თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 100 წლისაა

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 100 წლისაა

access_time2022-11-27 10:30:31

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

 

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.

 

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, რომლის წიაღშიც ცნობილ მეცნიერთა არაერთი თაობა აღიზარდა, დაარსებიდან დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. სასიხარულოა, რომ ასწლიანი ისტორიის მქონე ფაკულტეტი დღესაც არ თმობს მოწინავე პოზიციებს და ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის განათლებას აძლევს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

ფაკულტეტის ასი წლის იუბილე პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ მიულოცა.

 

„სწორედ თსუ-ის კურსდამთავრებულები იდგნენ ქვეყნის ეკონომიკის სათავეებთან მთელი საუკუნის განმავლობაში. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება და, რაც მთავარია, გვაქვს ამბიცია, რომ კიდევ დიდხანს ვიქნებით ქართული ეკონომიკური აზრის ლიდერები“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.


 

მისი თქმით, ე.წ. მაღლივ კორპუსში, რომელშიც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტია განთავსებული, მომავალ წელს 2 სართული სრულად გარემონტდება, სადაც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

  

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ საიუბილეო ღონისძიებაზე თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები მედლებით დააჯილდოვეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.

 

ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ქართული ეკონომიკური სკოლის ფუძემდებლის ფილიპე გოგიჩაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იმ მეცნიერთა ფოტოები, ხელნაწერები და წიგნები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში ეკონომიკის, როგორც მეცნიერების განვითარების საქმეში. დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს: ფილიპე გოგიჩაიშვილის, ნიკოლოზ ქოიავას, გიორგი გეხტმანის, პაატა გუგუშვილისა და სხვათა ხელნაწერებსა და ფოტოებს, რომლებიც შეირჩა საქართველოს ეროვნული არქივისა და თსუ-ის მუზეუმის ფონდებიდან.

 

1921 წლის 25 ივლისს, ტფილისის უნივერსიტეტში შეიქმნა სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი, რომლის პროექტი შეიმუშავეს პროფესორმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა და დოცენტმა ლევან ანდრონიკაშვილმა. 1922 წლის 30 ივლისს ეს პროექტი დამტკიცდა და შეიქმნა სოციალურ-ეკონომიური ფაკულტეტი, პირველ დეკანად კი აირჩიეს პროფესორი შალვა ნუცუბიძე. აღნიშნული ფაკულტეტის შექმნით დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება.

 

დღეისთვის თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 15 საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის ერთობლივი და უცხოენოვანი პროგრამების) სამივე საფეხურზე 6 ათასამდე სტუდენტი სწავლობს და 100-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი მუშაობს.


imedinews.ge

თეგები:
თსუ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up