„ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის აღსრულება მხოლოდ შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი“- საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის აღსრულება მხოლოდ შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი“- საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

access_time2022-12-07 10:25:36

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიის აღსრულება მხოლოდ შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან აქტიური თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი“- საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

 

საქართველოს 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილისა და სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის  მთავარი საკითხი.

 

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ასოციაციის წევრებს გააცნეს სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები, კერძოდ, საუბარი შეეხო ტრანსპორტისა და  ლოგისტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს, სამომავლო ხედვასა და მიზნებს. ამასთან, დისკუსია შეეხო როგორც საავტომობილო, ასევე საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების პრობლემატურ საკითხებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, სექტორის განვითარების მიზნით შემუშავებული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი პროფილის ბიზნეს ოპერატორებთან კომუნიკაცია, რამაც, თავის მხრივ,  უნდა უზრუნველყოს LPI ინდექსში ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესება და დარგის ქაოტური განვითარების პრევენცია.


 

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და კვალიფიციური კადრების საჭიროებაზე. შესაბამისად, საუბარი შეეხო ახალი პროგრამების შემუშავების აუცილებლობას, საკვალიფიკაციო სტანდარტების დანერგვასა და პროფესიულ სწავლებას, რაც დარგის განვითარების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენს.

 

„ტრანსპორტი და ლოგისტიკა არის ერთ-ერთი საინტერესო საინვესტიციო მიმართულება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისთვის. წარმოდგენილი სტრატეგია ნამდვილად ითვალისწინებს დარგის განვითარების სწორ ხედვას და მოხარულნი ვართ, რომ ბიზნეს სექტორი აქტიურად არის ჩართული პროცესში, ვინაიდან თანამშრომლობისა და აქტიური კომუნიკაციის გარეშე სტრატეგიის იმპლემენტაცია და დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიღწევა გართულდება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up