ტრიბუნალი ელოდება რუსეთის ფედერაციის ზემდგომ ხელმძღვანელობას - ანდრეი კასიანოვი

ტრიბუნალი ელოდება რუსეთის ფედერაციის ზემდგომ ხელმძღვანელობას - ანდრეი კასიანოვი

access_time2022-03-13 14:45:17

უკრაინა და ასევე მსოფლიო საზოგადოება აგროვებს მტკიცებულებების ბაზას, რათა შეძლოს რუსეთის ფედერაცია დააყენოს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე. უკრაინა დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციის ზემდგომი პოლიტიკური ხელმძღვანელობა პასუხს აგებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე კაცობრიობის წინაშე და უკრაინელი ხალხის გენოციდისათვის, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციას თავის საომარ გეგმაში არცერთი წარმატება არ აქვს და ამიტომ ის მოსახლეობის და ბავშვების მასიურ მკვლელობას აგრძელებს.

"ომის მე-18 დღე მიმდინარეობს. ბოლო ცნობებით, უკრაინაში უკვე 89 ბავშვი არის გარდაცვლილი. მტერი კვლავ აგრძელებს დაბომბვას და სარაკეტო თავდასხმას ჩვენს ცივილურ ადგილებზე და ქალაქებზე, რომლის შედეგადაც ბევრი გარდაცვლილი არის, როგორც სრულწლოვან მოსახლეობაში, ასევე ბავშვებში. დღეს ღამე მტერმა დაბომბა აეროპოლიგონი. ეს არის ლვოვის მიმდებარე ტერიტორია, მან 8 რაკეტის ჩამოგდება მოახერხა ამ ტერიტორიაზე. აგრესორი ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლებრივი ყველა ნორმის უხეშ დარღვევას. ფიქსირდება რუსეთის ფედერაციის მიერ აკრძალული იარაღის ქალაქ მარიუპოლში, ხარკოვში და სხვა დასახლებულ პუნქტებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე გამოყენების სულ უფრო მეტი შემთხვევა. ეს არის, როგორც კასეტური საბრძოლო მასალა ასევე, მაღალი სიმძლავრის მქონე ბომბები, რომლის წონაც არის ერთ ტონაზე მეტი.

უკრაინა და ასევე მსოფლიო საზოგადოება აფიქსირებს და აგროვებს მტკიცებულებების ბაზას, რათა შეძლოს რუსეთის ფედერაცია დააყენოს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე. უკრაინა დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციის ზემდგომი პოლიტიკური ხელმძღვანელობა პასუხს აგებს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე კაცობრიობის წინაშე და უკრაინელი ხალხის გენოციდისათვის. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით მტკიცედ იცავენ უკრაინას. მეტოქეს არ აქვს არცერთი წარმატებული მიღწევა საომარ გეგმებში. პუტინის გეგმა ჩავარდა აგრესიის პირველივე დღეებში. ზუსტად ამიტომ აგრესორი აგრძელებს ცივილური მოსახლეობის და ბავშვების მასიურ მკვლელობას. ასევე, ეძებს ახალ შესაძლებლობებს, რათა გამოიყენოს საბრძოლო ძალები და ცდილობს უკრაინასთან ომში ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩაბმას.

თქვენ ყველამ კარგად იცით რუსეთის ჩადენილი პროვოკაციის შესახებ, რომელიც მდგომარეობს რუსეთის ფედერაციის მიერ ბელარუსის ტერიტორიის დაბომბვაში. ეს პროვოკაცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პუტინის რეჟიმი მზად არის ნებისმიერი ცინიკური ქმედების გამოყენებისათვის, რათა მოახდინოს მისთვის წინასწარ ცნობილი დანაშაულების შესრულება. თქვენ იცით თუ როგორი ჰუმანიტარული კატასტროფაა ახლა მარიუპოლში. ქალაქი ალყაშია. მასიურად იხოცებიან ადამიანები და ბავშვებში. აგრესორი ქვეყანა ესვრის ჰუმანიტარულ სატრანსპორტო კოლონებს. კოლონებს, რომლებსაც უნდა მიეწოდებინათ წყალი, წამალი, საჭმელი და ბავშვთა კვება მოსახლეობისთვის. ეს ყველაფერი არის საომარი დანაშაული და რუსეთის ფედერაცია აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის წინაშე. ტრიბუნალი ელოდება რუსეთის ფედერაციის ყველა ზემდგომ ხელმძღვანელობას", - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით რომ რუსეთი უკვე ადანაშაულებდა უკრაინას ბირთვული იარაღის შექმნაში, აგრესორ ქვეყანას შეუძლია შეგნებულად ჩაიდინოს პროვოკაცია და ცეცხლი გაუხსნას ჩერნობილის ელექტროსადგურზე მდებარე ბირთვულ საცავს და შედეგი მსოფლიო მასშტაბის ბირთვული კატასტროფა იქნება.


"უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების თანახმად, უკრაინა მზად არის მოახდინოს რეაგირება ყოველგვარ გამოწვევებსა და პროვოკაციაზე, რომელსაც აგრესორი ქვეყანა წარმოქმნის და მტკიცედ და გაბედულად დაიცავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებულები გამარჯვებაში, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და მთელი ცივილური სამყარო. ახლა მთავარი საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის მხრიდან იქნება მორიგი პროვოკაციები, რადგან სახმელეთო კომპონენტში დამარცხების გამო მტერს არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ ცეცხლი გაუხსნას მშვიდობიან მოსახლეობას. აგრესორი ამზადებს ასევე, რაღაცას და ცდილობს საკუთარი ტერორისტული უნარების რეალიზებას.

ახლა კი მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ძირითად შეთქმულებებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოდის. პირველი გახლავთ ბირთვული საფრთხე. ის ფაქტი, რომ რუსეთმა აიღო ზაპოროჟიეს და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურები და ცდილობს მათ ტერიტორიაზე საკუთარი რეჟიმების ჩაყვანას, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკვე ადანაშაულებდა უკრაინას ბირთვული იარაღის შექმნაში, აგრესორ ქვეყანას შეუძლია შეგნებულად ჩაიდინოს პროვოკაცია და ცეცხლი გაუხსნას ჩერნობილის ელექტროსადგურზე მდებარე ბირთვულ საცავს. შედეგი დადგება ერთი: მსოფლიო მასშტაბის ბირთვული კატასტროფა. ასევე უაზროა უკრაინისთვის წამოყენებული ბრალდებები ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნასა და შემუშავებაში აშშ-სთან ერთად.

გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსული მხარის ინიციატივით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. რა თქმა უნდა, ეს მორიგი ტყუილია, რომლის მიზანიც არის რუსეთის მორიგი პროვოკაციის გამართლება და უკვე რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენება.

სრულ მარაზმს წარმოადგენს რუსეთის მიერ ტყუილი ინფორმაციის გავრცელება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა იყენებს ინფიცირებულ ფრინველებს, საიდუმლო ბაქტერიული შტამების გავრცელების მიზნით, რომლებიც უტოლდებიან მასიური განადგურების იარაღს. გავიმეორებ სრული მარაზმია ეს. მსგავსი ანეკდოტები რუსეთის მაღალჩინოსნებისგან, რომელიც ეხებოდა საქართველოს ნაციონალური ლუგარის სახელობის კვლევით ცენტრს, სადაც ვითომდა ქართველი და ამერიკელი სპეციალისტები ქმნიან კორსაკოვოს საიდუმლო სახეობას, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ბაქტერიულ იარაღად იქნებოდა გამოყენებული, ადრე ჩვენ უკვე გვსმენია", - აღნიშნა მან.

ანდრეი კასიანოვმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინის სამხედრო ტექნიკით დახმარებას კვლავ გააგრძელებენ.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები ვაჟკაცურად და გმირულად აგრძელებენ საკუთარი მიწის და უკრაინელი ხალხის დაცვას. ისინი ღირსეულად აგრძელებენ ბრძოლის ველზე ყოფნას და მათ აქვთ მძლავრი საბრძოლო ძალა, მაგრამ უკრაინის საბრძოლო ძალები უსაზღვრო არ არის და საჭიროებენ მუდმივ მატებას. ჩვენ იმედი გვაქვს რომ საერთაშორისო პარტნიორები კვლავ გააგრძელებენ სამხედრო ტექნიკით დახმარებას და ასეთი დახმარება უფრო და უფრო მეტი იქნება. მძიმე და უპრეცედენტო სანქციები, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია შეეჯახა ასრულებენ თავიანთ საქმეს, მაგრამ ეს სანქციები საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან რუსეთის აგრესია გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ. ამის გამო გვიწევს გავაგრძელოთ და განვავრცოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს რუსეთის ფედერაციისთვის მტკივნეული სანქციების ახალი პაკეტის წარმოდგენას. უახლოეს პერიოდში ველოდებით სანქციებს ევროკავშირის მხრიდანაც. ზუსტად ეს სანქციები არის საჭირო რუსეთის სრული იზოლაციისათვის. რუსეთის ეკონომიკისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებისათვის, რაც შეაჩერებს რუსეთის აგრესიას", -განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up