3 წლიანი მუშაობის შემდეგ კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი შეცვალა

3 წლიანი მუშაობის შემდეგ კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი შეცვალა

access_time2019-12-11 11:37:00

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ვიქტორ წილოსანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, სამსახურის ყოფილი უფროსი მამუკა მუმლაძე მუშაობას მერიაში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე, კალაძეს არ დაუკონკრეტებია.


დღეს წარმოგიდგენთ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს. ამ პოზიციაზე მუშაობდა მამუკა მუმლაძე, რომელიც არ მიდის გუნდიდან და საკმაოდ მაღალ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ტრანსპორტის მიმართულებით.


რაც შეეხება ვიქტორ წილოსანს, ის განათლებით გახლავთ ეკონომისტი. მუშაობდა მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე, მანამდე იყო პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური საბჭოს პირველი კატეგორიის მრჩეველი და აქვს ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გამოცდილება.



მინდა, წარმატება ვუსურვო მას ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ხოლო მამუკა მუმლაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. მას საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა, მაშინ როცა იქმნებოდა ახალი სატრანსპორტო სქემები და საავტობუსე ზოლები. მისი გამოცდილება ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თუმცა ამ ეტაპზე გუნდს სჭირდება გაძლიერება და მიხარია, რომ ამ საქმეს როგორც ვიქტორი, ისე მამუკა ჩაუდგება სათავეში.


ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე. გარდა იმისა, რომ ახალი ავტობუსები შემოგვყავს, პარალელურად ვქმნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, რადგან მხოლოდ ავტობუსების შემოყვანა არასაკმარისია იმისთვის, რომ სატრანსპორტო პრობლემა მოგვარდეს. ამ ინფრასტრუქტურას ეკონომიკური ღირებულება ექნება ჩვენი ქალაქისთვის. ვიწყებთ მუშაობას ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე - ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე, რათა სატრანსპორტო სისტემა რამდენიმე წელიწადში იყოს სრულად გამართული არამხოლოდ ახალი ავტობუსებით, არამედ სათანადო ინფრასტრუქტურით, ჭკვიანი შუქნიშნებით და მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემით. წარმატებას ვუსურვებ ამ გუნდს,- განაცხადა კალაძემ.


ipn.ge





სტრასბურგის სასამართლო: რუსეთის მიერ კონვენციის დარღვევის ფაქტები დადასტურდა

სტრასბურგის სასამართლო: რუსეთის მიერ კონვენციის დარღვევის ფაქტები დადასტურდა
access_time2021-01-21 15:09:46
სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ (II) დამტკიცდა, რომ რუსეთის ფედერაციის გარკვეულმა ადმინისტრაციულმა პრაქტიკამ, 2008 წლის აგვისტოში, დაარღვია კონვენცია, ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე.    სასამართლოს აზრით, საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარი მოვლენები არ შედიოდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. ამასთან, მან დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ...

თეა წულუკიანი - ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო

თეა წულუკიანი - ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო
access_time2021-01-21 14:40:00
ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავ, საქართველო, გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი...

ქართველი ფერმერები ნიგვზის ფასის უჩვეულო ვარდნაზე საუბრობენ

ქართველი ფერმერები ნიგვზის ფასის უჩვეულო ვარდნაზე საუბრობენ
access_time2021-01-21 14:00:39
ქართველი მეთხილეების ინფორმაციით, 2020-2021 წლების სეზონზე ქვეყანაში ნიგოზზე უჩვეულოდ დაბალი ფასები დაფიქსირდა.   მათი აზრით, ეს არაბუნებრივია იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს რამდენიმე რეგიონში ყინვების გამო ამ პროდუქტის მოსავლის ნაწილი განადგურდა, შესაბამისად, მოსალოდნელი იყო ფასების არა ვარდნა, არამედ ზრდა.   თუმცა, როგორც ჩანს,  მათი მოლოდინები არ გამართლდა - ფასები ნიგოზზე საქართველოში წინა სეზონთან შედარებით 14%-ით...

საქართველოს მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა
access_time2021-01-21 12:25:09
პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამართა, რომელმაც თქვა, რომ ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას.   გაბუნიას თქმით, აღნიშნული მთავრობას ეკონომიკის უსაფრთხოდ გახსნის საშუალებას მისცემს და ამასთანავე, შეამცირებს ვირუსის გავრცელების რისკებს.   „დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იქნა და დამტკიცდა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, რომელიც იქნება გზამკვლევი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისთვის წლის ბოლომდე. გეგმის...

ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან 25-თან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია

ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან 25-თან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია
access_time2021-01-21 13:15:53
იმპორტის $1.5 მლრდ-იანი კლების ხარჯზე, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $1.056 მლრდ-ით $4.663 მლრდ-მდე შემცირდა, თუმცა სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან სვაჭრო სალდო კვლავ დეფიციტურია.  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის ივნისში მოეწერა ხელი. 2015 წელს ექსპორტმა ევრო გაერთიანებაში $645 მლნ შეადგინა, 2020 წელს - $717 მლნ, მაქსიმალურ $819 მლნ-იან მაჩვენებელს 2019 წელს მიაღწია. იმავე პერიოდში ჩინეთში ექსპორტი $126 მლნ-დან $476 მლნ-მდე გაიზარდა....


მსგავსი სიახლეები

up