ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა 1-ელ მარტამდე გადაიდო

ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა 1-ელ მარტამდე გადაიდო

access_time2017-12-26 13:00:47

უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ნომრის მქონე ავტომობილების მფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამ ორი თვით, მომავალი წლის პირველი იანვრის ნაცვლად, პირველ მარტამდე გადაიწია. 


ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იგეგმებოდა. როგორც ორიოდე თვის წინ „კომერსანტთან“ საუბრისას კოტე სულამანიძე აცხადებდა, „2018 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც უცხოეთში რეგისტრირებული ავტომანქანა გადმოკვეთს საზღვარს, ვალდებული იქნება, რომ საზღვართან ახლოს მოქმედ სერვიც–ცენტრში შეიძინოს სადაზღვევო პოლისი. მანამდე კი პოლისების გაყიდვა ინტერნეტით დაიწყება“.


დღეს კი, როგორც „კომერსანტს“ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კოტე სულამანიძემ განუცხადა, კანონის დამტკიცება დაგეგმილზე გვიან მოხდა და შესაბამისად, სადაზღვევო სექტორის მოსამზადებელი სამუშაოებიც დროში გაჭიანურდა.


„კანონის მიღების შემდგომ სადაზღვევო სექტორს უამრავი პროცედურა აქვს ჩასატარებელი, რომ ერთიანი დაზღვევის ცენტრი ჩამოაყალიბოს, ფილიალების გახსნა უზრუნველყოს, პროგრამები ტექნიკურად გამართოს. ამ ყველაფერს გარკვეული პერიოდი სჭირდება. მოხდა ისე, რომ კანონის დამტკიცება იმაზე გვიან მოხდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტში კანონპროექტზე ერთვიანი მორატორიუმი იყო გამოცხადებული და ამანაც გამოიწვია ორი თვით გადაწევა“, - აღნიშნა სულამანიძემ.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე სადაზღვევიო სექტორი აქტიურად მუშაობს, რომ პირველი მარტიდან პირველი პოლისი გაიყიდოს.



„სადაზღვევო სექტორი პროგრამულად მუშაობს, ობიექტებს ნახულობენ, სადაც ერთიანი დაზღვევის ცენტრი უნდა განთავსდეს. ასევე, კადრების შერჩევა და მსგავსი პროცედურები მიმდინარეობს. პირველი მარტიდან პირველი პოლისი გაიყიდება“, - განაცხადა სულამანიძემ.


ამასთან, მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი ავტომობილებისთვის მესამე პირის დაზღვევაც რომ სავალდებულო გახდეს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ამ მიმართულებით უკვე მუშაობს და კანონპროექტი მომავალი წლის ბოლომდე მზად იქნება.


„ადგილობრივებისთვის ცალკე კანონზე მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ, რომ კანონი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს. მსოფლიო ბანკი აქტუალურ გათვლებში გვეხმარება. ვფიქრობთ, რომ 2018 წელს კანონპროექტზე მუშაობას დავასრულებთ. კანონპროექტის დამტკიცებას და ამუშავებას დრო სჭირდება. ზუსტად ვერ გავთვლით, 2019-ში უკვე გვექნება თუ არა შესაბამისი კანონი“, - აღნიშნა სულამანაძემ.


რაც შეეხება ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ფასებს, როგორც სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, დაზღვევის ფასი დამოკიდებული იქნება ავტომობილის ტიპსა და პოლისის ვადაზე. მისივე თქმით, ყველაზე იაფიანი ტარიფი 15-დღიანი დაზღვევისთვის საშუალოდ 30 ლარი ეღირება.


მისივე თქმით, საბაჟოზე დაზღვევის აღება არ მოხდება, თუმცა, ახლოსვე იქნება განთავსებული სპეციალური ობიექტები, სადაც უცხოური ნომრის მქონე ავტომობილები საქართველოში შემოსვლის შემდეგ დაზღვევის შეძენას შეძლებენ.




ავტორი: თეონა კენჭიაშვილი





წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
„წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს  რთველის სუბსიდირება, საუბარია, რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშებზე.  „ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიცემული აქვს, თუ საჭირო გახდა სახელმწიფოც ჩაერთვება გაყიდვებში. ქართველმა მევენახეებმა უნდა...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up