ტრეიდერები აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დოლარის მკვეთრი გაუფასურებისთვის ემზადებიან

ტრეიდერები აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დოლარის მკვეთრი გაუფასურებისთვის ემზადებიან

person access_time2016-06-26 14:19:19

არჩევნების შემდეგ აშშ–ში სავაჭრო წინააღმდეგობებმა და პოლიტიკურმა გაურკვევლობამ შესაძლოა ინვესტორების დოლარიდან „გაქცევა“ გამოიწვიოს – ასეთ შეფასებებს ტრეიდერები აკეთებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ისტორიულად, სავაჭრო ომების დროს დოლარი 20%–იანი დისკონტით იყიდებოდა. 


ტრეიდერები ამბობენ, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დოლარი სხვა ვალუტებთან შედარებით შესაძლოა დაეცეს. კერძოდ, JP Morgan Chase & Co., რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე სავალუტო ტრეიდერია, არ გამორიცხავს ინვესტორების ისეთ ვალუტებზე გადანაცვლებას, როგორიცაა ევრო და იენა. მათი პროგნოზით, ამ პერიოდში აშშ–ის სავაჭრო პოლიტიკა რადიკალურად იქნება შეცვლილი. 

 

Deutsche Bank–ის, HSBC Holdings Plc–ისა და Credit Suisse Group AG–ოს სტრატეგოსები ასევე ვარაუდობენ, რომ სავაჭრო წინააღმდეგობები და პოლიტიკური გაურკვევლობა დოლარს შეასუსტებს.

 

JP Morgan Chase & Co აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ვაშინგტონსა და მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის დაძაბულობის ზრდა გამოიწვევს ინვესტორების „გაქცევას“ დოლარიდან – წერს Bloomberg–ი.


ორივე ძირითადი კანდიდატი – ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი – ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკაში სერიოზული  ცვლილებების პირობას დებს. ტრამპი საკუთარ წინასაარჩევნო რიტორიკაში გამოდის მოწოდებით, ჩინეთი აღიარებულ იქნას სავალუტო მანიპულატორად, შემოღებულ იქნას საკომპენსაციო საბაჟო გადასახადები ჩინური ექსპორტისთვის და დადგინდეს 35%–იანი საბაჟო გადასახადი ამერიკული კომპანიების პროდუქციის იმპორტზე, რომლებმაც საკუთარი წარმოებები მექსიკაში გადაიტანეს. 

 

ჰილარი კლინტონი, თავის მხრივ პირობას დებს, რომ შემოიღებს მთავარი სავაჭრო პროკურორის თანამდებობას, გაასამმაგებს ვაჭრობაზე სპეციალიზებული სამართალდამცველების რაოდენობას და მოაგვარებს პრობლემებს, რომლებსაც აშშ–ს ჩინეთი უქმნის, ასევე გადაჭრის სავალუტო მანიპულაციების საკითხს, რომლითაც ამერიკელი მუშები ზარალდებიან.



როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატები ანტისავაჭრო რიტორიკით გამოდიან, უცხოელები სარისკო აქტივების თავიდან მოცილებას იწყებენ. საუბარია აქტივებზე, რომლებშიც ინვესტორები უფრო მაღალ პრემიას ითხოვენ – ამის შესახებ Credit Suisse–ის ნიუ–იორკის განყოფილების წარმომადგენელმა შაბან ჯალინუსმა განაცხადა. „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დოლარი გაიაფდება,“– განაცხადა მან.


„მომავალი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში სავაჭრო წინააღმდეგობები გარანტირებული გვაქვს: მსხვილი ტრამპის გამარჯვების და ზომიერი პრობლემები კლინტონის შემთხვევაში,“ – განაცხადა ჯონ ნორმანდმა, რომელიც JP Morgan–ს წარმოადგენს.

 

გასულ კვირაში ჰეჯ–ფონდებმა და ფულადი სახსრების მართვის კომპანიებმა დოლარის გაძვირებაზე ფსონები 88,105 კონტრაქტამდე შეამცირეს. ინდექსი Bloomberg Dollar Spot, რომელიც ათ ძირითად ვალუტასთან მიმართებაში დოლარის დინამიკას ასახავს, 20%–ით გაიზარდა 2014 წლის შუა პერიოდიდან 2015 წლის ბოლომდე, როდესაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაკვეთის გაზრდა დაიწყო, ევროპისა და იაპონიის ცენტრალური ბანკები კი ეკონომიკის სტიმულირების ზომებს ააქტიურებდნენ. 

 

წელს დოლარი 5%–ით შესუსტდა ამერიკული მშპ–ს სუსტი ზრდის და საერთაშორისო ფაქტორების ფონზე, რომლებმაც სარეზერვო სისტემას საშუალება არ მისცეს, გაეგრძელებინა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. დოლარის შესუსტება არ ემთხვევა Bloomberg–ის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც ევროსა და იენას მიმართ ამერიკული ვალუტის ზრდას ელოდნენ.

 

აშშ–სა და მისი სავაჭრო პარტნიორების წინააღმდეგობებმა გასულ წელს უკვე მოახდინა ნეგატიური გავლენა დოლარზე – ისტორიულად, სავაჭრო კონფლიქტების დროს ამერიკული ვალუტა 20%–იანი დისკონტით ივაჭრებოდა. მაგალითად, 1995 წელს, მას შემდეგ რაც აშშ ლუქს კლასის ავტომობილებზე 100%–მდე საბაჟო გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოვიდა, დოლარი სამართლიან ფასზე 20%–ით იაფად იყიდებოდა. 


დოლარი ასევე შესუსტდა 2000 წლის შემდეგ, როდესაც აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯორჯ ბუშმა ამომრჩევლებს პირობა მისცა, რომ დაეხმარებოდა ფოლადის სფეროში, მოგვიანებით კი აშშ–ში შემოიღეს გადასახადი ევროკავშირიდან ამ პროდუქციის იმპორტზე.  

 

ბუშის ინაუგურაციის მომენტიდან 2001 წლის იანვარში, 2003 წლის ივლისამდე პერიოდში, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დააკმაყოფილა ევროკავშირის სარჩელი დამცავ კვოტებთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ–მა 2002 წლის მარტში დააწესა, ამერიკულმა ვალუტამ დაახლოებით 30% დაკარგა.


სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ტრეიდერები ვარაუდობენ,  რომ ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ დოლარი გაუფასურდება.

 




შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს
access_time2019-05-19 21:53:45
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხობს დავის მედიატორის მიმართვას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოოს.   „2019 წლის 18 მაისს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო...

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...


მსგავსი სიახლეები

up