თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ლადო პაპავასა და ავთო სილაგაძეს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ და დეკანის გადადგომას ითხოვენ

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ლადო პაპავასა და ავთო სილაგაძეს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ და დეკანის გადადგომას ითხოვენ

access_time2019-07-19 15:50:52

არა შარვაშიძე, სილაგაძე, პაპავა, ღაღანიძის კლანს - ამ შინაარსის პლაკატის ფონზე დღეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა დეკანის, გიორგი ღაღანიძის გადადგომა მოითხოვა.


ფაკულტეტზე გამეფებული კლანურობა; ფაკულტეტის დეკანისა და მისი მფარველების მხრიდან ფაკულტეტის საკუთარ ინტერესებზე მორგების მორიგი მცდელობა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც პროფესორებმა საჯარო საპროტესტო აქცია მოაწყვეს.


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორის ეკა ჩოხელის თქმით, პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი საჯაროდ გამოვიდა და დააფიქსირა, რომ ფაკულტეტზე არსებული ვითარება, რომელიც შექმნა დეკანმა გიორგი ღაღანიძემ, მისი მფარველის - აწ უკვე აკადემიკოს და თსუ უვადო პროფესორ ავთო სილაგაძის მფარველობით, სცდება ყველა ზღვარს და არის ჩვეულებრივი დიქტატურა. „ჩვენ უამრავჯერ მივმართეთ რექტორს, გიორგი შარვაშიძეს, რომ გარკვეულიყო ვითარებაში და მიეღო ზომები, მაგრამ დღემდე რეაქცია არ მიგვიღია. ფაკულტეტის წევრთა ნაწილი სასამართლოს ძალით ვცდილობთ საკუთარი უფლებების აღდგენას - რაც საკონკურსო კომისიების უსამართლობების შედეგად დაგვერღვა და შეგველახა. ამ კომისიების უკან კი სწორედ სილაგაძე-ღაღანიძის კლანი იდგა და დგას ყოველთვის“, - ამბობს ჩოხელი.


„დღეს იმიტომ გადავწყვიტეთ უკვე ამ ფორმით რეაგირება და დეკანის გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა კლანის ჩანაფიქრი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გაყოფისა და ამ განაყოფის გამგედ სწორედ ღაღანიძის დანიშვნის შესახებ. ეს ფარსი მათ სჭირდებათ იმიტომ, რომ ღაღანიძე სიცოცხლის ბოლომდე ვერ იქნება დეკანი, ეს ესმით, ამიტომ საჭიროა მისთვის შეიქმნას აკადემიური თანამდებობა კათედრის გამგის სახით და დეკანობის შემდგომ სწორედ აქედან გააგრძელოს ფაკულტეტის მაფიოზურად მართვა ავთო სილაგაძესთან ერთად, რომლისთვისაც, თავის დროზე, უკვე მოახერხეს და შექმნეს კათედრა.


ეს არის უკვე ყველა ზღვარს გადასვლა და კლანის მხრიდან თავხედობის გამოვლინების ახალი საფეხური. თუ „გავატარებთ“ ამას, ხვალ მივიღებთ კიდევ უარესს. უარესზე უარესის მოფიქრებასა და განხორციელებაში ღაღანიძესა და სილაგაძეს ბადალი არ ჰყავთ“, - აღნიშნა ჩოხელმა.


მოწვეული პროფესორის დავით ნიჟარაძის განცხადებით, მთავარი ის არის, რომ სილაგაძისა და ღაღანიძის ქმედებებში არასდროს ყოფილა და არც ახლა არის რაიმე ისეთი, რაც სტუდენტებისთვის ცოდნის გადაცემის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე იქნებოდა ორიენტირებული. „თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლა აღარ ითვლება არც პრესტიჟულად, არც მიმზიდველად, არც მომავალი დასაქმების გარანტად. ვეებერთელა ისტორიის, გამოცდილების და რეპუტაციის მქონე ფაკულტეტი წლითი-წლობით უკან და უკან მიდის და ამ პროცესს დასასრული არ უჩანს. ეს უნდა დასრულდეს და ფაკულტეტის ნგრევის პროცესის დასრულება უნდა დაიწყოს სწორედ მოქმედი დეკანის - გიორგი ღაღანიძის გადადგომით და ახალი არჩევნების დანიშვნით.



ჩვენ ამ მოთხოვნაში ვართ შეუვალნი. ეს სჭირდება ფაკულტეტს, მის სტუდენტობას, მის პროფესურას, ფაკულტეტის განვითარებას და თანამედროვე სტანდარტებთან მის შესაბამისობაში მოყვანას.


თუ საჭირო იქნება, ჩვენ აქციებს გავმართავთ თსუ ადმინისტრაციასთან, განათლების სამინისტროსთან და ასე შემდეგ და ვიაქტიურებთ მანამ, სანამ დასახულ მიზანს, ანუ ღაღანიძის დეკანის თანამდებობიდან წასვლას და ამით ფაკულტეტისთვის განვითარების შესაძლებლობის დატოვებას არ მივაღწევთ“, - განაცხადა აქციაზე დავით ნიჟარაძემ.


მისი თქმით, ეს საპროტესტო გამოსვლა ერთბაშად და სპონტანურად არც დაგეგმილა და არც მომხდარა. „ჩვენ დიდხანს ვფიქრობდით, ხომ არ დააზიანებდა ეს კიდევ უფრო მეტად ფაკულტეტის რეპუტაციას. მაგრამ, სამწუხაროდ, მივედით დასკვნამდე, რომ სილაგაძის, პაპავასა და ღაღანიძის მხრიდან წარმოებული ინტრიგების, თანამშრომლების ერთმანეთზე წაკიდების პოლიტიკა, ნეპოტიზმი, მატერიალურ სარგებელზე არამართლზომიერი ორიენტირება და კიდევ სხვა უამრავი მანკიერება, გაცილებით უარესი იქნებოდა ფაკულტეტისთვის, ვიდრე სატკივარის საჯარო სივრცეში გამოტანა.



ერთ დღეში არ დაგროვილა ეს პროტესტი. ეს პროტესტი ღაღანიძის „არჩევის“ დღიდან, უკვე წელიწდახევარზე მეტია გროვდება და იმედია, ახლა მაინც მიხვდება თავად ღაღანიძე, მასთან ერთად უვადო სილაგაძე და პაპავა და თსუ რექტორიც, რომ მათ წაყრუების პოლიტიკას ყავლი გაუვიდა და რომ მათი უნიათო, გადაბერებული (და აქ ეიჯისტურ მომენტს ზუსტადაც რომ არ ვგულისხმობ) და მოძველებული მმართველობის პერიოდი რაც მალე დასრულდება, მით უკეთესი ფაკულტეტისთვის“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.



დეკანის გადადგომის მომხრე პროფესორებმა ასევე აღნიშნეს, რომ დეკანი ღაღანიძე ამ თანამდებობაზე არჩეულია დარღვევებით და ეს გასაჩივრებულია სასამართლოში. ასევე სერიოზული კითხვები არსებობს საკონკურსო კომისიასთანაც, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ დღეს უკვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და მასაც მოუწევს სასამართლოსთვის ახსნა- განმარტების მიცემა.


მათი განმარტებით, ღაღანიძემ საპენსიო ასაკამდე ერთი კვირით ადრე „გაუფორმა“ სილაგაძეს და მასთან ერთად ლადო პაპავას (რომელიც თავის დროზე, რექტორობისას, მსგავსი წოდებების - მუდმივი პროფესორი - შემოღებისა და დაწესების წინააღმდეგი იყო) უვადო პროფესორობა. თსუ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. პროტესტანტი პროფესორები მიიჩნევენ, რომ სილაგაძე და ღაღანიძე კლანის ორი თავია, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ დაშინებითა და ინტრიგებით თანამშრომლებში საკუთარი აზრის გამოხატვის, რაიმე განსხვავებული ინიციატივით გამოსვლის ჩახშობას. მათ მიდგომებს იზიარებს და ამას თავისი სიჩუმით მხარს უჭერს ლადო პაპავაც. რექტორის სიჩუმე და ურეაქციობა კი მათთვის უკვე წამახალისებელ ფაქტორად იქცა.



აქციის დასასრულს, დეკანის გადადგომის მოთხოვნით გამოსულმა პროფესორებმა არნიშნეს, რომ ისინი საჯარო აქტივობებს მალე გადაიტანენ თსუ ადმინისტრაციისა და განათლების სამინისტროს მიმდებარედაც და არ შეწყვეტენ მანამ, სანამ არ მიაღწევენ დასახულ მიზანს - დეკან გიორგი ღაღანიძის გადადგომას, რაც ბუნებრივად გახდება ფაკულტეტზე არსებული უმძიმესი ვითარების გამოსწორების დასაწყისი.


pia.ge





ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა
access_time2020-02-19 17:05:52
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309...

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა
access_time2020-02-19 17:00:28
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა. არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-19 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ...

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა სასამართლო წააგო

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა  სასამართლო წააგო
access_time2020-02-19 19:30:28
„კრემლმა წააგო სასამართლო „იუკოსის“ აქციონერებთან. სწორედ კრემლმა და არა რუსეთმა“  -წერს   Twitter-გვერდზე კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი.მისი თქმით, ჯერ კიდეც 2005 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან  თავისი წილები „იუკოსში“ მის პარტნიორს, ლეონიდ ნევზლინს გადასცა, შესაბამისად, მას  ამ საკითხში არავითარი პირადი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია.   სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნევზლინმა განაცხადა,...

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას საბიუჯეტო რესურსები არ ჰყოფნის“

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას  საბიუჯეტო რესურსები  არ ჰყოფნის“
access_time2020-02-19 16:00:47
მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის. “ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი...


მსგავსი სიახლეები

up