკების ჩატარების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამბობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბეჟან თუთბერიძე.


„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის გეოლოგებად ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღება. კომპანია ყოველთვის მზადაა სტუდენტებს დახმარება აღმოუჩინოს და მათ პროფესიულ განვითარებაში წვლილი შეიტანოს.











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up