თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა

თსუ-ს პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა

access_time2020-06-04 23:20:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების ფასადები განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან ერთად დაესწრო.



„როგორც იცით, ჩვენ დაწყებული გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ვიმყოფებით, სადაც უნივერსიტეტმა ფასადის განათების სამუშაოები ჩაატარა. მთლიანად მეორე კორპუსის რეაბილიტაცია, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, დაწყებულია და ეს ფასადის განათებაც გამზირს ძალიან მოუხდა. როდესაც სამუშაოები დასრულდება, ძალიან დაამშვენებს. მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამშრომლობისა და ამ კარგი პროექტის განხორციელებისთვის. გამზირის სამუშაოებისდასრულების შემდეგ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება. ჩვენი მიდგომაა, რომ ზუსტად ასეთი ქუჩები იყოს დედაქალაქში. მნიშვნელოვანია ყველა ის სამუშაო, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა. ბევრი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ გამზირზე და როდესაც დასრულებულ სახეს მიიღებს, საზოგადოება ნახავს, რამდენად ლამაზი გამოვიდა ის“, - განაცხადა კახა კალაძემ.



„შესაბამისი განათების სისტემა უნივერსიტეტის ძალისხმევით დამონტაჟდა. თსუ-ს მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოებისა და ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების ეტაპზე, ფასადების განათების გარდა, უნივერსიტეტის ეზოში არსებული დაზიანებული ნარგავები განახლდება. გამწვანების სამუშაოები უახლოეს მომავალში, დედაქალაქის მერიასთან ერთად იგეგმება.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, შენობის გამაგრების სამუშაოები ჩატარდა. ასევე, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი პირველის მსგავსად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა. შიდასარემონტო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება, 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 21,3 მლნ ლარია.



რაც შეეხება თსუ-ს I კორპუსის სარემონტო სამუშაოებს, 2008-2011 წლებში ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური და კვლევითი დანიშნულების 27 შენობაშია განთავსებული. თსუ-ს მეორე კორპუსი 1940 წელს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობის არქიტექტურისა და სტილის გათვალისწინებით აშენდა.



განათების სამუშაოები თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ დაათვალიერეს“ - ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.








კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up