Treepex ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბორჯომში 40 ათასი ხე დაირგო - რა გზა გაიარა კომპანიამ Forbes-ის ჯილდომდე?

Treepex ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბორჯომში 40 ათასი ხე დაირგო - რა გზა გაიარა კომპანიამ Forbes-ის ჯილდომდე?

access_time2018-08-12 18:00:13

Treepex ონლაინ პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბორჯომში 40 ათასი ხე დაირგო - რა გზა გაიარა კომპანიამ Forbes-ის ჯილდომდე, „კომერსანტის“ კითხვებს Treepex-ის თანადამფუძნებელმა ბაჩო ხაჩიძემ უპასუხა.


კომპანიის შექმინის ისტორია


Treepex შევქმენით მე და ჩემმა მეგობარმა და თანადამფუძნებელმა, ლაშა კვანტალიანმა. მარტივად,რომ ავხსნათ,  Treepex  არის ხის დარგვის ონლაინ პლატფორმა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ  რამდენიმე „დაწკაპუნებით“ აირჩიონ ადგილი, თუ სად უნდათ ხის დარგვა, მიჰყვნენ ბმულს და  დაარქვან ხეს სახელი.  შემდეგ  რეალურად ირგვება ხე.

ამას გარდა, პლატფორმაშია ჩამატებული კალკულატორი, რომელიც ითვლის ხის მიერ შთანთქმული CO2-ს რაოდენობას, შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს, თუ რამდენი CO2 შთანთქა მისმა დარგულმა ხემ 1 წლის განმავლობაში.

ამ ყველაფერს ჰქვია impact entrepreneurship, და ისე მოხდა, რომ ჩვენმა ეგოცენტრიზმა მოგვიყვანა აქამდე, შესაძლებელია ტექნოლოგიების დახმარებით ფული გამოიმუშავო და ამასობაში, გარემოზე კარგი ზეგავლენა მოახდინო.  ნათქვამია, ადამიანმა ცხოვრებაში სამი რამ უნდა გააკეთოსო, ერთ-ერთია ხის დარგვა, რასაც ჩვენ ვუკეთებთ ადამიანებს, ისიც რამდენიმე დაწკაპუნებით.


პროექტის სტატისტიკა


თავდაპირველად, ბორჯომის აღდგენით დავიწყეთ პროექტი. ალბათ, გახსოვთ რა დამართა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ ჩვენს ტყეს. პროექტი რამდენიმე წლის მანძილზე მიტოვებული იყო, კვლევები ტარდებოდა, შემდეგ კი სახელმწიფოსთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დავიწყეთ ბორჯომის აღდგენა.  აღდგენაში 200-მდე კომპანია ჩაება, 10 ათასზე მეტმა მომხმარებელმა დარგო თავისი სახელობის ხე, საერთო ჯამში კი დაირგა 40 ათასამდე ხე...

 

საკმაოდ პატარა, 19 წლის ვიყავი,როდესაც დიდ ბრიტანეთში გადავბარგდი სასწავლებლად და საცხოვრებლად. ევროპაში ბუნების სიყვარული უფრო დიდია, ვიდრე ჩვენთან.

იქ გარემო თავად ბადებს შენში ბუნების სიყვარულს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე დავიწყე გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობა. შემდგომ, ბორჯომთან დაკავშირებულ პრობლემას დავაკვირდი და უკვე, მე და ლაშამ, რომელიც ტექნოლოგიურ მხარეს აგვარებდა,  ვთქვით, რომ თუ არა ჩვენ, ახლა ამ პროექტს სხვა არავინ გააკეთებდა.



ასეთი მასშტაბის ქვეყანა გაძლევს თუ არა სხვა, უფრო დიდი მასშტაბის ხედვებს?

რთული კითხვაა, ვერ გაგცემ პასუხს, მაგრამ შემიძლია ვთქვა,რომ მე ჩამოვყალიბდი,როგორც ფიქრებში წარმატებული ადამიანი. როცა ხარ დიდ ბრიტანეთში მშიერი,  გინდა, რომ ბევრი რამ ისწავლო და  გარშემო რაც ხდება, შეისრუტო. დიდი ბრიტანეთი კულტურული მექაა და ვფიქრობ, კულტურული განვითარებით 1-ლი ქვეყანა,  რომელიც გაძლევს მიმართულებას, რომ სადაც შენი გონება გაწვდება და შენი ოცნებები მიექანება, იქ განვითარდე. ეს ქვეყანა სრულად გიწყობს ხელს.

 ამერიკა

ამერიკული ბაზარი დიდია და სპეციფიური, სადაც საჭიროა მეტი კრეატიულობა. მოვაგვარეთ ოფიციალური მხარე და ავიღეთ კვოტა,რომ კალიფორნიაში ამ პლატფორმამ დარგოს 1 მილიონი ხე. გვაქვს ძლიერი კონცეფცია.  ჩვენს პარტნიორ სააგენტოებთან ერთად გუშინ დავიწყეთ უკვე სარეკლამო კამპანია და დაველოდებით შედეგებს.

 კამპანია ტრამპის წინააღმდეგ

კამპანიის სახელია treespond, ტრამპი აკრიტიკებს გარემოსდაცვით თემებს და მიაჩნია, რომ კლიმატის ცვლილება ან გლობალური დათბობა „ მოგონილი თემაა“  და ტვიტერზე საკმაოდ ბევრ სისულელეს ტვიტავს, მაგალითად, წერს,რომ  - რა დროს გლობალური დათბობაა, იყინება ნიუ-იორკი,  მეორე მხარეს, კი ვართ გარემოსდამცველები,რომლებიც ვფიქრობთ,რომ არა ჩვენს შვილებზე, ან მომავალზე, არამედ ჩვენზეა დამოკიდებული ის,რომ გადავარჩინოთ პლანეტა. შესაბამისად, ტრამპის  მიერ სისულელე ტვიტის გამოქვეყნების პარალელურად, მომხმარებელს შეუძლია treespond გააკეთოს, respond-ის ნაცვლად და დარგოს ხე.


ონლაინ გაყიდვები

საინტერესოა,რომ არის შესაძლებლობა ავსტრალიიდან ადამიანმა ონლაინ დარგოს ხე ბორჯომში. არის ასევე იმის შესაძლებლობაც, რომ კენიაში დავრგოთ ხე. იქ უკვე დაწყებულია ხეების დარგვა.

ფორბსის ჯილდო

მივიღეთ Social impact award ჯილდო.  თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი იმით იზომება, თუ რამდენი ხე დაირგვება წლის ბოლოს.


ბლოკჩეინ ტექნოლოგია პლატფორმაში

ბლოკჩეინი ერთ-ერთი ისეთი ტექნოლოგიური აღმოჩენაა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დეცენტრალიზებული გახადა ბევრი მიამრთულება. ჩვენ ტექნოლოგიებს ვიყენებთ იმისთვის,რომ გავიადვილოთ ცხოვრება, დავწიოთ ჩვენი ხარჯები,  უფრო დიდი ზეგავლენის ქვეშ მოექცეს სამყარო და ა.შ.

ჩვენ ავიღეთ ბლოკჩეინ ტექნოლოგია და დავიწყეთ მისი უტილიზაცია, გამოყენება გარემოს მიმართ. ბლოკჩეინს სამი მიმართულებით ვიყენებთ, ახალ პროექტს დავარქვით „ოქსინი“ , რომელიც ბლოკ ჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ციფრული ვალუტაა.

როდესაც მომხმარებელი რგავს 1 ხეს, დამატებით იღებს 200 „ოქსინს“ საჩუქრად. 1 „ოქსინის“ ფასი არის 5 ცენტი. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, სამხრეთ კორეაში, ამერიკაში, ფინეთში, ესტონეთში მარტივია ამ თემებზე საუბარი, -  რომ მოხდეს გადახდები ციფრული ვალუტით, დიახ, ჩვენ ახლაც ვიხდით ციფრულად, ყველაფერი შესაძლებელია მობილური ტელეფონით.  უბრალოდ ახლა შემოდის დეცენტრალიზებული კონცეფცია, რაც ნიშნავს იმას,რომ ფინანსური ინსტიტუტების გარდა, რომლებმაც ვალიდაცია უნდა გაუკეთონ ჩვენს გადარიცხვებს, ახლა აკეთებენ იგივეს „ნოდები“, რომლებიც არიან გარემოს დაცვითი პროექტები ჩვენს ბლოკჩეინ ნეთვორქში და ისინი იღებენ თანხებს ფინანსური ინსტიტუტების მაგივრად.


ტექნოლოგიური ცვლილებების ინტეგრაცია გარემოს დაცვაში

გარემოს დამცველები ვერ მიყვებიან ტექნოლოგიურ ცვლილებებს და მიაჩნიათ,რომ  გარემო არ არის საექსპერიმენტო სამყარო და მას სჭირდება ტრადიციული მიდგომა. თუმცა არ ვეთანხმები ამ მიდგომას.


გიორგი ცხადაძე






გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up