ტრანსპორტის ამუშავების გეგმა რამდენიმე დღეში ცნობილი იქნება

ტრანსპორტის ამუშავების გეგმა რამდენიმე დღეში ცნობილი იქნება

access_time2020-05-12 10:40:11

11 მაისიდან შემსუბუქებულმა შეზღუდვებმა და სამუშაო ადგილების დიდი ნაწილის ამუშავებამ, უფრო მეტად გააჩინა მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ხელისუფლებას ზუსტი გეგმა აქვს, როდის გაიხსნება საქართველოს ცა და თვითმფრინავებით მგზავრების გადაყვანა როდიდან გახდება შესაძლებელი, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად ცნობილი, როდის ამოქმედდება მეტრო და ავტობუსები. თუმცა, კახა კალაძის მოადგილის კომენტარიდან, ცნობილი გახდა, რომ ეს თემა მერიაში უკვე აქტიურად განიხილება.

,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა არის გარკვეული და როდიდან უნდა ელოდონ მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი ისედაც შემცირებულია, ტაქსის ნაცვლად, მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების შესაძლებლობას. მერიაში ამბობენ, რომ ეს სრულად, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

,,მოგეხსენებათ, მერი არ იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენც ველოდებით. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ, ეპიემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის შედეგად. სავარაუდოდ, ამ დღეებში გაიმართება საბჭოს სხდომა და ჩვენ გვექნება მეტი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიიღებული იქნება გადაწყვეტილება და მოსახლეობას მივაწვდით მეტ ინფორმაციას. ამ ეტაპზე ჩვენც ველოდებით“, - უთრეს ,,ბიზნეს-რეზონანსს“ დედაქალაქის მერიაში.

ტრანსპორტის საჭიროება რომ უკვე მწვავედ დგას იმ დასაქმეულებისათვის, რომელთა სამსახურიც 11 მაისიდან ამუშავდა, უკვე ყველა ხედავს. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები, დიდი ხანია გასცემენ კონკრეტულ რეკომენდაციებსაც, რომლის დაცვის შემთხვევაში მგზავრობის აღდგენა საფრთხეც არ წარმოშობს

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის დამფუძნებელი, დავით მესხიშვილი მუნიციპალური ტრანსპორტის სასწრაფოდ აღდგენას მოითხოვს. მისი ინფორმაციით, სრული აკრძალვა არსად მომხდარა გარდა საქართველოსი.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს და ის არც უნდა შეეჩერებინათ. როდესაც ქვეყანაში იზრდება დაავადების მაჩვენებელი, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიმართვიანობა საავადმყოფოებში, განსაკუთრებით ეპიდემიების დროს; ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა აკრძალოს, არამედ, პირიქით, უნდა გაზარდოს მათი რაოდენობა. ტრანსპორტის აკრძალვით საავადმყოფოების გზა პრაქტიკულად გადაუკეტეს სოციალურად დაუცველებს და სიღარიბის ზღვარს მყოფ ოჯახებს. მათ არ ჰყავთ კერძო ავტომობილები და არც ტაქსის ფული აქვთ.

საკორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაიხსნება სავაჭრო თუ საწარმო ობიექტები. ამ შემთხვევაშიც კი ეკონომიკა ვერ გაცოცხლდება ტრანსპორტის გარეშე. როგორ მივა პერსონალი სამუშაოდ? როგორ მივა მომხმარებელი სავაჭრო ობიექტზე? კერძო ავტომობილებით? ტაქსით? ეს არ არის რეალური! 300-1000 ლარის ხელფასის მქონე პერსონალი ტაქსით სამსახურში ვერ გამოცხადდება, მათი გადაადგილების საშუალება არის საზტრანსპორტი. ერთი მხრივ ჩვენ მივიღეთ უფლება, რომ გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, ხოლო მეორე მხრივ არავინ იცის პერსონალი და მომხმარებელი როგორ აღმოჩნდებიან ადგილზე. ტრანსპორტის აკრძალვით უკვე მივიღეთ გაუარესებული სოციალური მდგომარეობა, ათიათასობით უმუშევარი ადამიანი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები.



საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა დაუშვებელია, ვინაიდან აუარესებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, იწვევს სიღატაკეს, შიმშილს და მოაქვს გამოუსწორებელი ეკონომიკური ზიანი ქვეყნებისთვის. ტრანსპორტი, პრაქტიკულად, არსად აკრძალულა საქართველოს გარდა!“ - აღნიშნა მესხიშვილმა.


რაც უფრო მეტი ადამიანი გამოვა სამსახურებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება მეტად დადგება და გახსნის პროცესს დააჩქარებს, - ასეთი მინიშნება კი უკვე თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გააკეთა.


„კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას ველოდებით. როგორც კი იქნება ეს გადაწყვეტილება, იქნება რეკომენდაციებიც. მხოლოდ ამ პრევენციული ზომების ჩართვით მოხდება ყველა გადაწყვეტილების მიღება. ჩვენც არ გვაქვს ჯერ საბოლოო ინფორმაცია, როდის გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც მეტროს, ასევე ავტობუსების და საბაგიროების ამოქმედება“, - განაცხადა ბითაძემ.


კითხვაზე შესაძლოა, საგანგებო სიტუაციის დასრულების შემდეგაც გადაიწიოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების ვადამ? ბითაძემ უპასუხა: „არ ვიცი, ამას უნდა დაველოდოთ“.


გაჩერებული ტრანსპორტი, საზოგადოების დიდ დისკომფორტს არ უქმნიდა, სანამ სამსახურების აღდგენა დაიწყებოდა, თუმცა ორშაბათიდან რეალობა რომ შეიცვალა, ამაზე სპეციალისტები ერთხმად საუბრობენ.


რეზონანსი


თეგები:
ტრანსპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up