TSIKOLIA - საათების ბრენდი ოკუპაციაზე ახალ თემატურ ხაზს გამოუშვებს

TSIKOLIA - საათების ბრენდი ოკუპაციაზე ახალ თემატურ ხაზს გამოუშვებს

access_time2019-04-18 19:00:36


TSIKOLIA — ქართული საათების ბრენდი, რომელიც შვეიცარიაში მზადდება, განსაკუთრებული დიზაინით უკვე წლებია რაც საკუთარ ნიშას ინარჩუნებს. 


საქართველოში განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ჰპოვა ბრენდის თემატურმა ხაზმა, როდესაც საათი გვიამბობს, რომ ქვეყნის 20 % ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პოლიტიკური დატვირთვა ბიზნესისთვის შესაძლოა მომგებიანი არ იყოს, სამრეწველო დიზაინერი და ბრენდ TSIKOLIA-ს დამფუძნებელი ზვიად ციკოლია „კომერსანტთან“ მორიგი ახალი თემატური ხაზის გამოშვებას აანონსებს. მისი თქმით, ამჯერად ოკუპაციის თემას ხაზი უფრო მკვეთრად გაეცემა. 



“მე ვარ უზომოდ ჩემს ქვეყანაზე შეყვარებული, რომელსაც ტკივა ყოველი მისი წარუმატებლობა და ახარებს ყოველი წარმატება. პირდაპირ გეტყვით ძალიან ცუდია ბიზნესისთვის, როდესაც მასში პოლიტიკა ერევა, მაგრამ რაც ვარ ეს ვარ. მე ვთვლიდი, რომ იმ მომენტში როცა გამოვუშვით სპეციალური საათები იყო სწორი გადაწყვეტილება. მეტსაც გეტყვით, მაქვს ახალი შეფუთვის იდეა, რომელიც ალბათ გამოიწვიოს ჩვენი საათების კონკრეტული ბაზრიდან გამოძევებას. თუმცა ეს არ მადარდებს, რადგან ის შეფუთვა უნდა გავაკეთო ყველა ვარიანტში. ახალ დიზაინში  ჩვენი ქვეყნის კონკრეტული პერიოდის ძლიერებაა ასახული და მინდა იცოდნენ (რუსეთმა), რომ ეს ასეა და არა ისე, როგორც თავად წერენ და ასწავლიან ახალგაზრდობას, ახალ თაობას. არ მადარდებს აგრესია, თავად იდარდონ თავის აგრესიაზე“,— აღნიშნავს ზვიად ციკოლია. 


სალომე ლემონჯავა






„კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე“

„კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე“
access_time2019-11-21 14:48:14
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სოციალურ ქსელში  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მიმართავს: „მოკლედ ეხლა ეკონომიკას ვერაფერს შველიან და ოცნება და მისი ხელისუფლება ეროვნულ ბანკს და გვენეტაძეს შეახოცავს ხელს ამ ლარის კურსზე და ადრე მე რომ პრეტენზიებს ვუცხადებდი ესენი გადაფარებულები იყვნენ და ეხლა ჩემი დასაცვი გახდება ვატყობ. კობა, გეუბნებოდი საჯაროდ, გაფრთხილებდი, შენ გამოგიყვანენ განტევების ვაცად, ნუ უკმევ გუნდრუკს, არ დაგინდობენ მეთქი და არ დამიჯერე...

„ყველაფერში ეროვნულ ბანკს ვადანაშაულებ“ - იმპორტიორი კომპანიები ლარის კურსზე

„ყველაფერში ეროვნულ ბანკს ვადანაშაულებ“ - იმპორტიორი კომპანიები ლარის კურსზე
access_time2019-11-21 14:15:19
 „კურსზე,ფასებზე, ფულის მასასა და ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. მისი ბოლო ორი ხელმძღვანელის საქმიანობიდან გამომდინარე თუ გადავხედავთ, ლარის კურსი ძალიან ცუდ დღეშია და ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რამაც ბიზნესს ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა“ - იმპორტიორი  შპს „გრანდის“ ხელძღვანელი ალექსანდრე სვანიძე „კომერსანტთან“ სადისტრიბუციო კომპანიებზე ლარის კურსის გავლენას აფასებს, როგორც მთავარ შემაფერხებელ ძალას ბიზნესის განვითარებისთვის. ლარის...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი-„კლინიკების წერილში მოცემული რისკების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა ან ვერ აჭარბებს რეფორმით მოსალოდნელ სარგებელს“

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი-„კლინიკების  წერილში მოცემული რისკების დიდი ნაწილი უსაფუძვლოა ან ვერ აჭარბებს რეფორმით მოსალოდნელ სარგებელს“
access_time2019-11-21 13:15:58
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კლინიკების ღია წერილთან დაკავშირებით, რომლებშიც სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ერთიანი ტარიფის შემოღებას აპროტესტებს, პასუხს ავრცელებს. სამინისტროს წერილში ნათქვამია, რომ უწყებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა პროფესიული საზოგადოების მიერ რეფორმასთან დაკავშირებული რისკების ხედვის გაზიარება. სამინისტროსთან კომუნიკაციის სირთულეები და რეფორმასთან...

კომპანია „ბორუსან კატი“ თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლებს

კომპანია „ბორუსან კატი“ თავის მომხმარებელს ყოველწლიურ ღონისძიებაზე ‘მომხმარებლის დღე’ წელს ბათუმში უმასპინძლებს
access_time2019-11-21 13:03:16
Caterpillar-ის ოფიციალური დილერი საქართველოში - კომპანია ბორუსან კატი მასშტაბურ ღონისძიებას მართავს თავისი მომხმარებლებისთვის. დახურული ღონისძიება, სახელწოდებით ‘მომხმარებლის დღე 2019’ გაიმართება 22 ნოემბერს ქალაქ ბათუმში. სადაც წარმოდგენილი იქნება უახლესი ტექნოლოგიების მქონე საგზაო-სამშენებლო ტექნიკის დემო ჩვენება და მათი თეორიული განხილვა. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, როგორც საშუალო და დიდი ზომის ახალი თაობის ექსკავატორების შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა...

პრემიერმა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს

პრემიერმა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს
access_time2019-11-21 11:05:43
პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მოუწოდა, ფასების სტაბილურობისთვის მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, როგორც...


მსგავსი სიახლეები

up