თსუ-ის პროფესორები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების და საკონკურსო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ

თსუ-ის პროფესორები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის არჩევნების და საკონკურსო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ

access_time2018-10-26 16:30:46



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი 2018 წლის 31 ივლისის კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას სასამართლოს ძალით ითხოვს. ისინი დეკანის თანამდებობაზე გიორგი ღაღანიძის არჩევასაც აპროტესტებენ.



ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულებით ეკა ჩოხელი მიიჩნევს, რომ ზაფხულში ჩატარებულ კონკურსზე მოქმედი დეკანი (ისიც ახალარჩეული) აშკარა ინტერესთა კონფლიქტის ფონზე აირჩა პროფესორად. სხვა შემთხვევაში, ის ბუნებრივად კარგავდა დეკანის პოზიციას. ამიტომ პრაქტიკულად მის მიერვე შედგენილმა საკონკურსო კომისიამ (რომლის წევრთა უმრავლესობა თავად რამდენიმე თვეში გახდება კონკურსანტი) ღაღანიძე უპრობლემოდ დაამტკიცა პროფესორის თანამდებობაზეც. „გიორგი ღაღანიძის დეკანობა აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის და მისი ჯგუფის უპირობა სურვილი იყო. შესაბამისად საკონკურსო კომისია დააკომპლექტეს იმგვარად, რომ სხვა კონკურსანტების ინტერესების შელახვისა და უგულებელყოფის ხარჯზე, კომისიას ერთი მხრივ ის პერსონალი, რომლებიც მათი „ჯგუფის“ ინტერესებში შედიოდა, კონკურსში აუცილებლად გაეყვანა და მეორე მხრივ, რაც მთავარია ახლადარჩეული (უფრო ზუსტად „ახლადდანიშნული„) დეკანი ღაღანიძე არასამართლიანი გზებით მოპოვებული დეკანის პოზიციის მიღმა არ დარჩენილიყო. საბოლოოდ ჩატარდა, უფრო სწორად, გაფორმდა კონკურსი, რომლის შედეგებსაც სასამართლოში 8 კონკურსანტი ასაჩივრებს. ამით ყველაფერი ნათქვამია“, - აცხადებს ეკა ჩოხელი.



პროფესორ-მასწავლებელთა ერთმა ჯგუფმა გასულ კვირას ღია წერილით მიმართა თსუ რექტორს, განათლების მინისტრს და მეცნიერებისა და განათლების საპარლამეტო კომიტეტის თავმჯდომარეს. თუმცა, მათი თქმით, დღემდე ოფიციალური გამოხმაურება არ მიუღიათ.


„ჩვენ იძულებული გავხდით ღია წერილის ფორმატით, საჯაროდ მიგვემართა გადაწყვეტილებების მიმღებთათვის და ვთხოვეთ და მოვთხოვეთ მათ პროცესების სამართლიან და ობიექტურ კალაპოტში დაბრუნება. დაწვრილებით აღვწერეთ ფაკულტეტზე შექმნილი არაჯანსაღი ატმოსფერო, რომელიც პირველ რიგში სწორედ სასწავლო პროცესს და სტუდენტების მიერ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის მიღების ინტერესებს ვნებს. ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი საჯარო პროტესტი ადეკვატური გამოხმაურების გარეშე არ დარჩება“,- ამბობს ეკონომიკის დოქტორი ნინო პაპაჩაშვილი.



მისი თქმით, კონკრეტულად მისი კანდიდატურა კომისიამ მიზანმიმართულად ჩააგდო და პროტესტის და ოფიციალური მოთხოვნების მიუხედავად მას საკონკურსო საჯარო დოკუმენტაციის გამოთხოვის საშუალება არ მისცეს, რითაც მისი, როგორც კონკურსანტის უფლება უხეშად დაარღვიეს.


„იძულებული გავხდი სასამართლოსთვის მიმემართა. პროცესი ჩანიშნულია და იმედი მაქვს სასამართლო ყველა იმ პროცედურულ და შეგნებულ დარღვევას გაითვალისწინებს, რაც კონკურსის პროცესში ხდებოდა და შესაბამის ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, კონკურსის შედეგებს ბათილად ცნობს და ხელახალ კონკურსს დანიშნავს. კონკურსამდე არსებული საერთო ვითარება თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ცალკე განხილვის საგანია. თუმცა მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ჩემს მიერ არაერთხელ გამოხატული პროტესტი ფაკულტეტზე არსებული არაჯანსაღი ვითარების მიმართ გარკვეულწილად გადაიქცა კიდეც დამდგარი შედეგის მიზეზად.



საქმე ის არის, რომ ლადო პაპავას რექტორობის პერიოდში, შევარდნაძის დროინდელ პრივატიზაციის მინისტრს, დღეს უკვე აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძეს შესაძლებლობა მიეცა შემობრუნებულიყო უნივერსიტეტში. დიდი ხნის განმავლობაში ის იყო სასწავლო პროცესებს მიღმა. ის რეალურად ამიტომ ჩამორჩა დროს და დღეისთვის ვთვლი, რომ ის არის ადამიანი, რომელიც აფერხებს უნივერსიტეტის განვითარებას, ჩაძირვისკენ მიჰყავს ფაკულტეტი, ახალგაზრდა, უნარიან კადრებს უქმნის ბარიერებს უნივერსიტეტში დასამკვიდრებლად და ფაკულტეტზე მისთვის ჩვეული კლანური მენტალიტეტის გავრცელებას ცდილობს.


ის ფორმალურად ერთი რიგითი კათედრის ხელმძღვანელია, მაგრამ რეალურად, სწორედ სილაგაძის ზურგს ამოფარებული ვიწრო ჯგუფი კლანური მეთოდებით „ალაგებს“ ვითარებას ფაკულტეტზე, განსაზღვრავს, ვინ სად უნდა გაიმარჯვოს, ვის რამდენი საათი უნდა ჰქონდეს, ვინ უნდა „აირჩეს“ აკადემიური საბჭოს თუ სენატის წევრად, ვინ უნდა გახდეს უნივერსიტეტის ლექტორი და ვინ უნდა დარჩეს მის კედლებს მიღმა. ამ უკანონობაში მისი მარჯვენა ხელია დეკანი გიორგი ღაღანიძე. ეს უკანასკნელი პირად საუბრებში არ ფარავს, რომ სილაგაძის ინტერესების გამტარებელია. ჩემი შეფასებით, ფაკულტეტზე კლანური ინტერესებისადმი მონური მორჩილება ბატონდება, სტუდენტების ინტერესი არავის ახსოვს“, - აცხადებს ნინო პაპაჩაშვილი.



ერთ ნიშანდობლივ ფაქტზე ამახვილებს ყურდღებას კონკურს მიღმა დარჩენილი ეკონომიკის კიდევ ერთი აკადემიური დოქტორი დავით ნიჟარაძე. მისი თქმით,გავრცელებული ხმების თანახმად (მათ შორის პრესითა და სოციალური მედიით), დეკანის არჩევნებისას ერთ-ერთ რეალურ კანდიდატურად განიხილებოდა აკადემიური საბჭოს წევრი, ელგუჯა მექვაბიშვილი.


„დეკანის არჩევნებისას ელგუჯა მექვაბიშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს წლობით ხელმძღვანელობდა ფაკულტეტს, კვლავ ერთ-ერთ რეალურ კანდიდატურად ითვლებოდა, თუმცა იქვე ცნობილი იყო, რომ ეს პერსპექტივა არ ხიბლავდა სილაგაძეს და მის „ჯგუფს“. ამიტომ მექვაბიშვილი დაიყოლიეს და მან არ დააყენა საკუთარი კანდიდატურა, რის სანაცვლოდაც პროფესორის არსებულ თანამდებობასთან ერთად თითქოს ჟურნალის რედაქტორობა (დამატებითი გარანტირებული სოლიდური ანაზღაურებით) შესთავაზეს. რაც შეეხება მოქმედ რედაქტორს, ამ კლანურ გარიგებაში არც ის დარჩებოდა წაგებული, თუკი მოადგილედ „ჩაიჩოჩებდა“. ამ დათმობის სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრი ერთ-ერთ კათედრაზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობას მიიღებდა.


თავდაპირველად არავის სჯეროდა ამ ხმების რეალობის, რამდენადაც მექვაბიშვილი ფაკულტეტზე აქამდე კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. სამწუხაროდ, მოხდა ისე და იმგავრად, რისიც არავის სჯეროდა. დეკანის არჩევის მეორე დღესვე მექვაბიშვილი დაინიშნა ჟურნალის რედაქტორად. მოქმედ რედაქტორსაც „პირნათლად“ შეუსრულეს პირობა - მისმა ოჯახის წევრმა კონკურსში „გაიმარჯვა“ და თანამდებობა მიიღო.


ეს იყო კლანური მმართველობის მორიგი უტიფარი გამოვლინება. როგორც ჩანს, მექვაბიშვილმა ისე მიიღო სილაგაძის მოწყალება, რომ აღარც გახსენებია, წლების წინ, სწორედ სილაგაძის გამო, 9 თვის მანძილზე როგორ ჰქონდა ატალახებული სასამართლოს კარი. სხვა რომ არაფერი ითქვას, ასეთი მეტამორფოზა უბრალოდ დასანანია. ამ ყველაფრის ფონზე, რასაკვირველია, ჩემი ადგილი ვერ მოიძებნებოდა აკადემიური პერსონალის რიგებში.’’ - აღნიშნავს ნიჟარაძე.



მის თქმით, ზემოთ აღწერილი ფაქტი ერთ-ერთია იმ უამრავთაგან, რაც თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ხდება. „ამ ფაქტების თაობაზე დაწვრილებით იციან რექტორატში და ზოგადად ადმინისტრაციაში, მაგრამ რატომღაც, დღემდე რეაგირებას ვერ ვხედავთ. ამიტომ არის, რომ ჩვენი სიმართლის დამტკიცების და პროცესების პოზიტიურად განვითარების ერთადერთ იმედად სასამართლოა დარჩენილი. თუმცა, ჯერ კიდევ ვიტოვებთ მცირე იმედს იმისასაც, რომ რექტორიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაერევა და საკუთარი გადაწყვეტილებებით გამოასწორებს ფაკულტეტზე არსებულ არაჯანსაღ ვითარებას“,- აღნიშნა დავით ნიჟარაძემ.






„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up