თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი - ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა და ამჟამად 15-ია

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი - ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა და ამჟამად 15-ია

access_time2020-03-28 18:14:05

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მათ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი დაემატა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

„კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაემატა სამწუხაროდ და ამჟამად 15-ია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა ე.წ. დაბურული მინის სინდრომი, რაც ამ დაავადებისთვის არის დამახასიათებელი”, - განაცხადა რატიანმა.

IPN

თეგები:
თსსუ



უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იიან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იიან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის
access_time2020-05-25 17:00:48
სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე...

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა

უფრო აქტიურ ლოკაციას ვარჩევთ - ფრანგული რესტორანი Ladurée ვაკეში დაიხურა
access_time2020-05-25 14:00:50
ფრანგული საცხობი და ტკბილეულის სახლი Ladurée თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე გასულ წელს  გრანდიოზულად გაიხსნა. რესტორანი, რომელიც როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ ლაქშერი მომსახურეობის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა, რამდენიმე კვირის წინ დაიხურა. როგორც „კომერსანტს“ რესტორან Ladurée-ს დირექტორმა  გიორგი ღვინაძემ განუცხადა, მიუხედავად...

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს

კომპანიების 28%-ს ვალდებულებების გასტუმრება უჭირს
access_time2020-05-25 15:00:04
ინვესტორთა საბჭოს დაკვეთით PWC საქართველომ ბიზნესზე Covid19-ის გავლენა გააანალიზა. კვლევაში 1 938-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი შემცირება. მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდებმა (ფულადი მოთხოვნების...

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“

გიგა ბედინეიშვილი: „ეროვნული ბანკი გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“
access_time2020-05-25 13:00:13
„ეროვნული ბანკი რაღაც გაუმართლებელი, ველური ახირებებით მართავს მონეტარულ პოლიტიკას“, - ამის შესახებ ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს.მისი თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობას ვერანაირად ვერ შეაფასებს დადებითად, რადგან სახეზე გვაქვს მაღალი ინლფაციის მაჩვენებელი და გაცამტვერებული ლარი. „ვერანაირად ვერ შევაფასებდი ერონული ბანკის ქმედებებს დადებითად. როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ თავის გართმევაზე, რადგან მაღალი ინფლაცია გვაქვს და ლარი...


მსგავსი სიახლეები

up