Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

access_time2021-06-18 17:30:00

საქართველოში ბოლო ათწლეულში ტურისტული ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. უამრავი მცირე თუ მსხვილი კომპანიაა ჩართული შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებაში, თუმცაღა ეს ყველაფერი, ძირითადად, სტანდარტულ მომსახურებასა და უკვე არაერთგზის ნაცად იდეებს ეფუძნება. ნამდვილი ინოვაციები ამ სფეროში იშვიათობაა, რადგან დიდ ფინანსებსა და არანაკლებ გამბედაობას მოითხოვს. კომპანია Traveling Den-ის დაფუძნებლებს, ანა სვანიძეს და ინა მარგველაშვილს, საქმიანობის დასაწყისში საკმარისად მხოლოდ ეს უკანასკნელი ჰქონდათ. მართლაც დიდ გამბედაობას მოითხოვდა შეზღუდული სახსრებით იდეის განხორციელება, რომელიც საქართველოსთვის სრულიად ახალი იყო. ევროპულ ქვეყნებში საგანგებოდ აღჭურვილი ფურგონის ტიპის ავტომობილით მოგზაურობა ძალზე პოპულარულია, მაგრამ საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ არსებობს. სწორედ ამის გამოსწორება და უცხოელი თუ ადგილობრივი მოგზაურებისთვის შესაბამისი სერვისის შეთავაზებაა Traveling Den-ის მიზანი.


ანა სვანიძე კომპანიის შექმნაზე სერიოზულად მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ბიზნესპარტნიორთან ერთად რეგიონებში მოგზაურობისას დასარჩენი ადგილის პრობლემას გამუდმებით აწყდებოდა:


“მივხვდით, რომ ამ მიმართულებით ცოტა გასაქანია და გადავწყვიტეთ, მოგზაურობისას სასურველ ადგილზე დარჩენის პრობლემა აღმოგვეფხვრა. ერთ ზაფხულს ჩვენი მისაბმელი ფურგონით, ეგრეთწოდებული “ქარავანით”, ვიყავით აჭარაში. ვიქირავეთ ადგილი და გავმართეთ კემპსაიტი. თავადაც ვისვენებდით და სხვებსაც ვთავაზობდით ამ სერვისს”- ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა სვანიძე.


მოგვიანებით, Traveling Den-მა მინი-ვენი შეიძინა და მის შესაბამისად აღჭურვას შეუდგა.


“კეთების პროცესი რთული იყო, რადგან მხოლოდ ორნი ვიყავით, ტექნიკურად კი ერთმა ადამიანმა გაგვიმართა ყველაფერი. მსგავსი არასტანდარტული პროექტისთვის ხელოსნის მონახვა არც ისე იოლი აღმოჩნდა. ამას პანდემიაც დაემატა და საქმეც ერთი-ორად გართულდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით იმის მიღება, რაც გვუსრდა, თუმცა არსებული გარემოებებიდან და შეზღუდული რესურსიდან გამომდინარე მოგვიწია პატარა მოდიფიკაციების გაკეთება”.



ფურგონი სრულად გამოშიგნეს, საგანგებოდ დაათბუნეს, მზის პანელები დაამონტაჟეს, ბიო-ტუალეტით აღჭურვეს და მანქანა საცხოვრებლად კომფორტული გახადეს. ასეთ მანქანაში შხაპის მიღება და სამზარეულოთი სარგებლობა დაუბრკოლებლად შეგიძლიათ. ტექნიკურად ყველაფერი ბოლომდეა გამართული. მიზანიც ეს იყო – მაქსიმალური კომფორტი შეზღუდულ სივრცეში.


Traveling Den-ისთვის მოგზაურების მსგავსი სერვისით უზრუნველყოფა ორ იდეას უკავშირდება – ნელი მოგზაურობისა და ბუნებრივი რესურების აზრიანად ხარჯვის. დამფუძნებლებისთვის ორივე მათგანი მნიშვნელოვანია:


“მინი-ვენით მოგზაურობისას წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ პუნქტში ნავარაუდევ დროში ჩასვლის სტრესი მოხსნილია. ადგილს თავად ირჩევ, ხშირად სპონტანურადაც. მსგავს რიტმში მოგზაურობა ძალიან განსხვავდება სასტუმროში გაჩერებისაგან. ფაქტობრივად ახლიდან სწავლობ ერთი შეხედვით კარგად ნაცნობ ქვეყანას. ჩერდები იქ, სადაც ადრე აზრადაც არ მოგივიდოდა. გარდა ამისა, გაზი, წყალი, ენერგია შეზღუდული რაოდენობით გაქვს და მის აზრიანად ხარჯვასაც სწავლობ. ესეც ძალზე მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, ბუნებასთან და საკუთარ თავთან ხანგრძლივად პირისპირ დარჩენის ძვირფას გამოცდილებას იძენ”.


მსგავსი ტიპის მოგზაურობა პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მომხიბლავია, რადგან, სურვილისამებრ, სრული ან ნაწილობრივი იზოლაციის საშუალებას იძლევა, თანაც გადაადგილების შეზღუდვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ევროპისა და აშშ-საგან განსხვავებით, მსგავსი მინი-ვენებით მოგზაურობის რეგულაციები ჯერჯერობით არ არსებობს და ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას გაჩერდნენ ღამის გასათევად. ჯერჯერობით Traveling Den-ის მომსახურებით, ძირითადად, უცხოელები სარგებლობენ.


“თრეველინგ-დენის” თიბისისთან ურთიერთობა ავტომობილის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვის ეტაპზე დაიწყო და თიბისის მხარდაჭერა კომპანიას სამომავლო გეგმებშიც დასჭირდება.


“სამომავლოდ დიდი სურვილი გვაქვს კემპსაიტების მოწყობის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვის რეგიონებში, რაც გულისხმობს როგორც უფროსებისთვის ისე ბავშვებისთვის განტვირთვისთვის აუცილებელი სივრცეების შექმნას. პირველ ეტაპზე კი, გვინდა გავმართოთ კიდევ ერთი მანქანა, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებული გვაქვს. ხსნებული იდეების განხორციელება კი რა თქმა უნდა რთული იქნება საიმედო პარტნიორების გარეშე. ეს ყველაფერი, ცხადია, თიბისისთან, უკვე გამოცდილ და საიმედო პარტნიორთან ერთად წარმოგვიდგენია”, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.


NS


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up