ტრეიდერი, რომელმაც ნავთობის გაიაფება იწინასწარმეტყველა, მისი ფასების ზრდას პროგნოზირებს

ტრეიდერი, რომელმაც ნავთობის გაიაფება იწინასწარმეტყველა, მისი ფასების ზრდას პროგნოზირებს

person access_time2016-01-25 09:10:00

„Bloomberg"-ის ინფორმაციით, ტრეიდერი, რომელმაც ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნა სწორად იწინასწარმეტყველა, გაუფასურების ფსკერს ხედავს. ჰეჯ-ფონდ „Andurand Capital Management"-ის დამფუძნებელი პიერ ანდურანი აცხადებს, რომ მიმდინარე წელი ფასების ზრდით დასრულდება. მისი ვარაუდით, 2016 წელს ნავთობის ფასი ბარელზე 50 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო 2017 წელს 70 დოლარამდე.

 


ამასთან, ტრეიდერი ინვესტორებს აფრთხილებს, რომ ამ გზაზე გაზრდილ არასტაბილურობას უნდა ელოდონ. „ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ძალიან დაბალ ფასებს ძალიან მაღალი ფასები მოჰყვება. მე მართლა ვფიქრობ, რომ ფასებმა ფსკერს მიაღწია" - აცხადებს ანდურანი.

 


„Andurand Capital Management"-ი 615 მილიონი დოლარის აქტივებს მართავს. ჰეჯ-ფონდმა თანხა 2014-2015 წლებში ძირითადად ნავთობის გაიაფებაზე ფსონების დადებით იშოვა. პიერ ანდურანმა დეკემბერში განაცხადა, რომ ნავთობის ფასმა ამ კვარტალში შესაძლოა 25 დოლარს მიაღწიოს: 20 იანვარს ნიუ-იორკის ბირჟაზე ვაჭრობისას ფასი 26,19 დოლარამდე დაეცა, შემდეგ 20%-ით გაიზარდა და 31 დოლარს გადააჭარბა.

 


ბოლო ვაჭრობის შედეგად კი თებერვლის ფიუჩერსები ნიუ–იორკის ბირჟაზე 7,96%–ით გაიზარდა და ბარელზე 31,88 დოლარზე დაფიქსირდა.

 

ლონდონის ბირჟაზე ზრდამ 8,48% შეადგინა და ბარელზე 31,73 დოლარს მიაღწია.

 

 

 

 



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2021-01-17 10:55:27
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა...

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო

Kaveuli Parfum აბასთუმნის ტყის სურნელით გაჯერებული ქართული სუნამო
access_time2021-01-16 16:00:10
პირველი ქართული არტიზანული სუნამო Kaveuli Parfum ქალებისა და მამაკაცებისთვის, თამარა ქაფიანიძემ თავისი დის დახმარებით, იტალიელ პარფიუმერის ბოტეგა მალატინის ჩართულობით შექმნა.     ქართული სოჭი, ციტრუსი, წიწაკა, კიპარისი, ჩინური ღვია... ქართული სუნამოსთვის ინგრედიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთიანდება და საბოლოო ჯამში 30 მლ-იან ფლაკონში იყრის თავს.     სუნამო იტალიაში, იტალიელი პარფიუმერის სახელოსნოში ისხმება და გავლილი...

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]

ქართული ოცნების ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ცნობილია [სია]
access_time2021-01-16 14:44:25
ქართული ოცნების ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის გარდა, რომელიც ირაკლი კობახიძე გახდა, განახლებული პოლიტიკური საბჭო აირჩიეს. საბჭოს შემადგენლობა...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
access_time2021-01-16 10:59:15
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR...

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო

თემურ ჭყონია: ახალი ტექნოლოგიებით შესაძლებელია წყალტუბო ამერიკიდანაც მართო
access_time2021-01-17 11:20:28
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში მართვის იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლის დროსაც არ ხდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.   „ჩვენმა სახელმწიფომ დეკლარირება გააკეთა და ამაში ვეთანხმები, რომ საქართველო კოვიდის დროს უფრო დაცული ქვეყანაა და ტექნოლოგიურად შესაძლებელია უცხოელებმა საქართველოდან იმუშაონ, აქედან მართონ თავიანთი კომპანიები. ამას მოჰყვა განცხადებები, რომ მთავრობა საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას ხელს შეუწყობს. ეს ყველაფერი...


მსგავსი სიახლეები

up