ტრანსპორტის ალტერნატიული სახეები თბილისისთვის

ტრანსპორტის ალტერნატიული სახეები თბილისისთვის

access_time2021-12-04 13:00:01

მფრინავი ტაქსები, ერთრელსიანი საჰაერო რკინიგზა, საბაგირო, ტრამვაი, მცირე ზომის ელექტრომობილები და სკუტერები – მსოფლიო ქალაქებში მოძრაობის განტვირთვისა და ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის ტრანსპორტის ალტერნატიულ სახეობებს ტესტავს და ნერგავს.

პრიორიტეტი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ენიჭება. მომავალი სწრაფი და განახლებად ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტისაა.

საინტერესოა, ტრანსპორტის რა ალტერნატივები არსებობს, რომელიც თბილისშიც შეიძლება დაინერგოს და მოძრაობა განტვირთოს. ეს შეიძლება იყოს ტრამვაის აღდგენა, მეტროს ახალი ხაზების გაყვანა, საბაგირო გზების განვითარება, ასევე, ველოსიპედებისა და ელექტროსკუტერების უფრო ფართოდ დანერგვა.

არის კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილებაც – მიწისზედა, საჰაერო მეტრო. სწრაფი სარკინიგზო ხაზები ძირითადად ესტაკადებზე გადის. მიწისზედა ხიდურ ნაგებობაზე კი მოძრაობა დამოუკიდებელ ხაზზეა. ასეთი ტრანსპორტის მთავარი მიმზიდველობა კი, იმაშია, რომ ესტაკადის ქვეშ მდებარე სივრცეს სხვა ტრანსპორტი გამოიყენებს და ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იმოძრავებენ.

ერთრელსიანი რკინიგზა

ერთრელსიანი რკინიგზა მსოფლიოსთვის სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა, თბილისში მოძრაობის განტვირთვისთვის შესაძლოა, ერთ–ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს.

ასეთი ერთრელსიანი საჰაერო სარკინიგზო ხაზი გერმანიის ქალაქ ვუპერტალში ჯერ კიდევ 1901 წელს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის მაშინ 16 მილიონი მარკა დაიხარჯა. ეს იმ დროს $4.2 მილიონს, ხოლო დღევანდელი კურსით $110 მილიონს უდრის. საჰაერო რკინიგზა დღემდე მუშაობს და 20 სადგურს აკავშირებს.

ვუპერტალი გამონაკლისი არ არის. Sky Train ფუნქციონირებს გერმანიის ქალაქებში – დუსელდორფსა და დორტმუნდშიორივე ქალაქში სისტემა უპილოტოასრულად ავტომატიზებულიმატარებელს 50 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.

დუსელდორფში სარკინიგზო ხაზი 1975 წელს გაიხსნამისი მშენებლობა იმ დროისათვის 22 მილიონი მარკაანუ 11.5 მილიონი ევრო დაჯდასისტემა Siemensის მიერ იყო შემუშავებულიდორტმუნდში საჰაერო რკინიგზა 1984 წელს აშენდათავდაპირველად, რკინიგზა დორტმუნდის უნივერსიტეტის მხოლოდ 2 კამპუსს აკავშირებდამოგვიანებით კიქსელი გაფართოვდაპროექტის თავდაპირველი ბიუჯეტი 24 მილიონი მარკაანუ 12.2 მილიონი ევრო იყო


ერთრელსიანი სწრაფი სარკინიგზო ტრანსპორტი მოძრაობს კორეაში, იაპონიაში, ჩინეთში, ბრაზილიაში.

2021 წელს ჩინეთმა საჰაერო რკინიგზის ახალი პროექტი წარადგინაეს იქნება პირველი პანორამული მატარებელი მინის იატაკითმატარებელი უპილოტოა და გადაადგილებისთვის ლითიუმის ბატარეას იყენებსტრანსპორტი განსაკუთრებით მიმზიდველია ტურისტული მარშრუტებისთვის. 

საჰაერო ტაქსი

სულ მალე მსოფლიოს მსხვილ ქალაქებში საჰაერო ტაქსების სერვისი დაინერგებასულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდარომ გერმანული სტარტაპი Volocopter იაპონიაში მფრინავი ტაქსის ტესტირებას 2023 წელს დაიწყებსმომდევნო წლებში eVTOL VoloCity სინგაპურშიც გამოჩნდებაშემდეგ კი – აზიისევროპისა და ამერიკის კონტინენტებზეამ მოწყობილობას აფრენა და დაჯდომა ვერტიკალურ მდგომარეობაში შეეძლება.

რა ტიპის ტრანსპორტი იქნება თბილისისთვის უმჯობესი, ეს სატრანსპორტო პოლიტიკის სტრატეგიულმა დოკუმენტმა უნდა განსაზღვროსდოკუმენტი მზად რამდენიმე თვეში იქნებაგეგმის მიხედვით, 2023 წლამდე უნდა დასრულდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და ძირითადი მარშრუტების დანერგვაამის შედეგ გამოჩნდებასად რა ტიპის ტრანსპორტის დამატებაა სასურველი.  

ძალიან მნიშვნელოვანიადაინერგოს ტრანსპორტირომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქმნებაასეთ პროდუქტს უკვე ბევრი კომპანია ქმნისდღესსაქართველოში თანამედროვე ტიპის საბაგირო გზები მხოლოდ ზამთრის კურორტებზე გაჰყავთქალაქებშიც უნდა დაიწყოს ისეთი სახეობის ტრანსპორტის განვითარებარომელსაც არავითარი შეხება არ აქვს ავტომობილებთანასეთ განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულებიშესაძლოა, ეს იყოს ტრამვაი ან საჰაერო სარკინიგზო გზებიშესაძლებელიაგარეუბნების დაკავშირება, შეიქმნას ე.წ. წრიული ხაზი, – ამბობს  გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავა.

მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის დიდი ინვესტიციებია საჭიროეს ალბათ მთავარი ფაქტორიარის გამოც მათი განხორციელება ვერ იწყება.

გელა კვაშილავა განმარტავსრომ პირველი რიგის ამოცანა არსებული მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებააამიტომ ინვესტიციები ავტობუსების პარკისა და მეტროს განახლებაზეპარკირების სისტემის მოწყობასა და ტაქსების რეფორმაზე უნდა იყოს მიმართული.

მგზავრობის გადასახადი ვერ გაიზრდება, ამიტომ ახალი ტრანსპორტის განვითარებისთვის ინვესტიციები თავის თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოსამასთანეტაპებია გასავლელი – არსებული სისტემა უნდა მოაწესრიგორომ სიახლეების დანერგვაზე იზრუნოდღეს მსოფლიო აქცენტს ენერგოეფექტურ საშუალებებზე აკეთებსტესტირებას გადის სხვადასხვა ტექნოლოგია, მაგალითად, წყალბადის გამოყენება ტრანსპორტში. ვფიქრობ, 5-10 წელში ჩვენთანაც გამოჩნდება ამ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტრანსპორტი“, – ამბობ გელა კვაშილავა.


წყარო: Business Feed




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up