ტრენინგ ცენტრ CRDC-ში 27 იანვრიდან სასტუმრო ინდუსტრიაში ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგ კურსი: სასტუმროს გენერალური მენეჯმენტი დაიწყება
კურსის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლებიან სასტუმროს სფეროს პრაქტიკულ ცოდნას, მუშაობის სპეციფიკას და სტანდარტებს, რომელთა გამოყენებასაც ისინი პრაქტიკაში შეძლებენ. პროგრამის დასრულების შემდეგ თითოეულ მონაწილეს შეეძლება სასტუმროს ოპერირების დაგეგმვა, ბიუჯეტირება. ისინი შეძლებენ კიდევ უფრო ეფექტიანად და სწორად დაგეგმონ და აკონტროლონ ხარჯები, შემოსავლები და მოგება.
პროგრამა მოიცავს შემდეგ საკითხებს: სასტუმროს ოპერირების დაგეგმვა, ბიუჯეტირება – ექსელის ცხრილებში მუშაობა, P/L რეპორტი, სასტუმროს განყოფილებების ეფექტიანი მუშაობა, ხარჯები, მისი დაგეგმვა და კონტროლი, სასტუმროს შემოსავლების და მომგებიანობის მართვა, ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში, „ბოსი“ გინდა იყო თუ ლიდერი?, მომსახურების სტანდარტები
ტრენინგებს ჩაატარებს შალვა ალავერდაშვილი – სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი, სასტუმრო ბიზნესში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით. საერთაშორისო და ადგილობრივი სასტუმრო ბრენდების გენერალური მენეჯერი
სრული ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის მიჰყევით შემდეგ ბმულს http://bit.ly/32qF1dV