ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით დარიალის ხეობაში გვირაბი აშენდება

ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით დარიალის ხეობაში გვირაბი აშენდება

person access_time2016-07-04 15:15:12

ხელისუფლება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს – დარიალის ხეობაში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის გვირაბი აშენდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, დევდორაკის ხეობა არის დიდი მყინვარის ენის გამოგრძელება, სადაც ვითარდება მეწყერული მოვლენები და ეს ისტორიულად ძალიან რთული ადგილია.

 

სეთურიძე ამბობს, რომ პრევენციული ზომები, რომლებსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ატარებს, არის დროებითი და მიდის მუშაობა გაცილებით უფრო სრულყოფილ ალტერნატივაზე. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს იქნება გვირაბი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყება. სეთურიძის თქმითვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაფინანსების თაობაზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას , გვირაბის მშენებლობა კი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. სეთურიძე მასშტაბური  პროექტის სავარაუდო ღირებულებას ამ ეტაპზე არ ასახელებს.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით დღეს ხეობაში სპეციალური სამსახურები აკონტროლებენ სიტუაციას – მყინვარის მოქმედებას,  ასევე ამინდისგან გამოწვეულ მეწყერულ მოვლენებს იმისათვის, რომ უბედურება არ მოხდეს.  

 

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა- ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება. მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი  მონაკვეთი.


ხეობაში გზის გახსნა დღეს საღამოდან იგეგმება.

 

გზის გახსნის შემდეგ მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი და ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.



ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...


მსგავსი სიახლეები

up