CRDC-ში ტურისტული კომპანიის მართვის სრული ტრენინგ კურსი იწყება

CRDC-ში ტურისტული კომპანიის მართვის სრული ტრენინგ კურსი იწყება

access_time2020-01-15 13:05:11

4 თებერვლიდან ტრენინგ ცენტრ CRDC-ში ტურისტული კომპანიის მართვის ტრენინგ კურსი იწყება.

 

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეძლებათ სრულყოფილად შეადგინონ საკუთარ ბიზნეზსა და კომპანიაზე მორგებული ტურისტული კომპანიის სტრატეგია, დაგეგმონ სეგმენტირებული კამპანიები ტურიზმის ინდუსტრიაში, შექმნან სხვადასხვა ტიპის ტურისტული პროდუქტები და განახორციელონ ინოვაციური, მომგებიანი პროექტები,  გააანალიზონ მიღებული შედეგები და რაც მთავარია, გამოიმუშაონ და აკონტროლონ შემოსავალი.

 


პროგრამას წარუძღვებიან ამ სფეროს პრაქტიკული პროფესიონალები:

  • რუსუდან მამაცაშვილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე
  • ნატო კიკნაველიძე - ტურისტული კომპანია TBS-ის გენერალური დირექტორი
  • მაია ბიბილაური - BTL საქართველოს მმართველი პარტნიორი და დირექტორი
  • ნატალი გურიელი - სატრანსპორტო კომპანია ავტობასის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
  • ილია საგანელიძე - სასტუმრო Park Hotel-ის გენერალური მენეჯერი
  • თამუნა კუბლაშვილი - საკონსულტაციო კომპანია STS Hospitality საქართველოს ბიზნესის განვითარების და პროექტების მენეჯერი

კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ტურიზმის პოლიტიკა და მიზნობრივი ბაზრები, გამყვანი ტურიზმის ძირითადი ელემენტები, შემომყვანი ტურიზმის ძირითადი სახეობები, ტურისტული პროდუქტის შექმნა, ტურის ღირებულების დადგენა, GDS და CRS სისტემების სხვაობა და მათი მუშაობის სპეციფიკა, რეზერვაციის სისტემებთან გაცნობა, მომწოდებლებთან ურთიერთობა სატრანსპორტო კომპანიის მაგალითზე - როგორ მუშაობს სატრანსპორტო სექტორი, კვების, სასმელების (F&B) და ივენთების მენეჯმენტი ტურისტული კომპანიისათვის, ტურისტული კომპანიების ურთიერთობა სასტუმროებთან, ფასწარმოქმნა და ხელშეკრულების გაფორმება, საქმიანი ტურიზმის MICE პროექტების მოზიდვა ახალი ბაზრებიდან, ლიდერი ხართ თუ უფროსი? გუნდური მუშაობის პრინციპები

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: http://bit.ly/2NaENlJ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up